საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კოვიდი არსად წასულა… უნდა ვიცოდეთ, რომ ომიკრონით გამოწვეული სიმპტომები პირველ დღეებში არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან” - ცერცვაძის მიმართვა
“კოვიდი არსად წასულა…  უნდა ვიცოდეთ, რომ ომიკრონით გამოწვეული სიმპტომები პირველ დღეებში არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან” - ცერცვაძის მიმართვა

ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა,- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში წერს.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ექი­მე­ბი ან COVID კლი­ნი­კე­ბი ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ იწყე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას „პაქსლო­ვი­დით“ ან „რემ­დე­სი­ვი­რით“, რაც სე­რი­ო­ზუ­ლად ზრდის და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კებს.

ცერ­ცვა­ძე „და­ბე­ჯი­თე­ბით ურ­ჩევს“ ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, კლი­ნი­კას და პა­ცი­ენტს COVID19-ის სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი და სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი.

„მთელ მსოფ­ლი­ო­ში გრძელ­დე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის (დღე­ში 1 მი­ლი­ო­ნამ­დე) და გარ­დაც­ვა­ლე­ბის (დღე­ში 2000-ზე მეტი) შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა.

COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც (დღე­ში 1500-1700 ახა­ლი შემ­თხვე­ვა), მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დღემ­დე რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ (მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ) ნიშ­ნულ­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ყვე­ლა რგო­ლის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. კერ­ძოდ, ბოლო 4 თვის და ბოლო 1 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მათ შო­რის ისეთ COVID-ის მარ­თვა­ში სა­მა­გა­ლი­თოდ მიჩ­ნე­ულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბი­თაც კი, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, ის­რა­ე­ლი, ია­პო­ნია და სხვ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რი - COVID და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR (case fatality rate) პირ­ვე­ლად ჩა­მოს­ცდა 1%-ს და შე­ად­გი­ნა 0,99%, რაც მსოფ­ლი­ოს 112 ქვე­ყა­ნა­ზე უფრო და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი პან­დე­მი­ის, ხაზს ვუს­ვამ მთე­ლი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი 100 (ასი) COVID ავად­მყო­ფის­გან 99-ის გა­დარ­ჩე­ნა ხერ­ხდე­ბო­და და მხო­ლოდ 1 ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო უკე­თე­სია და სა­შუ­ა­ლოდ ყო­ვე­ლი 1000 (ათა­სი) ავად­მყო­ფის­გან მხო­ლოდ 1 ან 2 ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა

მაგ­რამ COVID არ­სად წა­სუ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გა ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სწო­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და თა­ვი­დან ავი­ცი­ლით COVID-ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამის გა­რან­ტია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის გაზ­რდას­თან ერ­თად (ბუს­ტერ დო­ზე­ბის ჩათ­ვლით) არის COVID-ზე დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ექიმ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა. ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი, მათ შო­რის ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის და/ან მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ გარ­დაც­ვლი­ლა.

ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უდი­დე­სი სა­მუ­შაო გას­წია, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად გხვდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა COVID-ის სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე არ იტა­რებს COVID ტესტს, რი­თაც გვი­ან­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კა, შე­სა­ბა­მი­სად ექიმ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კებს. ასე­ვე ჯერ კი­დევ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ექი­მე­ბი და ან COVID კლი­ნი­კე­ბი სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ იწყე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას პაქსლო­ვი­დით ან რემ­დე­სი­ვი­რით, რაც ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად ზრდის და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კებს.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-ის სიმპტო­მე­ბი პირ­ველ დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა­გან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ჩა­ვი­ტა­როთ COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც უფა­სოა და ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და COVID-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა.

მინ­და კი­დევ ერთხელ და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩიო ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და ყვე­ლა COVID პა­ცი­ენტს, პირ­ვე­ლი­ვე COVID სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი და სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლეს”,- აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ დაბლოკოთ
3

მემგონია ბატონო თენგიზ მესამე და სამართალს ელოდება კოვიდი? და ისიც წავა და ალბათ ყველა ვინც წასასვლელია სანამ კოვიდი წავა გაიყოლოს ,,,

ჰამო
1

შეძლო ამ ახალგაზრდამ და მეორედ დაამარცხა კოვიდი. სამწუხაროდ ამათ ხელში ვინც ჩავარდა უმეტესობამ ერთხელაც ვერ შეძლო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“კოვიდი არსად წასულა… უნდა ვიცოდეთ, რომ ომიკრონით გამოწვეული სიმპტომები პირველ დღეებში არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან” - ცერცვაძის მიმართვა

“კოვიდი არსად წასულა…  უნდა ვიცოდეთ, რომ ომიკრონით გამოწვეული სიმპტომები პირველ დღეებში არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან” - ცერცვაძის მიმართვა

ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებაში წერს.

მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმები ან COVID კლინიკები ჩვენებების შემთხვევაშიც კი არ იწყებენ მკურნალობას „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, რაც სერიოზულად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს.

ცერცვაძე „დაბეჯითებით ურჩევს“ ყველა ოჯახის ექიმს, კლინიკას და პაციენტს COVID19-ის სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი და სათანადო ჩვენებების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი.

„მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების (დღეში 1 მილიონამდე) და გარდაცვალების (დღეში 2000-ზე მეტი) შემთხვევების მატება.

COVID ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება საქართველოშიც (დღეში 1500-1700 ახალი შემთხვევა), მაგრამ საბედნიეროდ COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. კერძოდ, ბოლო 4 თვის და ბოლო 1 თვის მონაცემებით საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია და სხვ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორი - COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) პირველად ჩამოსცდა 1%-ს და შეადგინა 0,99%, რაც მსოფლიოს 112 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ მთელი პანდემიის, ხაზს ვუსვამ მთელი პანდემიის მანძილზე საქართველოში ყოველი 100 (ასი) COVID ავადმყოფისგან 99-ის გადარჩენა ხერხდებოდა და მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უკეთესია და საშუალოდ ყოველი 1000 (ათასი) ავადმყოფისგან მხოლოდ 1 ან 2 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება

მაგრამ COVID არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე. ამის გარანტია ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის COVID-ზე დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულება და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაო გასწია, მაგრამ ამის მიუხედავად გხვდება შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა COVID-ის სიმპტომების გაჩენისთანავე არ იტარებს COVID ტესტს, რითაც გვიანდება დიაგნოსტიკა, შესაბამისად ექიმთან კომუნიკაცია და ჩვენებების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. ასევე ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმები და ან COVID კლინიკები სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო, ჩვენებების შემთხვევაშიც კი არ იწყებენ მკურნალობას პაქსლოვიდით ან რემდესივირით, რაც ასევე სერიოზულად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და ყველა COVID პაციენტს, პირველივე COVID სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი და სათანადო ჩვენებების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს”,- აცხადებს ცერცვაძე.