საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და რამდენიმე ხეს გაუჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.