სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის" - ლევან დავითაშვილი Credit Suisse-ზე
"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის" - ლევან დავითაშვილი Credit Suisse-ზე

"ვფიქ­რობ, ბან­კის მოქ­მე­დე­ბე­ბი, ის, რაც სა­ჯა­როდ ჩანს, სა­მარ­თლი­ა­ნი ვერ არის", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, ვიცე-პრე­მი­ე­რი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის Credit Suisse-ის ქმე­დე­ბე­ბის რე­კე­ტად მოხ­სე­ნი­ე­ბას.

რო­გორც და­ვი­თაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "გა­მოჩ­ნდა, რომ ბან­კის მიერ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ინ­ტე­რე­სე­ბი იყო ცალ­სა­ხად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი“.

"Credit Suisse-თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლომ, რო­დე­საც და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მომ­ჩი­ვა­ნი მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ინ­ტე­რე­სე­ბი იყო ცალ­სა­ხად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უსა­მარ­თლო იყო, რო­დე­საც ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა და ცალ­სა­ხაა, რომ აქ გარ­კვე­ულ სუ­ბი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ად­გი­ლი აქვს.

ვფიქ­რობ, ბან­კის მოქ­მე­დე­ბე­ბი, ის, რაც სა­ჯა­როდ ჩანს, სა­მარ­თლი­ა­ნი ვერ არის. თუმ­ცა, უფრო მეტი იუ­რი­დი­უ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­ზეც ად­ვო­კა­ტე­ბი სა­უბ­რობ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით და არ­გუ­მენ­ტე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია გან­სა­ჯოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სულ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა - გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ და სო­ზარ სუ­ბარ­მა დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის ქმე­დე­ბე­ბია შე­ფა­სე­ბუ­ლი. "გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ზე ბევ­რი რამ და­ი­წე­რა. შვე­ი­ცა­რია ის­ტო­რი­უ­ლად ევ­რო­პა­შიც კი მო­წი­ნა­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, დღეს რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? თუ ის ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი და ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ - რე­კე­ტი, არა­სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო და არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, რაც სა­ელ­ჩოს ფა­ვო­რი­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ხელ­წე­რა იყო - გა­მო­დის, რომ მარ­თვის ეს მო­დე­ლი დღეს შვე­ი­ცა­რი­ა­შიც აქ­ტი­უ­რად და­უმ­კვიდ­რე­ბი­ათ. ჩვენ გვინ­და ისე­თი ევ­რო­პა, რო­მელ­საც ძვე­ლი შვე­ი­ცა­რია გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. ისე­თი ევ­რო­პა კი, სა­დაც ბან­კი, სა­სა­მარ­თლო და მე­დია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო ტო­ტა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ქვეშ მოქ­მე­დე­ბენ, ჩვენ ნამ­დვი­ლად არ გვინ­და”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლია ბებია
0

უი,ამასაც მისცეს სამძიმრის დეპეშა >/>

1919
0

აბა დამწკრივდით და ღრმა ნაპასები დაურტყით ბელადს.მაგაში იღებთ ხელფასს.ფუი ამათი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის" - ლევან დავითაშვილი Credit Suisse-ზე

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის" - ლევან დავითაშვილი Credit Suisse-ზე

"ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის", - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის ქმედებების რეკეტად მოხსენიებას.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით "გამოჩნდა, რომ ბანკის მიერ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული“.

"Credit Suisse-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც დადებითი გადაწყვეტილება მომჩივანი მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო ცალსახად დაზიანებული და დაზარალებული. ვფიქრობ, ბანკის გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, როდესაც ხდება გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების შემოღება და ცალსახაა, რომ აქ გარკვეულ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ადგილი აქვს.

ვფიქრობ, ბანკის მოქმედებები, ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის. თუმცა, უფრო მეტი იურიდიული ნიუანსები არსებობს, რომელზეც ადვოკატები საუბრობდნენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით და საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც შვეიცარიული ბანკის ქმედებებია შეფასებული. "გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.