პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველასთან ასე იყო - დავინახე და მივხვდი, ის ჩემი მომავალი ცოლი იქნებოდა“ - არესტოვიჩი სამ ცოლზე, შვილებზე და შემოსავალზე, რომელიც ომის შემდეგ გაეზარდა
"ყველასთან ასე იყო - დავინახე და მივხვდი, ის ჩემი მომავალი ცოლი იქნებოდა“ - არესტოვიჩი სამ ცოლზე, შვილებზე და შემოსავალზე, რომელიც ომის შემდეგ გაეზარდა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის მრჩე­ვე­ლი, ბლო­გე­რი, მსა­ხი­ო­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი - ეს ის რე­გა­ლი­ე­ბია, რო­მელ­საც ოლექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი ატა­რებს. ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ZhVL-ის "იუ­თუ­ბარხზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა, ოლექ­სე­იმ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა თა­ვის ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლე ანას­ტა­სი­ა­ზე, ასე­ვე ორ ყო­ფილ ცოლ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და შვი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც სამი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

არეს­ტო­ვი­ჩის თქმით, მე­სა­მე მე­უღ­ლე ანას­ტა­სია ფსი­ქო­ლო­გი­ის კურ­სებ­ზე გა­იც­ნო. რო­დე­საც დარ­ბაზ­ში მჯდო­მი ქალი და­ი­ნა­ხა, იმა­ვე დღეს მისი კა­ფე­ში და­პა­ტი­ჟე­ბა გა­და­წყვი­ტა, სა­დაც გა­მო­უ­ცხა­და, რომ მისი ცოლი გახ­დე­ბო­და.

"ლექ­ცი­ის შემ­დეგ ყა­ვა­ზე დავ­პა­ტი­ჟე და ვუ­თხა­რი: - შენ ჩემი ცოლი გახ­დე­ბი, ჩვენ დავ­ქორ­წინ­დე­ბით - მეთ­ქი. ყვე­ლას­თან ასე იყო - და­ვი­ნა­ხე და მივ­ხვდი, ის ჩემი მო­მა­ვა­ლი ცოლი იქ­ნე­ბო­და“, - ამ­ბობს არეს­ტო­ვი­ჩი.

მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სექსსიმ­ბო­ლოდ მიჩ­ნე­ულ მა­მა­კაცს ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბიც ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. მისი თქმით კი, ყო­ფილ ცო­ლებ­თან კვლა­ვაც კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, მე­ტიც, ქა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაც მშვე­ნივ­რად ურ­თი­ერ­თო­ბენ.

არეს­ტო­ვიჩს სა­მი­ვე ცოლ­თან თითო შვი­ლი ჰყავს. ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - 18 და 11 წლის და 6 წლის ვაჟი . არეს­ტო­ვი­ჩის თქმით, ცდი­ლობს დიდი დრო და­უთ­მოს შვი­ლებს და მის­ცეს მათ იმის უფ­ლე­ბა, რაც უნ­დათ. ამ­ბობს, რომ ბავ­შვებს აფუ­ჭებს...

"ბავ­შვებს ძა­ლი­ან ვა­ფუ­ჭებ. ყვე­ლა­ფე­რის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, რა­საც ჩემი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ცო­ლე­ბი არ იწო­ნე­ბენ. დიახ, სა­მი­ვე ცო­ლის­გან მყავს შვი­ლი. ჩვენ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა.

მისი ცო­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, გარ­და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლის, ანას­ტა­სი­ა­სი.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებს მე­უღ­ლე მის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე, ამ­ბობს, რომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს:

"ის მშვი­დად რე­ა­გი­რებს. ერ­თად ვხუმ­რობთ... ქალი ეჭ­ვი­ა­ნობს არა მა­შინ, როცა სხვე­ბი უყუ­რე­ბენ მის ქმარს, არა­მედ რო­დე­საც ის უყუ­რებს სხვა ქა­ლებს. "ინ­სტაგ­რამ­ზე" მხო­ლოდ ჩემი ცოლი მყავს გა­მო­წე­რი­ლი..."

არეს­ტო­ვიჩ­მა თა­ვის შე­მო­სა­ვალ­ზეც ისა­უბ­რა. ომამ­დე თურ­მე თვე­ში 300 000 გრივ­ნას (22 ათას ლარს) შო­უ­ლობ­და, ახლა კი მისი შე­მო­სა­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ასე­თი შე­მო­სავ­ლის წყა­ლო­ბით სულ ცოტა ხუთ ოჯახს უზ­რუნ­ველ­ყოფს, თა­ნაც ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა - მან­ქა­ნა იყი­და. მაგ­რამ ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს.

უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის რჩე­უ­ლის თქმით, ის "ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის“ გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­შია, ამი­ტომ მის­თვის სა­ში­შია ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და იძუ­ლე­ბუ­ლია ბი­ნე­ბი გა­მო­იც­ვა­ლოს.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის არეს­ტო­ვი­ჩი კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტმა გა­ხა­და სა­ინ­ტე­რე­სო - რო­გორც ირ­კვე­ვა, ის 1975 წლის 3 აგ­ვის­ტოს კა­ხეთ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზონ­ში და­ი­ბა­და.

