საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს "ოთხეული“, "ოთხი ამიგო“, "ჩარლის 4 ანგელოზი“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში არიან, წერილის ავტორი ბატონი ივანიშვილია" - კახა ქემოკლიძე
"ეს "ოთხეული“, "ოთხი ამიგო“, "ჩარლის 4 ანგელოზი“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში არიან, წერილის ავტორი ბატონი ივანიშვილია" - კახა ქემოკლიძე

"ეს "ოთხე­უ­ლი“ სა­კუ­თარ აზ­რებს არ აჟ­ღე­რებს. ისი­ნი ფოს­ტა­ლი­ო­ნის როლ­ში არი­ან და ჩვე­ნი აზ­რით, წე­რი­ლის ავ­ტო­რი არის ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი. პირ­ველ რიგ­ში ის უნდა გა­მო­ვი­დეს და თქვას რა უნდა", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, კახა ქე­მოკ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის - სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის დღეს გავ­რცე­ლე­ბულ მო­რიგ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "ე.წ. გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს ერთი მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტში სა­ელ­ჩოს ერთი ფა­ვო­რი­ტი, ნი­კა­ნორ მე­ლია იჭ­რე­ბო­და, ხოლო მე­ო­რე მხრი­დან ადა­მი­ა­ნებს და­მიზ­ნე­ბით სა­ელ­ჩოს კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ეს­რო­და“.

  • ქე­მოკ­ლი­ძის თქმით, 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ, რო­დე­საც გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, ოც­ნე­ბი­დან წა­სუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი მას "ტაშს უკ­რავ­დნენ და აქებ­დნენ“.

"სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ეს "ოთხე­უ­ლი“ სა­კუ­თარ აზ­რებს არ აჟ­ღე­რებს. ეს "ოთხე­უ­ლი“ არის ფოს­ტა­ლი­ო­ნის როლ­ში და წე­რი­ლის ავ­ტო­რი ჩვე­ნი აზ­რით, არის ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ის უნდა გა­მო­ვი­დეს და თქვას რა უნდა. ამ წე­რი­ლე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლით რომ ავ­რცე­ლებს, თქვას რისი თქმა უნდა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ტაშს უკ­რავ­დნენ ბა­ტონ გა­ხა­რი­ას. 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ ბა­ტო­ნი გა­ხა­რია და­ი­ნიშ­ნა პრე­მი­ე­რად, მას ტაშს უკ­რავ­დნენ, აქებ­დნენ, ადი­დებ­დნენ და თუ რა­მის თქმა უნ­დო­დათ, მა­შინ რა­ტომ სა­უბ­რობ­დნენ სხვა­ნა­ი­რად და დღეს რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ სხვა­ნა­ი­რად? ჩემი აზ­რით, აქ ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ წე­რი­ლის მთა­ვა­რი ავ­ტო­რი ვინც არის, ის უნდა გა­მო­ვი­დეს და იმან უნდა თქვას რაც უნდა.

ვფიქ­რობ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არც მა­შინ იცოდ­ნენ სიღ­რმი­სე­უ­ლად რა ხდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს შიგ­ნით, მათ შო­რის 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით და არც ახლა იცი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფოს­ტა­ლი­ო­ნის როლ­ში სა­უბ­რო­ბენ იმ დე­ტა­ლებ­ზე, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნა სა­ერ­თოდ არ აქვთ, ამი­ტომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი ვინც არის, უნდა გა­მო­ვი­დეს და თქვას სა­ერ­თოდ რა უნდა - გინდ ამე­რი­კე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით, გინდ ბა­ტონ გა­ხა­რი­ას­თან და სხვებ­თან მი­მარ­თე­ბით. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის აბ­სურ­დი და ამ აბ­სურ­დის ავ­ტო­რი არის ერთი ადა­მი­ა­ნი და ეს "ოთხი ამი­გო“ და "ოთხი ჩარ­ლის ან­გე­ლო­ზი“ სუ­ლაც არ არის ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რი. შე­სა­ბა­მი­სად, წე­რი­ლის ავ­ტო­რი ვინც არის, ის უნდა გა­მო­ვი­დეს და თქვას რა უნდა“, - გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

  • რო­გორც მან ასევ აღ­ნიშ­ნა, "ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს.

"ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რომ ჩა­მო­ი­წი­ოს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა, რად­გან რო­დე­საც და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 85-87%, აპ­რი­ო­რი ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუ­ფალს მო­უ­წევს იმ 12-პუნ­ქტი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა ჩადო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად პი­რო­ბი­თო­ბის პა­კეტ­ში. ამ 12-პუნ­ქტი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არ უნ­დათ, რად­გან ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სა­ხელ­მწი­ფო ბევ­რად უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა და ავ­ტო­მა­ტუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­კარ­გავს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტებს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მას­ში დარ­ჩე­ნილ სუ­ბი­ექ­ტებს არც მა­შინ [2019 წლის 20 ივ­ნისს] ჰქონ­დათ მო­რა­ლი და არც ახლა აქვთ მო­რა­ლი. დღეს ერთს იძახ­დე, ხვალ - მე­ო­რეს და ზეგ -მე­სა­მეს და შემ­დეგ პირ­ველ ჩვე­ნე­ბას უბ­რუნ­დე­ბო­დე, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ამა­ზე დიდი აბ­სურ­დი და სირ­ცხვი­ლი არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნი ფა­სობს სა­კუ­თა­რი სი­ტყვით და სა­კუ­თა­რი სი­ტყვით იჭე­დე­ბა ღირ­სე­ბა. რო­დე­საც ერთს იძა­ხი, ეს პო­ზი­ცია უნდა და­იც­ვა - თუ არა­და სა­ერ­თოდ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას უნდა შე­ეშ­ვა, ეს არის ჩვე­ნი პრინ­ცი­პი“, - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი 4 დე­პუ­ტა­ტის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ე.წ. გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს ერთი მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტში სა­ელ­ჩოს ერთი ფა­ვო­რი­ტი, ნი­კა­ნორ მე­ლია იჭ­რე­ბო­და, ხოლო მე­ო­რე მხრი­დან ადა­მი­ა­ნებს და­მიზ­ნე­ბით სა­ელ­ჩოს კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ეს­რო­და“.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ელ­ჩის ბოლო ორი კო­მენ­ტა­რით კი­დევ ერთხელ ცხა­დი გახ­და, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ დგას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის "რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის უკან“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რავი,
6

