საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იდიოტებად მიგვიჩნევენ...არის საკითხები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება" - რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე და მწვავე კრიტიკა ადგილობრივებისგან
"იდიოტებად მიგვიჩნევენ...არის საკითხები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება" - რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე და მწვავე კრიტიკა ადგილობრივებისგან

რუსი დე­პუ­ტა­ტის, კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ აფხა­ზე­ბი უსა­ფუძ­ვლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, თით­ქოს რუ­სე­ბის­თვის მი­წი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვით რა­ი­მე საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ, აფხა­ზეთ­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

რო­გორც დსთ-ის სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ რუ­სულ გა­მო­ცე­მა gazeta.ru-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, აფხა­ზე­ბის შიში, რომ რუ­სე­ბის­თვის მი­წე­ბის მი­ყიდ­ვით ვე­ღარ იქ­ნე­ბი­ან აფხა­ზე­თის ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი, სი­სუ­ლე­ლეა.

ზა­ტუ­ლი­ნის თქმით, “უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­წი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის სა­კი­თხი აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში “დარ­ჩე­ნი­ლი ში­შე­ბის” გამო ფერ­ხდე­ბა. ამის უკან კი, აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცია დგას, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს, თუ ამას და­უშ­ვე­ბენ დღეს, ხვალ აფხა­ზე­ბი თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი აღარ იქ­ნე­ბი­ან. არა­და, აფხა­ზე­თი­დან მი­წას ვე­რა­ვინ გა­ი­ტანს, მსგავ­სი ში­შე­ბი კი, აფხა­ზე­თის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს", - ამ­ბობს ზა­ტუ­ლი­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზა­ტუ­ლინ­მა რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­თის შე­საძ­ლო შეს­ვლა გაკრვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­აჩ­ქა­რებ­და. მი­წი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ყიდ­ვის გარ­და, ასე­ვე ხელს შე­უ­წყობ­და, რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვრის კვე­თის რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბას, ისე, რო­გორც ეს ხდე­ბა რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში თვლი­ან, რომ ზა­ტუ­ლი­ნი, რო­მელ­საც არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზი ხალ­ხის მე­გო­ბა­რია, "რა­ღაც სა­კი­თხებს არა­ჯან­სა­ღად აფა­სებს."

პო­ლი­ტი­კო­სი ად­გურ ლაგ­ვი­ლა­ვა, რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნე­ბია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას მთა­ვა­რი კრი­ტი­კო­სია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ რუ­სეთ­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს იქ მი­წის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა არ აქვთ, თუმ­ცა, ზა­ტუ­ლინს ეს არას­დროს გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

"რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, იქ უცხო­ელს, ყი­რი­მი იქ­ნე­ბა, კა­ლი­ნინ­გრა­დი თუ სხვა ად­გი­ლი, მი­წის ფლო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზე­თის მი­წას არა­ვინ არ­სად არ წა­ი­ღებს, მაგ­რამ ბირ­თვულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და გა­ე­როს მუდ­მივ წევრ ქვე­ყა­ნას წა­არ­თმე­ვენ?!. ეგ რო­გორ? რუ­სეთს შე­უძ­ლია თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას და ჩვენ არა?

კი­დევ ერთხელ იდი­ო­ტე­ბად მიგ­ვიჩ­ნე­ვენ და ორ­მა­გად სა­წყე­ნია, რო­დე­საც ამას ვის­მენთ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც თავს აფხა­ზე­თის მე­გო­ბარს უწო­დებს", - წერს ლაგ­ვი­ლა­ვა.

აფხა­ზე­თის ე.წ. გმი­რის, ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, - "არის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში არას­დროს მოხ­დე­ბა."

"აფხა­ზეთ­ში მას ჩვენს დიდ მე­გობ­რად იც­ნო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას მე­გო­ბა­რია, მისი ღვაწ­ლის და­კარ­გვა უსინ­დი­სო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, შევ­თან­ხმდეთ, რომ აფხა­ზე­თის მი­წე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნი ჩვენ­თან პა­ტივ­სა­ცე­მი ვერ იქ­ნე­ბა.

მე თქვენ ძა­ლი­ან გა­ფა­სებთ და პა­ტივს გცემთ, მაგ­რამ უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ არის რა­ღა­ცე­ბი, რაც აფხა­ზეთ­ში არას­დროს მოხ­დე­ბა. ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბა არც კი იფიქ­რებ­და აფა­ზე­თის მი­წის გა­ყიდ­ვა­ზე. ის კი არა, აფხა­ზე­თის მი­წას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც კი იჯა­რით იღე­ბენ, და­ნარ­ჩე­ნი კი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა, რო­მე­ლიც კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს", - წერს კო­ბა­ხია.

"უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი არა, ბჟა­ნი­ამ, თა­ვი­სი თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე და­ა­ნა­ხა აფხა­ზეთს. რას აპ­რო­ტეს­ტებთ? ბე­ლა­რუ­სის-რუ­სე­თის სა­მო­კავ­ში­რეო გუნდში პა­ტა­რა და ღა­რი­ბი აფხა­ზე­თის მოხ­ვედ­რა აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­უ­ლი მო­სახ­ვე­ვია, რაც მას გან­ვი­თა­რე­ბას მო­უ­ტანს, ისე­ვე, რო­გორც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­წე­ბის გა­და­ცე­მა. ამის შე­სა­ხებ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი ილა­პა­რა­კე­ბენ. მთა­ვა­რია, ვი­ღა­ცე­ბი არ გა­მოხ­ტნენ - "წი­ნაპ­რე­ბის მი­წას არ დავ­თმობთ" გა­მოს­ვლე­ბით", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი რინა კრემ­ნე­ვა.

მას მა­შინ­ვე უპა­სუ­ხეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და გო­ნი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

"შენ­ნა­ი­რი სიბ­რძნის მფრქვე­ვე­ლე­ბი თე­სა­ვენ აგ­რე­სი­ას ორ ხალ­ხს შო­რის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც კი იცი სა­ი­დან გაქვს ფეს­ვე­ბი. დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­წის უცხო­ე­ლე­ბის­თვის მი­ყიდ­ვა კა­ნო­ნით და­უშ­ვე­ბე­ლია და წერ­ტი­ლის ხელა აფხა­ზე­თის­თვის თურ­მე გა­მარ­თლე­ბა ყო­ფი­ლა", - წერს ლერა ხუნ­ძუა.

"ზა­ტუ­ლი­ნის ჩა­ნა­ფიქ­რი მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან კრემლში მუ­შა­ო­ბენ ამა­ზე და ისიც ღიად სა­უბ­რობს. ჩვენ კი ვი­ცით, რომ ბე­ლა­რუ­სი ასე მალე არ გვა­ღი­ა­რებს, რომ რუ­სე­თი რა­ღაც ფორ­მატს მო­ი­ფიქ­რებს, რომ საქ­მე გა­ი­ად­ვი­ლოს. უკ­რა­ი­ნა­ში დამ­ხმა­რე ძალა სჭირ­დე­ბა, მერე უფრო თა­მა­მად უკ­რა­ვენ ჩვენს კა­ცებს თავს ომში. მი­წე­ბის მი­ყიდ­ვის, ან სუ­ლაც, რა­ღაც "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" ფარ­გლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბაც ექ­ნე­ბათ. უკ­რა­ი­ნის ომამ­დე არას­დროს უხ­სე­ნე­ბი­ათ ეს კავ­ში­რი. არც ასე­თი მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი ვი­ყა­ვით მათ­თვის. ყვე­ლაფ­რის ნუ გჯე­რათ, რა­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ამ­ბო­ბენ. იქ სა­ა­მუ­რი ცხოვ­რე­ბაა, თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რია", - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

რასაც ინსახურებთ კიდევ ვერ ღებულობთ გამყიდველებო! ჯერ კიდევ გაქვთ დრო ერის და ამ ჩვენი სილამაზის გადარჩენის და აზრზე მოდით!

გიორგი
0

სწორადაც მიგიჩნევენ იდიოტებად.

ავტორი:

"იდიოტებად მიგვიჩნევენ...არის საკითხები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება" - რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე და მწვავე კრიტიკა ადგილობრივებისგან

"იდიოტებად მიგვიჩნევენ...არის საკითხები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება" - რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე და მწვავე კრიტიკა ადგილობრივებისგან

რუსი დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზები უსაფუძვლოდ ნერვიულობენ, თითქოს რუსებისთვის მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვით რაიმე საფრთხე ემუქრებათ, აფხაზეთში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

როგორც დსთ-ის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსულ გამოცემა gazeta.ru-სთან ინტერვიუში აღნიშნა, აფხაზების შიში, რომ რუსებისთვის მიწების მიყიდვით ვეღარ იქნებიან აფხაზეთის ბატონ-პატრონები, სისულელეა.

ზატულინის თქმით, “უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი აფხაზურ საზოგადოებაში “დარჩენილი შიშების” გამო ფერხდება. ამის უკან კი, აფხაზური ოპოზიცია დგას, რომელიც ცდილობს, ადგილობრივი მოსახლეობა დაარწმუნოს, თუ ამას დაუშვებენ დღეს, ხვალ აფხაზები თავიანთი ქვეყნის ბატონ-პატრონი აღარ იქნებიან. არადა, აფხაზეთიდან მიწას ვერავინ გაიტანს, მსგავსი შიშები კი, აფხაზეთის განვითარებას აფერხებს", - ამბობს ზატულინი ინტერვიუში.

