სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო შემთხვევები, როცა უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს" - ვიზა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსული აგრესია ბარ "დედაენის" წინააღმდეგ
"იყო შემთხვევები, როცა უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს" - ვიზა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსული აგრესია ბარ "დედაენის" წინააღმდეგ

გუ­შინ, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე "დე­და­ე­ნის ბა­რის“ მფლო­ბელ­მა დათა ლა­ფა­ურ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ ბა­რის სა­იტ­ზე რუ­სე­ბის მხრი­დან კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ოკუ­პან­ტე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი ოკუ­პა­ცი­ის კი­თხვა­რი გახ­და, რომ­ლის შევ­სე­ბა­საც აპ­რი­ლი­დან ბარ­ში შე­სულ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხო­ვენ. ამ კი­თხვა­რის შევ­სე­ბა ერ­თგვა­რი "ვი­ზაა“ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის­თვის, რომ ბარ­ში მოხ­ვდეს, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მათი ნა­ხე­ვა­რი მის შევ­სე­ბა­ზე უარს აცხა­დებს.

ოკუ­პა­ცი­ის კი­თხვა­რის შევ­სე­ბი­სას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქემ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ კი­თხვებს უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი:

1. პუ­ტი­ნის­თვის ხმა მი­მი­ცია, ის დიქ­ტა­ტო­რია

2. ვგმობ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში

3. სა­ქარ­თვე­ლოს 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ

4. მომ­წონს ფრა­ზა „Russkii Voennii Karabl, Idi Na X*i“

5. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას

მას შემ­დეგ, რაც ბა­რის მფლო­ბელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­ბერ­თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ და­წე­რა, ბარ­თან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და, რომ­ლებ­მაც მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს. მათ შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც და პო­ლი­ტი­კო­სი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი. ბევ­რი მათ­გა­ნი წერ­და, რომ "დე­და­ე­ნის ბარ­ში“ პირ­ვე­ლად იყ­ვნენ და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ გა­რე­მო, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე დახ­ვდათ.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას დათა ლა­ფა­უ­რი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რია გუ­შინ­დე­ლი დღით, რო­დე­საც ად­გილ­ზე ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე მი­ვი­და და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ბარს. რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პა­ცი­ის კი­თხვარს, მისი შევ­სე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ბარ­ში მო­სახ­ვედ­რად აპ­რი­ლი­დან გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

- აპ­რი­ლი­დან გვაქვს ეს კი­თხვა­რი, მის შევ­სე­ბას კი მხო­ლოდ მათ ვთხოვთ, ვინც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­ტყუ­ე­ბი­ნეთ კი­დეც, მაგ­რამ კარ­თან ვე­კი­თხე­ბო­დით, იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ზო­გა­დად ჩვე­ნი ბარი უფრო ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ ტუ­რის­ტე­ბიც ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ, მათ შო­რის რუ­სე­ბიც. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ქა­ლაქ­ში რუ­სებ­მა და მათ შო­რის ბარ­შიც.

ჩვენს კა­რამ­დე მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი უარს ამ­ბობს კი­თხვა­რის შევ­სე­ბა­სა და რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, უკან ბრუნ­დე­ბი­ან, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც აქეთ მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­დეს. მე­ნიუ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად გვაქვს, ამა­ზეც ყო­ფი­ლა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მაგ­რამ ეს უფრო მა­ნამ­დე, ვიდ­რე სა­ვი­ზო აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბას მო­ვი­თხოვ­დით.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით გუ­შინ­დელ დღეს?

- ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი იყო ამ­დე­ნი მხარ­დამ­ჭე­რის ნახ­ვა, გუ­ლან­თე­ბუ­ლი, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ. ზოგ­მა მთე­ლი დღე გა­ა­ტა­რა ბარ­ში, რათა მხარ­და­ჭე­რა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ.

დათა ამ­ბობს, რომ კი­ბერ­თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ბარი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობს ოკუ­პან­ტე­ბის გა­რე­შე.

სე­სი­ლი ბუ­თხუ­ზი, სამი წე­ლია რაც „დე­და­ე­ნის ბა­რის“ მე­ნე­ჯე­რი და ბარ­მე­ნია. ამ­ბობს, რომ ბარ­თან მო­სულ რუს სტუმ­რებს არ მოს­წონთ უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი და კარ­თან გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა Русский военный корабль, иди на хуй... იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც მისი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი სცა­დეს...

- უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის და აქ ჩა­მო­სუ­ლი რუსი "ლტოლ­ვი­ლე­ბის" შემ­დეგ გა­ვა­კე­თეთ ვი­ზე­ბი, რამ­დენ­ჯერ­მე იყო შემ­თხვე­ვა როცა იტყუ­ე­ბოდ­ნენ და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბად ასა­ღებ­დნენ თავს და ერთხელ იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი გახ­დნენ, ხე­ლი­თაც გა­მო­ი­წი­ეს ჩემ­ზე, რო­დე­საც შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი, რომ ბა­რის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ტეხ­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

კი­თხვა­რი, რომ­ლის შევ­სე­ბა­საც ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხო­ვენ

ოკუ­პა­ცი­ის ვი­ზე­ბის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი არ შე­მო­დის, არ მოს­წონთ უკ­რა­ნის დრო­შე­ბი, არ მოს­წონთ კარ­თან გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა "რუს­კი კა­რაბ­ლის" მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და ვერ ხვდე­ბი­ან, რა­ტომ უნდა ვი­თხოვთ იმის და­დას­ტუ­რე­ბას, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტინ­მა და­ი­წყო ომი, ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნაა და აფხა­ზე­თი/სა­მა­ჩაბ­ლო კი სა­ქარ­თვე­ლო, რა­ტომ არ ვემ­სა­ხუ­რე­ბით რუ­სუ­ლად...

ბევ­რი ბრაზ­დე­ბა ძა­ლი­ან და არ შე­მო­დი­ან შიგ­ნით, არ ავ­სე­ბენ ამ კი­თხვარს, რო­მელ­შიც, უბ­რა­ლოდ, ფაქ­ტე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­საც, რო­გორც წესი, ყვე­ლა რე­ჟიმს გა­მოქ­ცე­უ­ლი "ლტოლ­ვი­ლი" უნდა ეთან­ხმე­ბო­დეს.

ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია მარ­ტი­ვია, არ უნდა ჰქონ­დეთ კომ­ფორ­ტი ამ ქვე­ყა­ნა­ში ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, არ უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ მათ ენა­ზე და უნდა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე შე­ვახ­სე­ნოთ, რისი გა­და­ტა­ნა მოგ­ვი­წია და გვი­წევს მათი ქვეყ­ნის გამო და რამ­დენ­მა ქარ­თველ­მა და­კარ­გა სი­ცო­ცხლე და სახ­ლე­ბი რუ­სე­ბის გამო...

გუ­შინ პირ­და­პირ გვი­წერ­დნენ, - უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ თქვე­ნი ჯე­რი­აო... ასე­ვე წერ­დნენ: ფხა­ზე­თი რუ­სე­თია, სა­ქარ­თვე­ლოც რუ­სე­თის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა და რომ თურ­მე დროა რუ­სუ­ლი ვის­წავ­ლოთ და პა­ტი­ვი ვცეთ მათ, რომ მოგ­ვა­ნატ­რე­ბენ 2008 წელს... რო­გორ გა­დაგ­ვწვა­ვენ, გვცე­მენ და მჟა­ვას შე­მოგ­ვას­ხა­ვენ ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ამის გამო...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 113 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
1

პირველი- რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები! მეორე -ტურისტები არ გვიპყრობდნენ აქ 2008-ში...და მესამე - ეროვნული ნიშნით ადამიანებისადმი ასეთი დამოკიდებულება სისხლის სამართლის დანაშაულია, და კოდექსის შესაბამისად, რომ უჩივლონ, ამის გამკეთებელი სასჯელით, მათ შორის ციხითაც, და იურიდიული პირი კი ლიკვიდაციით ისჯება... და ვინმემ ანახოს ამ ხალხს კოდექსი!!!!

ანა
12

ტყუილა იფხრიწებით, ამერიკელები მაინც არ დაგაფინანსებენ, ისედაც ბევრი არასამთავრობო ჰყავთ სარჩენი. 

შეგეძლოთ საქართველოს გამო მოგეთხოვათ რუსებისთვის პასუხი, ხალხი მაინც დაგიმადლებდათ სამშობლოს სიყვარულის გამო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იყო შემთხვევები, როცა უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს" - ვიზა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსული აგრესია ბარ "დედაენის" წინააღმდეგ

"იყო შემთხვევები, როცა უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს" - ვიზა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსული აგრესია ბარ "დედაენის" წინააღმდეგ

გუშინ, თბილისში მდებარე "დედაენის ბარის“ მფლობელმა დათა ლაფაურმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ბარის საიტზე რუსების მხრიდან კიბერშეტევა განხორციელდა.

ოკუპანტების გაღიზიანების მიზეზი ოკუპაციის კითხვარი გახდა, რომლის შევსებასაც აპრილიდან ბარში შესულ რუსეთის მოქალაქეებს სთხოვენ. ამ კითხვარის შევსება ერთგვარი "ვიზაა“ რუსეთის მოქალაქისთვის, რომ ბარში მოხვდეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი ნახევარი მის შევსებაზე უარს აცხადებს.

ოკუპაციის კითხვარის შევსებისას რუსეთის მოქალაქემ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი:

1. პუტინისთვის ხმა მიმიცია, ის დიქტატორია

2. ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში

3. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

4. მომწონს ფრაზა „Russkii Voennii Karabl, Idi Na X*i“

5. დიდება უკრაინას

მას შემდეგ, რაც ბარის მფლობელმა სოციალურ ქსელში კიბერთავდასხმის შესახებ დაწერა, ბართან უამრავი ადამიანი მივიდა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეებიც და პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი. ბევრი მათგანი წერდა, რომ "დედაენის ბარში“ პირველად იყვნენ და ძალიან მოეწონათ გარემო, რომელიც ადგილზე დახვდათ.

