მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''რატომ არ მიმართლებს, სად "გავიჭედე“?!"- როგორ გავხდეთ უფრო წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში: ქოუჩის სასარგებლო რჩევები
''რატომ არ მიმართლებს, სად "გავიჭედე“?!"- როგორ გავხდეთ უფრო წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს კარიერასა თუ  პირად ცხოვრებაში: ქოუჩის სასარგებლო რჩევები

"ბევ­რი ამ­ბობს, რომ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ყვე­ლა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი, რაც და­ი­სა­ხეს, ფი­ნან­სე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის სფე­რო­ში, მი­ი­ღეს. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გა­და­ვიდ­ნენ, გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბიც წარ­მა­ტე­ბით მო­აგ­ვა­რეს, სამ­სა­ხურ­ში და­წი­ნა­ურ­დნენ, ხელ­ფა­სი გა­ე­ზარ­დათ... ეს თით­ქოს ელე­მენ­ტა­რუ­ლია, მაგ­რამ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის მი­მართ შე­იც­ვა­ლა, ცხოვ­რო­ბენ ბედ­ნი­ე­რად. ახერ­ხე­ბენ იმას, რომ პრო­ცე­სი­თაც ისი­ა­მოვ­ნონ და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც ჰქონ­დეთ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ქო­უ­ჩი ნინო ეფხოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­თან პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით მუ­შა­ობს. და­სა­ხუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ასეთ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი კი ათა­სო­ბი­თაა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­შიც... ხში­რად გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში არის ხოლ­მე სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ არ უმარ­თლებთ, წინსვლა­ში ხელი ეშ­ლე­ბათ. და­სა­ხულ მი­ზანს ვერ აღ­წე­ვენ, თუმ­ცა რისი ბრა­ლია ეს, რა უშ­ლით ამა­ში ხელს - ამას ვერ ხვდე­ბი­ან.

ნინო ეფხოშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხებ­ში გაგ­ვარ­კვევს, ის ახლა "ambebi.ge“-ს სტუ­მა­რია:

- გა­მარ­თლე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მარ­თლე­ბაა მთა­ვა­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ "გა­მარ­თლე­ბას“ თვი­თონ ვქმნით ქმე­დე­ბე­ბით, ფიქ­რე­ბით, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ემო­ცი­ე­ბით. თუნ­დაც ის, რომ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ვწუ­წუ­ნებ, არ მომ­წონს და მისი მი­ღე­ბა არ შე­მიძ­ლია, თან, მის შე­საც­ვლე­ლად არა­ფერს ვა­კე­თებ, ცხა­დია, არ "გა­მი­მარ­თლებს“. გა­მარ­თლე­ბას მა­შინ ვქმნი, როცა ზუს­ტად ვიცი, რა მინ­და და იმის­თვის, რაც მინ­და, რა უნდა გა­ვა­კე­თო და ქმე­დე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ. ქმე­დე­ბა­ზე გა­დას­ვლამ­დე კი ემო­ცი­უ­რად და ფიქ­რე­ბის დო­ნე­ზე გო­ნე­ბა უნდა მო­ვამ­ზა­დო, რომ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­მართ სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­დეს... ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ვი­ბა­დე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ერთი გა­რე­მო მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი გვაქვს.

- მა­გა­ლი­თად?

- პან­დე­მია რომ და­ი­წყო, ყვე­ლა­ნი ერთი გა­რე­მო­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­ვუმკლავ­დით. რა თქმა უნდა, გა­რე­მო­ე­ბებს აქვს გავ­ლე­ნა სა­სურ­ველ შე­დე­გებ­ზე, მაგ­რამ, რო­გორც ვთქვით, მხო­ლოდ ეს არ არის. შე­დეგს ქმნის გა­რე­მო­ე­ბას­თან ერ­თად, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ მოვ­ლე­ნე­ბის და გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­მართ. გა­რე­მო­ე­ბა­ზე წუ­წუნს პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც რომ შევ­ხე­დოთ, მარ­ტო იმი­ტომ არ აქვს აზრი, რომ მას ნაკ­ლე­ბად ვცვლით. ვთქვათ, ამინ­დი, პან­დე­მია იქ­ნე­ბა თუ არა, ამა­ზე ჩვე­ნი გავ­ლე­ნა მი­ნი­მა­ლუ­რია და ან სა­ერ­თო­დაც არ არის. ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ზო­ნა­ში არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ, ანუ ჩვე­ნი ფიქ­რი, ემო­ცია, წარ­მო­სახ­ვა, სი­ტყვე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვა­კონ­ტრო­ლოთ და ვმარ­თოთ იმ შე­დე­გის შე­სა­ბა­მი­სად, რა შე­დე­გის მი­ღე­ბაც გვინ­და. მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­ვი­მარ­თლებს.

- მა­ინც რა უშ­ლით ხელს მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, იდე­ის და ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. რა არის მთა­ვა­რი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი?

- მთა­ვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა ვფიქ­რობ, ჯან­სა­ღი თვით­შე­ფა­სე­ბაა, რაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ვის და ადა­მი­ა­ნე­ბის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს. იმი­ტომ კი არ მიყ­ვარს ჩემი თავი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, ანუ ჯერ მიყ­ვარს ჩემი თავი ისე­თი, რო­გო­რიც ვარ, ვი­ღებ იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რა­შიც მოვ­ხვდი, და­ვი­ბა­დე, გავჩნდი და მერე ვიცი, რო­გო­რი მინ­და ვიყო. ვიცი, რო­გორ გა­ვუმ­ჯო­ბეს­დე, ვიცი, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე უკე­თე­სი უნდა გავ­ხდე. იმას კი არ ვედ­რე­ბი, ვინც სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში და­ი­ბა­და და უკე­თე­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი აქვს, არა­მედ ვი­ღებ ჩემს თავს და თან, ვფიქ­რობ იმა­ზე, რო­გორ გავ­ხდე უკე­თე­სი. რო­გორ ვიყო სა­სარ­გებ­ლო ჩემ­თვის და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ზო­გა­დად სამ­ყა­როს­თვის.

- ე.ი. აქ გა­დამ­წყვე­ტია, - თუ ჩემი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ღე­ბა არ შე­მიძ­ლია, ვერც სხვას მი­ვი­ღებ და შე­ვიყ­ვა­რებ...

- დიახ, მაგ­რამ ხში­რად ამის გამო დის­კომ­ფორ­ტე­ბი აქვთ ხოლ­მე. მე­ო­რე მხრივ, გა­რე­მო­ე­ბე­ბი მი­ვი­ღო მად­ლი­ე­რე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით, რად­გან ის ერ­თა­დერ­თია, რაც მაქვს, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა, მარ­ტო ამი­ტომ უნდა მი­ვი­ღო, რომ სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა ამ ეტაპ­ზე არ მაქვს. მი­ვი­ღე, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თუ არ მომ­წონს, დავ­რჩე იმა­ში. გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მუდ­მი­ვად ვიზ­რუ­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვის და ირ­გვლივ გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. აქ ხე­ლის­შემ­შლე­ლია ის, რომ არ შე­მიძ­ლია, ჩემი თა­ვის და გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ღე­ბა, მუდ­მი­ვად ვწუ­წუ­ნებ, უკ­მა­ყო­ფი­ლო და უმა­დუ­რი ვარ. არც სა­კუ­თა­რი თავი მიყ­ვარს და არც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. აქ არის მე­ო­რე მო­მენ­ტიც - ან შე­დე­გებ­ზე ძა­ლი­ან მიბ­მუ­ლი ვარ. მუდ­მი­ვად თავს უნდა ვუმ­ტკი­ცო, რომ ეს შე­მიძ­ლია, ეს უნდა გა­ვა­კე­თო და მხო­ლოდ ამ კე­თე­ბის და სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან რა­ღა­ცე­ბის მტკი­ცე­ბის პრო­ცეს­ში შე­მიძ­ლია ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ესეც პრობ­ლე­მაა, ესეც დამ­ღლე­ლია და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დე შე­დე­გამ­დე, მაგ­რამ პრო­ცეს­ში თავს კარ­გად არ ვიგ­რძნობ. მე­ო­რე მხრივ, თუ ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი მა­ღა­ლი მაქვს და უპი­რო­ბოდ ვი­ღებ ჩემს თავს, მო­ცე­მუ­ლო­ბებს, მაგ­რამ არა­ფერს ვა­კე­თებ, კომ­პე­ტენ­ცი­ებს არ ვი­უმ­ჯო­ბე­სებ, ძა­ლის­ხმე­ვას არ ვხარ­ჯავ, ქმე­დე­ბის დონ­ზე არ ვი­ხარ­ჯე­ბი, წინ ვერ წა­ვალ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ორი­ვე ნა­წი­ლის ბა­ლან­სი.

- ვინც არ იცის, რომ ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის თვით­შე­ფა­სე­ბაა სა­ჭი­რო და შემ­დგომ მოქ­მე­დე­ბა, მან ფსი­ქო­ლოგ­თან, ქო­უჩ­თან უნდა გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია?