  • გამოცემის ცნობით, ზატულინმა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს გაფართოების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესაძლო შესვლა გაკრვეული საკითხების მოგვარებას დააჩქარებდა. მიწისა და უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის გარდა, ასევე ხელს შეუწყობდა, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთის რეჟიმის გამარტივებას, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთ-ბელარუსის შემთხვევაში.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, აფხაზეთში თვლიან, რომ ზატულინი, რომელსაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აფხაზი ხალხის მეგობარია, "რაღაც საკითხებს არაჯანსაღად აფასებს."

პოლიტიკოსი ადგურ ლაგვილავა, რომელიც ბოლო ხანებია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მთავარი კრიტიკოსია, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის ფარგლებშიც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იქ მიწის შეძენის უფლება არ აქვთ, თუმცა, ზატულინს ეს არასდროს გაუპროტესტებია.

"რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, იქ უცხოელს, ყირიმი იქნება, კალინინგრადი თუ სხვა ადგილი, მიწის ფლობის უფლება არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, აფხაზეთის მიწას არავინ არსად არ წაიღებს, მაგრამ ბირთვულ სახელმწიფოსა და გაეროს მუდმივ წევრ ქვეყანას წაართმევენ?!. ეგ როგორ? რუსეთს შეუძლია თავისი ინტერესები დაიცვას და ჩვენ არა?

კიდევ ერთხელ იდიოტებად მიგვიჩნევენ და ორმაგად საწყენია, როდესაც ამას ვისმენთ ადამიანისგან, რომელიც თავს აფხაზეთის მეგობარს უწოდებს", - წერს ლაგვილავა.

აფხაზეთის ე.წ. გმირის, ასლან კობახიას თქმით, - "არის საკითხები, რომელიც აფხაზეთში არასდროს მოხდება."

"აფხაზეთში მას ჩვენს დიდ მეგობრად იცნობენ, კონკრეტულად კი, ვლადისლავ არძინბას მეგობარია, მისი ღვაწლის დაკარგვა უსინდისობა იქნებოდა, თუმცა, შევთანხმდეთ, რომ აფხაზეთის მიწების გაყიდვაზე მოლაპარაკე ადამიანი ჩვენთან პატივსაცემი ვერ იქნება.

მე თქვენ ძალიან გაფასებთ და პატივს გცემთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ არის რაღაცები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება. ვლადისლავ არძინბა არც კი იფიქრებდა აფაზეთის მიწის გაყიდვაზე. ის კი არა, აფხაზეთის მიწას ადგილობრივებიც კი იჯარით იღებენ, დანარჩენი კი, ყველაფერი მანიპულაციაა, რომელიც კარგს არაფერს მოგვიტანს", - წერს კობახია.

"უკმაყოფილება კი არა, ბჟანიამ, თავისი თამამი გადაწყვეტილებებით, გვირაბის ბოლოს სინათლე დაანახა აფხაზეთს. რას აპროტესტებთ? ბელარუსის-რუსეთის სამოკავშირეო გუნდში პატარა და ღარიბი აფხაზეთის მოხვედრა აფხაზეთის ისტორიული მოსახვევია, რაც მას განვითარებას მოუტანს, ისევე, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების გადაცემა. ამის შესახებ მომავალი თაობები ილაპარაკებენ. მთავარია, ვიღაცები არ გამოხტნენ - "წინაპრების მიწას არ დავთმობთ" გამოსვლებით", - წერს ინტერნეტმომხმარებელი რინა კრემნევა.

მას მაშინვე უპასუხეს ადგილობრივებმა და გონიერებისკენ მოუწოდეს.

"შენნაირი სიბრძნის მფრქვეველები თესავენ აგრესიას ორ ხალხს შორის. დარწმუნებული ვარ, არც კი იცი საიდან გაქვს ფესვები. დედამიწაზე ყველაზე დიდი სახელმწიფოსთვის მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კანონით დაუშვებელია და წერტილის ხელა აფხაზეთისთვის თურმე გამართლება ყოფილა", - წერს ლერა ხუნძუა.

"ზატულინის ჩანაფიქრი მაინც განხორციელდება, რადგან კრემლში მუშაობენ ამაზე და ისიც ღიად საუბრობს. ჩვენ კი ვიცით, რომ ბელარუსი ასე მალე არ გვაღიარებს, რომ რუსეთი რაღაც ფორმატს მოიფიქრებს, რომ საქმე გაიადვილოს. უკრაინაში დამხმარე ძალა სჭირდება, მერე უფრო თამამად უკრავენ ჩვენს კაცებს თავს ომში. მიწების მიყიდვის, ან სულაც, რაღაც "ხელშეკრულების" ფარგლებში გამოყენების უფლებაც ექნებათ. უკრაინის ომამდე არასდროს უხსენებიათ ეს კავშირი. არც ასეთი მნიშველოვანი ვიყავით მათთვის. ყველაფრის ნუ გჯერათ, რასაც ტელევიზორში ამბობენ. იქ საამური ცხოვრებაა, თუმცა, რეალობა სხვაგვარია", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"