ზოგზოგები 4 ქლიბსაც ეძახიან...

გოგი
0

ქემოკლიძე სუფთა შემოულაწუნეა ფილმიდან. ეს დორბლიანი სხვაზე რომ ხმას ამიიღებს თვითონ რას წარმოადგენს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს "ოთხეული“, "ოთხი ამიგო“, "ჩარლის 4 ანგელოზი“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში არიან, წერილის ავტორი ბატონი ივანიშვილია" - კახა ქემოკლიძე

"ეს "ოთხეული“, "ოთხი ამიგო“, "ჩარლის 4 ანგელოზი“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში არიან, წერილის ავტორი ბატონი ივანიშვილია" - კახა ქემოკლიძე

"ეს "ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს. ისინი ფოსტალიონის როლში არიან და ჩვენი აზრით, წერილის ავტორი არის ბატონი ივანიშვილი. პირველ რიგში ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის დღეს გავრცელებულ მორიგ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. "ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აღნიშნავენ, რომ "ე.წ. გავრილოვის ღამეს ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა“.

  • ქემოკლიძის თქმით, 20 ივნისის შემდეგ, როდესაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ოცნებიდან წასული აღნიშნული დეპუტატები მას "ტაშს უკრავდნენ და აქებდნენ“.

"საგულისხმოა, რომ ეს "ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს. ეს "ოთხეული“ არის ფოსტალიონის როლში და წერილის ავტორი ჩვენი აზრით, არის ბატონი ივანიშვილი, პირველ რიგში, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა. ამ წერილებით, ამ ადამიანების ხელით რომ ავრცელებს, თქვას რისი თქმა უნდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნიშანდობლივია, რომ ეს ადამიანები ტაშს უკრავდნენ ბატონ გახარიას. 20 ივნისის შემდეგ ბატონი გახარია დაინიშნა პრემიერად, მას ტაშს უკრავდნენ, აქებდნენ, ადიდებდნენ და თუ რამის თქმა უნდოდათ, მაშინ რატომ საუბრობდნენ სხვანაირად და დღეს რატომ საუბრობენ სხვანაირად? ჩემი აზრით, აქ ნიშანდობლივია, რომ წერილის მთავარი ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და იმან უნდა თქვას რაც უნდა.

ვფიქრობ, ამ ადამიანებმა არც მაშინ იცოდნენ სიღრმისეულად რა ხდებოდა სახელმწიფოს შიგნით, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით და არც ახლა იციან. ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფოსტალიონის როლში საუბრობენ იმ დეტალებზე, რომელზეც წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ წერილის ავტორი ვინც არის, უნდა გამოვიდეს და თქვას საერთოდ რა უნდა - გინდ ამერიკელებთან მიმართებით, გინდ ბატონ გახარიასთან და სხვებთან მიმართებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის აბსურდი და ამ აბსურდის ავტორი არის ერთი ადამიანი და ეს "ოთხი ამიგო“ და "ოთხი ჩარლის ანგელოზი“ სულაც არ არის ამ წერილის ავტორი. შესაბამისად, წერილის ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

  • როგორც მან ასევ აღნიშნა, "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვს.

"ერთადერთი მიზანია, რომ ჩამოიწიოს ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მხარდაჭერა, რადგან როდესაც დასავლეთის მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში არის დაახლოებით 85-87%, აპრიორი ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ხელისუფალს მოუწევს იმ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმის შესრულება, რომელიც ევროკავშირმა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობითობის პაკეტში. ამ 12-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევა შინაარსობრივად არ უნდათ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუციურად სახელმწიფო ბევრად უფრო განვითარდება და ავტომატურად "ქართული ოცნება“ დაკარგავს ერთპიროვნული მმართველობის ინსტრუმენტებს.

"ქართულ ოცნებას“ და მასში დარჩენილ სუბიექტებს არც მაშინ [2019 წლის 20 ივნისს] ჰქონდათ მორალი და არც ახლა აქვთ მორალი. დღეს ერთს იძახდე, ხვალ - მეორეს და ზეგ -მესამეს და შემდეგ პირველ ჩვენებას უბრუნდებოდე, ქართულ პოლიტიკაში ამაზე დიდი აბსურდი და სირცხვილი არ არსებობს. ადამიანი ფასობს საკუთარი სიტყვით და საკუთარი სიტყვით იჭედება ღირსება. როდესაც ერთს იძახი, ეს პოზიცია უნდა დაიცვა - თუ არადა საერთოდ განცხადებების გაკეთებას უნდა შეეშვა, ეს არის ჩვენი პრინციპი“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ე.წ. გავრილოვის ღამეს ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა“.

მათივე შეფასებით, ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის "რადიკალური დღის წესრიგის უკან“.