- თუ ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­უძ­ლია შეც­ვლა და არ თვლის, რომ გა­რე­მო­ე­ბე­ბის "მსხვერ­პლია“, აც­ნო­ბი­ე­რებს და მზა­დაა, თვი­თონ შექ­მნას სა­კუ­თა­რი რე­ა­ლო­ბა, შე­უძ­ლია წინ წა­ვი­დეს, რა­ღა­ცე­ბი მარ­თლაც შეც­ვა­ლოს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს. ამის­თვის შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოს ფსი­ქო­ლოგს, ქო­უჩს, პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­ზე მი­ვი­დეს, ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წიგ­ნებს გა­ეც­ნოს - სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ოს. კარ­გია ამ დროს ფსი­ქო­ლოგ­თან მუ­შო­ბა, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, წარ­სუ­ლის რა პროგ­რა­მე­ბი ახ­დენს ჩემ­ზე გავ­ლე­ნას. რა­ტომ არ მი­მარ­თლებს, სად "გა­ვი­ჭე­დე“. კი, ამ დროს კარ­გია ქო­უჩ­თან კონ­სულ­ტა­ცია. და იქაც შე­იძ­ლე­ბა, რომ რა­ღაც პროგ­რა­მებ­ზე ვი­მუ­შაო, არა წარ­სუ­ლის ფო­კუ­სით, არა­მედ აწ­მყო და მო­მავ­ლის ფო­კუ­სით, ანუ რა მინ­და, უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლო.

- თუ ფსი­ქო­ლო­გის, ან ქო­უ­ჩის დახ­მა­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს?

- მა­შინ უნდა ავი­ღო გარ­კვე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი, პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის წიგ­ნი და რა­ღაც გა­და­ვა­ფა­სო, რა­ღა­ცებს და­ვაკ­ვირ­დე, შე­ვა­ფა­სო, რა­ტომ არ მი­მარ­თლებს, ეს გა­უ­მარ­თლებ­ლო­ბა სა­ი­დან მო­ვი­და. ე.ი. რა­ღა­ცას არას­წო­რად ვა­კე­თებ, ერ­თსა და იმა­ვე მან­კი­ერ წრე­ზე დავ­დი­ვარ და ვამ­ბობ, რომ არ მი­მარ­თლებს. ამი­ტომ, რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა და­ვი­წყო. ისე ასეც არის, თუ ვფიქ­რობ, რომ სამ­ყა­რო უსა­მარ­თლოა, სულ უსა­მარ­თლო­ბას წა­ვა­წყდე­ბი, სულ ამის და­დას­ტუ­რე­ბა მოხ­დე­ბა და პი­რი­ქით.

- ხში­რად მსმე­ნია, ფრა­ზა "წუ­წუ­ნი კარ­გად აქვს დაც­დი­ლი“. ამას ჩვენ­ში ამ­ბო­ბენ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც წუ­წუ­ნი ხა­სი­ათ­ში აქვს და რე­ა­ლუ­რად სა­წუ­წუ­ნო ისე­თი არა­ფე­რი...

- კი, ხში­რად მსმე­ნია და ცოტა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, წუ­წუ­ნი და ნე­გა­ტი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი ადა­მი­ანს კარ­გად ჰქონ­დეს დაც­დი­ლი, - ეს ადა­მი­ა­ნი დის­კომ­ფორ­ტის მო­ტი­ვა­ცი­ით ცხოვ­რობს. ზო­გა­დად გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში კარ­გად მუ­შა­ობს "დის­კომ­ფორ­ტის მო­ტი­ვა­ცია“.

- რას ნიშ­ნავს ეს?

- როცა რა­ღაც არ მაქვს, ეს მო­ტი­ვა­ცი­ას მიზ­რდის, რომ მეტი გა­ვა­კე­თო. შე­სა­ბა­მი­სად ადა­მი­ანს თუ დის­კომ­ფორ­ტის მო­ტი­ვა­ცია მარ­თავს, წუ­წუ­ნი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ეხ­მა­რე­ბო­დეს, მეტი გა­ა­კე­თოს და კარგ შე­დე­გებ­ზე გა­ვი­დეს.

- უმე­ტე­სად მხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ ამ რე­ჟიმ­ში არი­ან...

- იმი­ტომ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ნე­გა­ტი­ვით იკ­ვე­ბე­ბა. მისი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა ნე­გა­ტი­ვი და "დის­კომ­ფორ­ტის მო­ტი­ვა­ცი­აა“. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ექიმ­თან მა­შინ მი­დი­ან, როცა ავად ხდე­ბი­ან, ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას იწყე­ბენ მა­შინ, როცა წო­ნა­ში მო­ი­მა­ტე­ბენ. ეს "დის­კომ­ფორ­ტის მო­ტი­ვა­ცი­აა“. და­სავ­ლურ ქვეყ­ნებს თუ შე­ვა­და­რებთ - დავ­დი­ვარ ექიმ­თან მა­ში­ნაც, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის და ა.შ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად სწრა­ფად იღე­ბენ კარგ შე­დე­გებს. "დის­კომ­ფორ­ტის მო­ტი­ვა­ცი­ის“ მქო­ნე­ე­ბი კი მუდ­მი­ვად სა­კუ­თა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის ამოვ­სე­ბას ცდი­ლო­ბენ... ერ­თსა და იმა­ვე ად­გილ­ზე ტრი­ა­ლე­ბენ და წინ პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით მი­დი­ან. ამი­ტომ, ჯო­ბია, წუ­წუ­ნით და დის­კომ­ფორ­ტით არ მი­ვაღ­წი­ოთ შე­დეგს. როცა რა­ღაც მაქვს, სა­კუ­თა­რი თა­ვიც მი­ვი­ღე და მა­ინც იმას ვცდი­ლობ, უკე­თე­სი გავ­ხდე, თავი და ირ­გვლივ გა­რე­მო გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო - მეტს მი­ვაღ­წევ. ასე­თი მიდ­გო­მა გვჭირ­დე­ბა, რომ მარ­თლა განვვი­თარ­დეთ და ევ­რო­პა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბით შე­ვი­დეთ...

- რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან თქვენ­თან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რაზე ჩი­ვი­ან, რა უნ­დათ - ფული, კა­რი­ე­რა, ზო­გა­დად წარ­მა­ტე­ბა ამა თუ იმ საქ­მე­ში?

- მო­თხოვ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და რო­გორც ფსი­ქო კონ­სულ­ტი­რე­ბა­ზე, ისე ქო­უ­ჩინგზე, ჩემს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­ზე. უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი მიხ­ვდნენ, რომ რა­ღაც ცვლი­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ, უნდა შეც­ვა­ლონ, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. ამ გზა­ზე კი ვი­ღაც არის სა­ჭი­რო. ვინც შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ში­ნა­გან ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ქო­უ­ჩინ­გში უნი­ვერ­სა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი გვაქვს, "ცხოვ­რე­ბის ბა­ლან­სის ბორ­ბა­ლი“ ჰქვია, სა­დაც 8 ცხოვ­რე­ბის სფე­როა - გა­რეგ­ნო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა, საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო, კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ბიზ­ნე­სის შექ­მნა, ფი­ნან­სუ­რი სფე­რო, არის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბი, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, ან სა­სურ­ვე­ლი ქალი, არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის უკე­თეს სა­ფე­ხურ­ზე გა­დაყ­ვა­ნა. დახ­მა­რე­ბა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ითხო­ვონ. ხში­რად მო­ზარ­დე­ბი მო­დი­ან და გე­კი­თხე­ბი­ან, - რა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ონ, რა არის მათი ცხოვ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. მო­დი­ან ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც თით­ქოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვთ, ფი­ნან­სუ­რად და სტა­ტუ­სუ­რად, მაგ­რამ ხვდე­ბი­ან, რომ იქ არ უნ­დათ ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ისევ ეძე­ბენ. რო­გორც აღ­ნიშ­ნე, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია მზა­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩემს პროგ­რა­მა­ში მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცოტა ხანი ხმას არ იღებ­და, არ ლა­პა­რა­კობ­და, მხო­ლოდ ის­მენ­და. მერე რო­მე­ლი­ღაც ლექ­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი და­ი­წყო და შემ­დეგ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვა­რით, სა­ხე­ლით და ფო­ტო­თი და­ფიქ­სირ­და. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტრანსფორ­მა­ცია ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამას თვი­თონ აკე­თე­ბენ. პროგ­რა­მა და ქო­უ­ჩინ­გიც მა­შინ მუ­შა­ობს, როცა თვი­თონ მუ­შა­ო­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ ცვლი­ან რა­ღა­ცებს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აკე­თე­ბენ, მხო­ლოდ მოს­მე­ნით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა.

- ად­ვი­ლია ეს პრო­ცე­სი?

- მიდ­გო­მე­ბი, ქცე­ვა შევ­ცვა­ლე - ეს პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის. ჩვე­ნი ტვი­ნი მიდ­რე­კი­ლია იმის­კენ, ის აკე­თოს, რაც მარ­ტი­ვად გა­მოს­დის. ამი­ტომ, ცვლი­ლე­ბის და­წყე­ბის წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გვერ­დით ფსი­ქო­ლო­გი, ან ქო­უ­ჩი მყავ­დეს, გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე იყოს, სა­დაც მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი ეყო­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღა­ცას­თან ერ­თად მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. მარ­ტო მტკივ­ნე­უ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ბო­ლო­ში ვერ გა­ვი­დე. ხში­რად ხდე­ბა, პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას რომ იწყე­ბენ, კარ­გა­ვენ მე­გობ­რებს, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც და­კარ­გონ. გა­რე­მო თუ არ გა­მოჰ­ყვათ, გა­რე­მოს თა­ვად ტო­ვე­ბენ და მა­საც ცვლი­ან. არის ხოლ­მე ასე­თი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ასე რომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ი­ღო სა­კუ­თა­რი თავი ისე­თი, რო­გო­რიც არის, იმუ­შაო იმა­ზე, რომ შენი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი შეძ­ლო. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან იქყე­ბა. მერე უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, სად ხარ დღეს და სად გინ­და ყოფ­ნა. გო­ნე­ბა­ში შექ­მნა ის "ხატი“, სა­ი­თაც გსურს წას­ვლა. შემ­დგო­მი ეტა­პი ქმე­დე­ბე­ბია. უნდა გახ­დე პრო­აქ­ტი­უ­ლი. ჩვენ რე­აქ­ტი­უ­ლე­ბი ვართ, ცუდი რომ მოხ­დე­ბა, ცუდი ფიქ­რე­ბი გვმარ­თავს და ამით ვე­რა­ფერს შევ­ცვლით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ირ­გვლივ რაც უნდა ხდე­ბო­დეს, მო­ცე­მუ­ლო­ბად მი­ვი­ღო. დავ­ფიქ­რდე იმა­ზე, რა შე­დე­გის მი­ღე­ბა მინ­და. თუ ჩემი ქმე­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა, მა­შინ წინ წას­ვლას და რა­ღა­ცის შეც­ვლას მო­ვა­ხერ­ხებ. ამ დროს გა­რე­მოც იც­ვლე­ბა, ოღონდ, შიგ­ნი­დან გა­რეთ. ასე რომ, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი უნდა შევ­ძლოთ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ვინც ქარტუი და ინგლისური კარგად იცის ,,ქოუჩი მიტარგმნოს ზუსტად

ანი
5

ამან ვის რა უნდა ასწავლის ჩემი მეზობელი იყო და ამას და დედამისს გამარჯობა არ უთქვამთ არავუსთვის ისე ვიცხოვრეთ ერთ კორპუსში 25 წელი!! ვახ რას არ ნახავ გაოცდები კაცი

ავტორი:

''რატომ არ მიმართლებს, სად "გავიჭედე“?!"- როგორ გავხდეთ უფრო წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში: ქოუჩის სასარგებლო რჩევები

''რატომ არ მიმართლებს, სად "გავიჭედე“?!"- როგორ გავხდეთ უფრო წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს კარიერასა თუ  პირად ცხოვრებაში: ქოუჩის სასარგებლო რჩევები

"ბევრი ამბობს, რომ მათი ცხოვრება შეიცვალა, ყველა სასურველი შედეგი, რაც დაისახეს, ფინანსების, ურთიერთობის სფეროში, მიიღეს. ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდნენ, გარეგნობასთან დაკავშირებული საკითხებიც წარმატებით მოაგვარეს, სამსახურში დაწინაურდნენ, ხელფასი გაეზარდათ... ეს თითქოს ელემენტარულია, მაგრამ მათი დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ შეიცვალა, ცხოვრობენ ბედნიერად. ახერხებენ იმას, რომ პროცესითაც ისიამოვნონ და სასურველი შედეგიც ჰქონდეთ,“ - გვეუბნება ქოუჩი ნინო ეფხოშვილი, რომელიც ადამიანებთან პიროვნული განვითარების კუთხით მუშაობს. დასახული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ეხმარება.

ასეთ ადამიანთა რიცხვი კი ათასობითაა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც... ხშირად გარკვეულ ჯგუფებში არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ არ უმართლებთ, წინსვლაში ხელი ეშლებათ. დასახულ მიზანს ვერ აღწევენ, თუმცა რისი ბრალია ეს, რა უშლით ამაში ხელს - ამას ვერ ხვდებიან.

ნინო ეფხოშვილი ამ საკითხებში გაგვარკვევს, ის ახლა "ambebi.ge“-ს სტუმარია:

- გამართლების მიმართ განსხვავებული მიდგომა არსებობს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში გამართლებაა მთავარი. სინამდვილეში ამ "გამართლებას“ თვითონ ვქმნით ქმედებებით, ფიქრებით, დამოკიდებულებით, ემოციებით. თუნდაც ის, რომ გარემოებების გამო ვწუწუნებ, არ მომწონს და მისი მიღება არ შემიძლია, თან, მის შესაცვლელად არაფერს ვაკეთებ, ცხადია, არ "გამიმართლებს“. გამართლებას მაშინ ვქმნი, როცა ზუსტად ვიცი, რა მინდა და იმისთვის, რაც მინდა, რა უნდა გავაკეთო და ქმედებაზე გადავდივარ. ქმედებაზე გადასვლამდე კი ემოციურად და ფიქრების დონეზე გონება უნდა მოვამზადო, რომ ამ გარემოებების მიმართ სწორი დამოკიდებულება მქონდეს... ადამიანები სხვადასხვა მოცემულობაში ვიბადებით, მაგრამ მაინც ერთი გარემო მოცემულობები გვაქვს.

- მაგალითად?

- პანდემია რომ დაიწყო, ყველანი ერთი გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ თითოეული სხვადასხვანაირად გავუმკლავდით. რა თქმა უნდა, გარემოებებს აქვს გავლენა სასურველ შედეგებზე, მაგრამ, როგორც ვთქვით, მხოლოდ ეს არ არის. შედეგს ქმნის გარემოებასთან ერთად, ჩემი დამოკიდებულება ამ მოვლენების და გარემოებების მიმართ. გარემოებაზე წუწუნს პრაგმატულადაც რომ შევხედოთ, მარტო იმიტომ არ აქვს აზრი, რომ მას ნაკლებად ვცვლით. ვთქვათ, ამინდი, პანდემია იქნება თუ არა, ამაზე ჩვენი გავლენა მინიმალურია და ან საერთოდაც არ არის. ჩვენი კონტროლის ზონაში არის დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ, ანუ ჩვენი ფიქრი, ემოცია, წარმოსახვა, სიტყვები და ქმედებები. ეს ყველაფერი უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ იმ შედეგის შესაბამისად, რა შედეგის მიღებაც გვინდა. მაშინ აუცილებლად გაგვიმართლებს.

- მაინც რა უშლით ხელს მიზნის მიღწევაში, იდეის და ჩანაფიქრის განხორციელებაში. რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი?

- მთავარი დაბრკოლება ვფიქრობ, ჯანსაღი თვითშეფასებაა, რაც გარემოებების და საკუთარი თავის მიღებას გულისხმობს, მათ შორის, საკუთარი თავის და ადამიანების უპირობო სიყვარულს. იმიტომ კი არ მიყვარს ჩემი თავი, რომ წარმატებული ვარ, ანუ ჯერ მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, ვიღებ იმ გარემოებებს, რაშიც მოვხვდი, დავიბადე, გავჩნდი და მერე ვიცი, როგორი მინდა ვიყო. ვიცი, როგორ გავუმჯობესდე, ვიცი, რომ საკუთარ თავზე უკეთესი უნდა გავხდე. იმას კი არ ვედრები, ვინც სხვა მოცემულობაში დაიბადა და უკეთესი გარემო პირობები აქვს, არამედ ვიღებ ჩემს თავს და თან, ვფიქრობ იმაზე, როგორ გავხდე უკეთესი. როგორ ვიყო სასარგებლო ჩემთვის და სხვა ადამიანებისთვის, ზოგადად სამყაროსთვის.

- ე.ი. აქ გადამწყვეტია, - თუ ჩემი თავის სიყვარული და მიღება არ შემიძლია, ვერც სხვას მივიღებ და შევიყვარებ...

- დიახ, მაგრამ ხშირად ამის გამო დისკომფორტები აქვთ ხოლმე. მეორე მხრივ, გარემოებები მივიღო მადლიერებით და სიყვარულით, რადგან ის ერთადერთია, რაც მაქვს, ეს მოცემულობა, მარტო ამიტომ უნდა მივიღო, რომ სხვა მოცემულობა ამ ეტაპზე არ მაქვს. მივიღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ არ მომწონს, დავრჩე იმაში. გულისხმობს იმას, რომ მუდმივად ვიზრუნო საკუთარი თავის და ირგვლივ გარემოს გაუმჯობესებაზე. აქ ხელისშემშლელია ის, რომ არ შემიძლია, ჩემი თავის და გარემოებების მიღება, მუდმივად ვწუწუნებ, უკმაყოფილო და უმადური ვარ. არც საკუთარი თავი მიყვარს და არც სხვა ადამიანები. ამ მოცემულობიდან ძალიან გამიჭირდება წარმატების მიღწევა. აქ არის მეორე მომენტიც - ან შედეგებზე ძალიან მიბმული ვარ. მუდმივად თავს უნდა ვუმტკიცო, რომ ეს შემიძლია, ეს უნდა გავაკეთო და მხოლოდ ამ კეთების და სხვა ადამიანებთან რაღაცების მტკიცების პროცესში შემიძლია ჩემი თავისუფლება. ესეც პრობლემაა, ესეც დამღლელია და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. შეიძლება მივიდე შედეგამდე, მაგრამ პროცესში თავს კარგად არ ვიგრძნობ. მეორე მხრივ, თუ ღირებულების ნაწილი მაღალი მაქვს და უპირობოდ ვიღებ ჩემს თავს, მოცემულობებს, მაგრამ არაფერს ვაკეთებ, კომპეტენციებს არ ვიუმჯობესებ, ძალისხმევას არ ვხარჯავ, ქმედების დონზე არ ვიხარჯები, წინ ვერ წავალ. მნიშვნელოვანია, ორივე ნაწილის ბალანსი.

- ვინც არ იცის, რომ ჯერ საკუთარი თავის თვითშეფასებაა საჭირო და შემდგომ მოქმედება, მან ფსიქოლოგთან, ქოუჩთან უნდა გაიაროს კონსულტაცია?

- თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ შეუძლია შეცვლა და არ თვლის, რომ გარემოებების "მსხვერპლია“, აცნობიერებს და მზადაა, თვითონ შექმნას საკუთარი რეალობა, შეუძლია წინ წავიდეს, რაღაცები მართლაც შეცვალოს, გააუმჯობესოს. ამისთვის შეიძლება მიმართოს ფსიქოლოგს, ქოუჩს, პიროვნული განვითარების პროგრამებზე მივიდეს, ან ამ მიმართულებით წიგნებს გაეცნოს - საკუთარ თავზე იმუშაოს. კარგია ამ დროს ფსიქოლოგთან მუშობა, იმის გაცნობიერება, წარსულის რა პროგრამები ახდენს ჩემზე გავლენას. რატომ არ მიმართლებს, სად "გავიჭედე“. კი, ამ დროს კარგია ქოუჩთან კონსულტაცია. და იქაც შეიძლება, რომ რაღაც პროგრამებზე ვიმუშაო, არა წარსულის ფოკუსით, არამედ აწმყო და მომავლის ფოკუსით, ანუ რა მინდა, უკეთესობისკენ შევცვალო.

- თუ ფსიქოლოგის, ან ქოუჩის დახმარების ფინანსური საშუალება არ მაქვს?

- მაშინ უნდა ავიღო გარკვეული პროგრამები, პიროვნული განვითარების წიგნი და რაღაც გადავაფასო, რაღაცებს დავაკვირდე, შევაფასო, რატომ არ მიმართლებს, ეს გაუმართლებლობა საიდან მოვიდა. ე.ი. რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე დავდივარ და ვამბობ, რომ არ მიმართლებს. ამიტომ, რაღაც განსხვავებულად უნდა დავიწყო. ისე ასეც არის, თუ ვფიქრობ, რომ სამყარო უსამართლოა, სულ უსამართლობას წავაწყდები, სულ ამის დადასტურება მოხდება და პირიქით.

- ხშირად მსმენია, ფრაზა "წუწუნი კარგად აქვს დაცდილი“. ამას ჩვენში ამბობენ ადამიანზე, რომელსაც წუწუნი ხასიათში აქვს და რეალურად საწუწუნო ისეთი არაფერი...

- კი, ხშირად მსმენია და ცოტა სასაცილოდ ჟღერს. როგორ შეიძლება, წუწუნი და ნეგატიური პროგრამები ადამიანს კარგად ჰქონდეს დაცდილი, - ეს ადამიანი დისკომფორტის მოტივაციით ცხოვრობს. ზოგადად განვითარებად ქვეყნებში კარგად მუშაობს "დისკომფორტის მოტივაცია“.

- რას ნიშნავს ეს?

- როცა რაღაც არ მაქვს, ეს მოტივაციას მიზრდის, რომ მეტი გავაკეთო. შესაბამისად ადამიანს თუ დისკომფორტის მოტივაცია მართავს, წუწუნი შეიძლება მართლა ეხმარებოდეს, მეტი გააკეთოს და კარგ შედეგებზე გავიდეს.

- უმეტესად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც სულ ამ რეჟიმში არიან...

- იმიტომ, რომ ეს ადამიანი ნეგატივით იკვებება. მისი მამოძრავებელი ძალა ნეგატივი და "დისკომფორტის მოტივაციაა“. ჩვენს ქვეყანაში ექიმთან მაშინ მიდიან, როცა ავად ხდებიან, ჯანსაღ ცხოვრებას იწყებენ მაშინ, როცა წონაში მოიმატებენ. ეს "დისკომფორტის მოტივაციაა“. დასავლურ ქვეყნებს თუ შევადარებთ - დავდივარ ექიმთან მაშინაც, როცა ამის საჭიროება არ არის და ა.შ. ასეთი ადამიანები ბევრად სწრაფად იღებენ კარგ შედეგებს. "დისკომფორტის მოტივაციის“ მქონეები კი მუდმივად საკუთარი ნაკლოვანების ამოვსებას ცდილობენ... ერთსა და იმავე ადგილზე ტრიალებენ და წინ პატარა ნაბიჯებით მიდიან. ამიტომ, ჯობია, წუწუნით და დისკომფორტით არ მივაღწიოთ შედეგს. როცა რაღაც მაქვს, საკუთარი თავიც მივიღე და მაინც იმას ვცდილობ, უკეთესი გავხდე, თავი და ირგვლივ გარემო გავაუმჯობესო - მეტს მივაღწევ. ასეთი მიდგომა გვჭირდება, რომ მართლა განვვითარდეთ და ევროპაში ცნობიერებით შევიდეთ...

- რა პრობლემების წინაშე დგანან თქვენთან მოსული ადამიანები, რაზე ჩივიან, რა უნდათ - ფული, კარიერა, ზოგადად წარმატება ამა თუ იმ საქმეში?

- მოთხოვნები სხვადასხვანაირია. მომართვიანობა პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა როგორც ფსიქო კონსულტირებაზე, ისე ქოუჩინგზე, ჩემს პიროვნული განვითარების პროგრამებზე. უბრალოდ ადამიანები მიხვდნენ, რომ რაღაც ცვლილება სჭირდებათ, უნდა შეცვალონ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ გზაზე კი ვიღაც არის საჭირო. ვინც შემდგომ განვითარებაში, შინაგან ტრანსფორმაციაში დაეხმარება. ქოუჩინგში უნივერსალური ინსტრუმენტი გვაქვს, "ცხოვრების ბალანსის ბორბალი“ ჰქვია, სადაც 8 ცხოვრების სფეროა - გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საქმიანობის სფერო, კარიერის განვითარება, ბიზნესის შექმნა, ფინანსური სფერო, არის ურთიერთობის საკითხები, პირადი ურთიერთობის მოწესრიგება, სასურველი მამაკაცი, ან სასურველი ქალი, არსებული ურთიერთობის უკეთეს საფეხურზე გადაყვანა. დახმარება ბევრი მიმართულებით შეიძლება ითხოვონ. ხშირად მოზარდები მოდიან და გეკითხებიან, - რა პროფესია აირჩიონ, რა არის მათი ცხოვრების დანიშნულება. მოდიან ზრდასრული ადამიანებიც, რომლებსაც თითქოს წარმატებული კარიერა აქვთ, ფინანსურად და სტატუსურად, მაგრამ ხვდებიან, რომ იქ არ უნდათ ყოფნა და ცხოვრების დანიშნულებას ისევ ეძებენ. როგორც აღნიშნე, ცვლილებები შესაძლებელია, მთავარია მზაობა. მაგალითად, ჩემს პროგრამაში მოვიდა ადამიანი, რომელიც ცოტა ხანი ხმას არ იღებდა, არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ისმენდა. მერე რომელიღაც ლექციაზე ლაპარაკი დაიწყო და შემდეგ თავისი ცხოვრების ტრანსფორმაციები გაგვიზიარა. სოციალურ ქსელში გვარით, სახელით და ფოტოთი დაფიქსირდა. თითოეული ადამიანის ტრანსფორმაცია ჩემთვისაც ძალიან მამოტივირებელია, რადგან ეს ადამიანები ამას თვითონ აკეთებენ. პროგრამა და ქოუჩინგიც მაშინ მუშაობს, როცა თვითონ მუშაობენ. ადამიანები თვითონ ცვლიან რაღაცებს და განსხვავებულად აკეთებენ, მხოლოდ მოსმენით არაფერი იცვლება.

- ადვილია ეს პროცესი?

- მიდგომები, ქცევა შევცვალე - ეს პროცესი სასიამოვნო არ არის. ჩვენი ტვინი მიდრეკილია იმისკენ, ის აკეთოს, რაც მარტივად გამოსდის. ამიტომ, ცვლილების დაწყების წინ მნიშვნელოვანია, გვერდით ფსიქოლოგი, ან ქოუჩი მყავდეს, განვითარების პროგრამაზე იყოს, სადაც მხარდამჭერი ჯგუფი ეყოლება. ეს ყველაფერი ვიღაცასთან ერთად მარტივი გასაკეთებელია. მარტო მტკივნეულია და შეიძლება ბოლოში ვერ გავიდე. ხშირად ხდება, პიროვნულ განვითარებას რომ იწყებენ, კარგავენ მეგობრებს, შეიძლება მეორე ნახევარიც დაკარგონ. გარემო თუ არ გამოჰყვათ, გარემოს თავად ტოვებენ და მასაც ცვლიან. არის ხოლმე ასეთი გვერდითი მოვლენები. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, იმუშაო იმაზე, რომ შენი თავის სიყვარული შეძლო. ყველაფერი აქედან იქყება. მერე უნდა გააცნობიერო, სად ხარ დღეს და სად გინდა ყოფნა. გონებაში შექმნა ის "ხატი“, საითაც გსურს წასვლა. შემდგომი ეტაპი ქმედებებია. უნდა გახდე პროაქტიული. ჩვენ რეაქტიულები ვართ, ცუდი რომ მოხდება, ცუდი ფიქრები გვმართავს და ამით ვერაფერს შევცვლით. მნიშვნელოვანია, ირგვლივ რაც უნდა ხდებოდეს, მოცემულობად მივიღო. დავფიქრდე იმაზე, რა შედეგის მიღება მინდა. თუ ჩემი ქმედების შესაბამისი იქნება, მაშინ წინ წასვლას და რაღაცის შეცვლას მოვახერხებ. ამ დროს გარემოც იცვლება, ოღონდ, შიგნიდან გარეთ. ასე რომ, საკუთარი თავის სიყვარული უნდა შევძლოთ.