წყა­რო...

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბააააა
1

ნატა და სხვებიც ჯერ სადა ხართ, ჩემი ცოლები აწი ითვალეეეთ!

ააა
3

უკრაინას გაცილებით უფრო ჭკვიანი და სერიოზული ხალხი ჰყავს და ეს არასერიოზული ლაყაფისტი კი ტრიალებს ყველა მედიაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ყველასთან ასე იყო - დავინახე და მივხვდი, ის ჩემი მომავალი ცოლი იქნებოდა“ - არესტოვიჩი სამ ცოლზე, შვილებზე და შემოსავალზე, რომელიც ომის შემდეგ გაეზარდა

"ყველასთან ასე იყო - დავინახე და მივხვდი, ის ჩემი მომავალი ცოლი იქნებოდა“ - არესტოვიჩი სამ ცოლზე, შვილებზე და შემოსავალზე, რომელიც ომის შემდეგ გაეზარდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, ბლოგერი, მსახიობი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი - ეს ის რეგალიებია, რომელსაც ოლექსეი არესტოვიჩი ატარებს. ვიდეოში, რომელიც ZhVL-ის "იუთუბარხზე" გამოქვეყნდა, ოლექსეიმ გულახდილად ისაუბრა თავის ამჟამინდელ მეუღლე ანასტასიაზე, ასევე ორ ყოფილ ცოლთან ურთიერთობაზე და შვილებზე, რომელიც სამი ქორწინებიდან ჰყავს.

არესტოვიჩის თქმით, მესამე მეუღლე ანასტასია ფსიქოლოგიის კურსებზე გაიცნო. როდესაც დარბაზში მჯდომი ქალი დაინახა, იმავე დღეს მისი კაფეში დაპატიჟება გადაწყვიტა, სადაც გამოუცხადა, რომ მისი ცოლი გახდებოდა.

"ლექციის შემდეგ ყავაზე დავპატიჟე და ვუთხარი: - შენ ჩემი ცოლი გახდები, ჩვენ დავქორწინდებით - მეთქი. ყველასთან ასე იყო - დავინახე და მივხვდი, ის ჩემი მომავალი ცოლი იქნებოდა“, - ამბობს არესტოვიჩი.

მედია წერს, რომ უკრაინაში სექსსიმბოლოდ მიჩნეულ მამაკაცს ყოფილი ცოლებიც ერთი ნახვით შეუყვარდა. მისი თქმით კი, ყოფილ ცოლებთან კვლავაც კარგ ურთიერთობაშია, მეტიც, ქალები ერთმანეთთანაც მშვენივრად ურთიერთობენ.

არესტოვიჩს სამივე ცოლთან თითო შვილი ჰყავს. ორი ქალიშვილი - 18 და 11 წლის და 6 წლის ვაჟი . არესტოვიჩის თქმით, ცდილობს დიდი დრო დაუთმოს შვილებს და მისცეს მათ იმის უფლება, რაც უნდათ. ამბობს, რომ ბავშვებს აფუჭებს...

"ბავშვებს ძალიან ვაფუჭებ. ყველაფერის უფლებას ვაძლევ, რასაც ჩემი მრავალრიცხოვანი ცოლები არ იწონებენ. დიახ, სამივე ცოლისგან მყავს შვილი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს", - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი ცოლების შესახებ მედიაში თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა მისი ამჟამინდელი მეუღლის, ანასტასიასი.

წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს მეუღლე მის პოპულარობაზე, ამბობს, რომ ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს:

"ის მშვიდად რეაგირებს. ერთად ვხუმრობთ... ქალი ეჭვიანობს არა მაშინ, როცა სხვები უყურებენ მის ქმარს, არამედ როდესაც ის უყურებს სხვა ქალებს. "ინსტაგრამზე" მხოლოდ ჩემი ცოლი მყავს გამოწერილი..."

არესტოვიჩმა თავის შემოსავალზეც ისაუბრა. ომამდე თურმე თვეში 300 000 გრივნას (22 ათას ლარს) შოულობდა, ახლა კი მისი შემოსავალი გაცილებით მეტია. ასეთი შემოსავლის წყალობით სულ ცოტა ხუთ ოჯახს უზრუნველყოფს, თანაც ოცნება აისრულა - მანქანა იყიდა. მაგრამ ამბობს, რომ საკუთარი სახლი ჯერჯერობით არ აქვს.

უკრაინელი ქალების რჩეულის თქმით, ის "ლიკვიდაციისთვის“ განწირული ადამიანების სიაშია, ამიტომ მისთვის საშიშია ერთი საცხოვრებელი ადგილი და იძულებულია ბინები გამოიცვალოს.

შეგახსენებთ, ქართველებისთვის არესტოვიჩი კიდევ ერთმა ფაქტმა გახადა საინტერესო - როგორც ირკვევა, ის 1975 წლის 3 აგვისტოს კახეთში, დედოფლისწყაროში, სამხედრო გარნიზონში დაიბადა.

წყარო...