Ambebi.ge-სთან საუბრისას დათა ლაფაური ამბობს, რომ ძალიან მადლიერია გუშინდელი დღით, როდესაც ადგილზე ბევრი მოქალაქე მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ბარს. რაც შეეხება ოკუპაციის კითხვარს, მისი შევსება რუსეთის მოქალაქეებისთვის ბარში მოსახვედრად აპრილიდან გახდა სავალდებულო.

- აპრილიდან გვაქვს ეს კითხვარი, მის შევსებას კი მხოლოდ მათ ვთხოვთ, ვინც რუსეთის მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება მოვეტყუებინეთ კიდეც, მაგრამ კართან ვეკითხებოდით, იყვნენ თუ არა ისინი რუსეთის მოქალაქეები. ზოგადად ჩვენი ბარი უფრო ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი, მაგრამ ტურისტებიც ხშირად გვსტუმრობენ, მათ შორის რუსებიც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ძალიან მოიმატა ქალაქში რუსებმა და მათ შორის ბარშიც.

ჩვენს კარამდე მოსული რუსეთის მოქალაქეების ნახევარი უარს ამბობს კითხვარის შევსებასა და რუსული ოკუპაციის აღიარებაზე, შესაბამისად, უკან ბრუნდებიან, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აქეთ მადლობა გადაგვიხადეს. მენიუ მხოლოდ ქართულად და ინგლისურად გვაქვს, ამაზეც ყოფილა უკმაყოფილება, მაგრამ ეს უფრო მანამდე, ვიდრე სავიზო აპლიკაციის შევსებას მოვითხოვდით.

- როგორ შეაფასებდით გუშინდელ დღეს?

- ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო ამდენი მხარდამჭერის ნახვა, გულანთებული, კეთილი ადამიანების, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. ზოგმა მთელი დღე გაატარა ბარში, რათა მხარდაჭერა ეჩვენებინათ.

დათა ამბობს, რომ კიბერთავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავების მხრიდან ამ ეტაპზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ბარი აგრძელებს მუშაობს ოკუპანტების გარეშე.

სესილი ბუთხუზი, სამი წელია რაც „დედაენის ბარის“ მენეჯერი და ბარმენია. ამბობს, რომ ბართან მოსულ რუს სტუმრებს არ მოსწონთ უკრაინის დროშები და კართან გაკეთებული წარწერა Русский военный корабль, иди на хуй... იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისი ფიზიკური შეურაცხყოფაც კი სცადეს...

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის და აქ ჩამოსული რუსი "ლტოლვილების" შემდეგ გავაკეთეთ ვიზები, რამდენჯერმე იყო შემთხვევა როცა იტყუებოდნენ და უკრაინელებად ასაღებდნენ თავს და ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს ჩემზე, როდესაც შენიშვნა მივეცი, რომ ბარის ინვენტარის დაზიანება და გატეხვა არ შეიძლებოდა.

კითხვარი, რომლის შევსებასაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვენ

ოკუპაციის ვიზების გამო ძალიან ბევრი არ შემოდის, არ მოსწონთ უკრანის დროშები, არ მოსწონთ კართან გაკეთებული წარწერა "რუსკი კარაბლის" მიმართულებაზე და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ვითხოვთ იმის დადასტურებას, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინმა დაიწყო ომი, ყირიმი უკრაინაა და აფხაზეთი/სამაჩაბლო კი საქართველო, რატომ არ ვემსახურებით რუსულად...

ბევრი ბრაზდება ძალიან და არ შემოდიან შიგნით, არ ავსებენ ამ კითხვარს, რომელშიც, უბრალოდ, ფაქტებია მოყვანილი, რომელსაც, როგორც წესი, ყველა რეჟიმს გამოქცეული "ლტოლვილი" უნდა ეთანხმებოდეს.

ჩემი პირადი პოზიცია მარტივია, არ უნდა ჰქონდეთ კომფორტი ამ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არ უნდა ველაპარაკოთ მათ ენაზე და უნდა ყოველ ნაბიჯზე შევახსენოთ, რისი გადატანა მოგვიწია და გვიწევს მათი ქვეყნის გამო და რამდენმა ქართველმა დაკარგა სიცოცხლე და სახლები რუსების გამო...

გუშინ პირდაპირ გვიწერდნენ, - უკრაინის შემდეგ თქვენი ჯერიაო... ასევე წერდნენ: ფხაზეთი რუსეთია, საქართველოც რუსეთის ნაწილი გახდება და რომ თურმე დროა რუსული ვისწავლოთ და პატივი ვცეთ მათ, რომ მოგვანატრებენ 2008 წელს... როგორ გადაგვწვავენ, გვცემენ და მჟავას შემოგვასხავენ ბარის თანამშრომლებს ამის გამო...

იხილეთ ასევე: