სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგაშვილის თქმით, მასა და მის ოჯახს გომელაური პირადად დაემუქრა - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამის თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს
გოგაშვილის თქმით, მასა და მის ოჯახს გომელაური პირადად დაემუქრა - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამის თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ბრალ­დე­ბულ იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის იმ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იო­სებ გო­გაშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბი­თა და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოს იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ფი­ზი­კუ­რი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ 2022 წლის 11 აგ­ვის­ტოს ბრალ­დე­ბულ იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ად­ვო­კა­ტებ­მა 11 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­დეს (https://bit.ly/3zONri8) რომ N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იო­სებ გო­გაშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბი­თა და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით და­ე­მუქრნენ. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამ­დენ­ჯერ­მე გა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ბა­ზა­ნო ოთახ­ში, სა­დაც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თგზის ესა­უბ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც მისი და მისი ოჯა­ხის მი­მართ მუ­ქა­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამას­თან, ად­ვო­კა­ტი უთი­თებს, რომ ცნო­ბი­ლია სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი, რომ­ლი­თაც გა­სა­უბ­რე­ბა მოხ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პი­რა­დად გა­და­ა­მოწ­მა #12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ იო­სებ გო­გაშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რე­ბის დრო, გა­რე­მო­ე­ბე­ბი და სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა უნდა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის გა­მო­კი­თხვა, ისე - N12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის პე­რი­მეტრზე არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის და­არ­ქი­ვე­ბა. ჩა­ნა­წე­რე­ბის და­არ­ქი­ვე­ბის მო­თხოვ­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს უკვე მი­მარ­თა.

და­მა­ტე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოს იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ფი­ზი­კუ­რი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯეკო
1

ნუ რახან მიიჩნევს ...გამოძიება დაწყებულია და მალე დამკვეთებსაც მიადგებიან დახატულოოო 

ნაცყიფილი
3

ამ ქალბატონ, გოგონა, დეიდას როდის გასდის ნაცების დამცველად მუშაობის ვადა? ამაზრზენია უკვე ამის ქმედებები! სირცხვილია სირცხვილი! შეფუთე მაინც ნაცების მიმართ შენი უსაზღვრო სიყვარული და საფლავში ჩამყოლობა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გოგაშვილის თქმით, მასა და მის ოჯახს გომელაური პირადად დაემუქრა - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამის თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

გოგაშვილის თქმით, მასა და მის ოჯახს გომელაური პირადად დაემუქრა - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამის თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

კერძოდ, საუბარია იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების იმ განცხადებებზე, სადაც აღნიშნავენ, რომ იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს (https://bit.ly/3zONri8) რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.