საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის... ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი... ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო" - ნინო კასრაძე
"ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის... ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი... ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო" - ნინო კასრაძე

მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს და მი­იჩ­ნევს, რომ ამ სა­კი­თხზე, სა­ხელ­მწი­ფომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მის­თვის დის­კომ­ფორ­ტია, როცა ყველ­გან რუ­სუ­ლი ენა ეს­მის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კას­რა­ძემ "მთა­ვარ არხთან" ისა­უბ­რა.

"ისე მო­ვი­და რუ­სუ­ლი ენა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ნა­ხეთ, ნე­ბის­მი­ე­რი ბან­კო­მა­ტი, მე­ნიუ რუ­სუ­ლა­დაც და­ე­მა­ტა, რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი, სა­უ­ბარ­ზე უკვე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ - ყველ­გან, სა­დაც შე­დი­ხარ, რუ­სუ­ლი ენა გეს­მის.

ეს ჩემ­თვის დიდი დის­კომ­ფორ­ტია. მო­დი­ან და მერე, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად იწყებს მოქ­მე­დე­ბას.

ჩვენ ხომ ეს ვი­ცით, ჩვენ ხომ ეს ვნა­ხეთ, გა­ვი­ა­რეთ... თან ვკი­თხუ­ლობ, რომ მა­გა­ლი­თად, ლატ­ვი­ამ ვი­ზე­ბის გა­ცე­მა შე­წყვი­ტა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, არა­თუ და­ა­წე­სა, შე­წყვი­ტა, ალ­ბათ ისი­ნიც ხე­და­ვენ რა­ღაც საფრ­თხეს და ამი­ტომ. რო­დე­საც არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არ არის, არც იცი ვინ შე­მო­დის.

არ მინ­და ვიყო რა­დი­კა­ლუ­რი, მაგ­რამ გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ის იქ­ნე­ბა, რომ ცემა-ტყე­პა­ზე გა­და­ვა ხალ­ხი, თუ ეს არის მი­ზა­ნი, მიღ­წე­უ­ლია ფაქ­ტობ­რი­ვად. მერე ვი­ღაც იტყვის, არა ეს ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ეს ქსე­ნო­ფო­ბი­აა, ის უპა­სუ­ხებს, რა­ტომ არის ქსე­ნო­ფო­ბია, რო­დე­საც აგერ მიწა წა­მარ­თვეს, სა­მა­ჩაბ­ლო­ში საფ­ლავ­ზე ვერ გავ­დი­ვარ. ამას ვამ­ბობ, რომ ეს იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბის წყა­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ და­პი­რი­სი­რე­ბა სჭირ­დე­ბა?!

  • ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს. სა­ხელ­მწი­ფო უნდა იღებ­დეს რა­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვის თავ­ზე, რომ კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას პირ­ველ რი­იგ­ში თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას.

თუ სა­ზო­გა­დე­ო­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის რა­ღაც კონ­სენ­სუ­რი არ შედ­გა, მა­შინ მო­სახ­ლე­ო­ბა თვი­თონ და­ი­წყებს და­რე­გუ­ლი­რე­ბას, თა­ვი­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ აიყ­ვანს პრო­ცესს და ძა­ლი­ან დიდი შა­რის მოწ­მე­ნი გავ­ხდე­ბით, ქარ­თვე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის.

ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჩხუ­ბე­ბი­ან რუ­სე­ბის გამო. მგო­ნია, რომ რა­ღაც წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აი­ღოს, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­ყე­ნოს თა­ვი­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ", - ამ­ბობს ნინო კას­რა­ძე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 140 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
3

გოგონა ხალხი პატივს გცემს, ხოდა ნუ ჩაებმები ამ უსინდისო ვაკხანალიაში, შენ არ გეკადრება!!!!

 

 

არტისტ
2

ჯერ ჩემი მშობლიური ენა მერე სხვა, არ ვარ ვალდებული ჩემს ქვეყანაში რუსულად და ინგლისურად ვისაუბრო, კეთილი ინებონ და ისწავლონ, მარტო რუსულზე ნუ გაქვთ ეს ფობია.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის... ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი... ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო" - ნინო კასრაძე

"ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის... ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი... ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო" - ნინო კასრაძე

მსახიობი ნინო კასრაძე საქართველოში რუსების შემოდინებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მსახიობი ამბობს, რომ მისთვის დისკომფორტია, როცა ყველგან რუსული ენა ესმის. აღნიშნულის შესახებ კასრაძემ "მთავარ არხთან" ისაუბრა.

"ისე მოვიდა რუსული ენა ჩვენს ცხოვრებაში, ნახეთ, ნებისმიერი ბანკომატი, მენიუ რუსულადაც დაემატა, რესტორნები, კაფეები, საუბარზე უკვე აღარაფერს ვამბობ - ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის.

ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია. მოდიან და მერე, რუსეთის ხელისუფლება მათი ინტერესების დასაცავად იწყებს მოქმედებას.

ჩვენ ხომ ეს ვიცით, ჩვენ ხომ ეს ვნახეთ, გავიარეთ... თან ვკითხულობ, რომ მაგალითად, ლატვიამ ვიზების გაცემა შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეებისთვის, არათუ დააწესა, შეწყვიტა, ალბათ ისინიც ხედავენ რაღაც საფრთხეს და ამიტომ. როდესაც არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის, არც იცი ვინ შემოდის.

არ მინდა ვიყო რადიკალური, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი, თუ ეს არის მიზანი, მიღწეულია ფაქტობრივად. მერე ვიღაც იტყვის, არა ეს ასე არ შეიძლება, ეს ქსენოფობიაა, ის უპასუხებს, რატომ არის ქსენოფობია, როდესაც აგერ მიწა წამართვეს, სამაჩაბლოში საფლავზე ვერ გავდივარ. ამას ვამბობ, რომ ეს იქნება დაპირისპირების წყარო საზოგადოებაში. ჩვენ საზოგადოებას კიდევ დაპირისირება სჭირდება?!

  • ამიტომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს. სახელმწიფო უნდა იღებდეს რაღაც პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ კომფორტი შეუქმნას პირველ რიიგში თავის მოსახლეობას.

თუ საზოგადეობას და ხელისუფლებას შორის რაღაც კონსენსური არ შედგა, მაშინ მოსახლეობა თვითონ დაიწყებს დარეგულირებას, თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანს პროცესს და ძალიან დიდი შარის მოწმენი გავხდებით, ქართველებს შორის დაპირისპირების.

ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო. მგონია, რომ რაღაც წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, სახელმწიფომ უნდა დააყენოს თავისი კონტროლის ქვეშ", - ამბობს ნინო კასრაძე.