სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი“ - გახდი ბესტსელერის ავტორი მენტორთან ერთად მუშაობის შესახებ
"ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი“ - გახდი ბესტსელერის ავტორი მენტორთან ერთად მუშაობის შესახებ

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პო­პუ­ლა­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022-ის“ გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ავ­ტო­რებ­მა და მენ­ტო­რებ­მა წიგ­ნე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა­ზე ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლეს. მი­ზა­ნი ტექ­სტე­ბის დახ­ვე­წა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იყო.

წელს კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ: ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი - „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“, ოლა­ნი ბი­წა­ძე - „მა­ნი­ტუ“ და ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი - „წუ­თით კოს­მოს­ში“. მათ ჟი­უ­რი­სა და მკი­თხველს თა­ვი­ან­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს თავი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის მენ­ტო­რე­ბი კი არი­ან: მაკა ჯო­ხა­ძე - მწე­რა­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე - ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლის მენ­ტო­რი; მწე­რა­ლი ინა არ­ჩუ­აშ­ვი­ლი - ოლა­ნი ბი­წა­ძის მენ­ტო­რი და მწე­რა­ლი და რე­დაქ­ტო­რი ბესო ხვე­დე­ლი­ძე - ირაკ­ლი არიშ­ვი­ლის მენ­ტო­რი.

ნა­მუ­შევ­რე­ბი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა თა­რო­ებ­ზე შე­მოდ­გო­მი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა, მა­ნამ­დე კი ავ­ტო­რებ­მა და მენ­ტო­რებ­მა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს.

ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი 19 წლის ავ­ტო­რია, რომ­ლის დე­ბი­უ­ტიც „პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში შედ­გა. მისი რო­მა­ნი „წუ­თით კოს­მოს­ში“ მოგ­ვი­თხრობს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის ლა ლუ­ნა­სა და ჰა­ლე­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ერთი ოც­ნე­ბა - მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნა აერ­თი­ა­ნებთ. ამ ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად კი უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ. რო­გორც ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს, მის­თვის ემო­ცი­უ­რია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ მალე წიგ­ნის გაც­ნო­ბას მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ და ამ დღეს მო­უთ­მენ­ლად ელის.

„ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც წა­ი­კი­თხავს, იმ ემო­ცი­ე­ბით და­იტ­ვირ­თე­ბა, რა ემო­ცი­ე­ბი­თაც მე ამ რო­მანს წლე­ბის მან­ძილ­ზე ვწერ­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის ძალა შე­ე­მა­ტე­ბათ, რაც მინ­და, რომ რო­მა­ნის კი­თხვის დროს მკი­თხველ­მა იგ­რძნოს,“ - აღ­ნიშ­ნა ავ­ტორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მენ­ტორ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, ეს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ბევ­რის მომ­ცე­მი იყო, მი­ღე­ბულ ცოდ­ნას კი სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებს:

„ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მხრივ, რომ მე ვარ 19 წლის, ჩემი მენ­ტო­რი კი 74 წლის და შე­სა­ბა­მი­სად თუნ­დაც ასა­კობ­რივ­მა სხვა­ო­ბა­მაც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. უმე­ტე­სად სტი­ლის­ტურ ხარ­ვე­ზებს ვას­წო­რებ­დით. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე. რე­დაქ­ტი­რე­ბა საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი პრო­ცე­სი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­შე­მო ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს, ვინც თა­ვა­დაც წერს და ვი­საც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ვა­კი­თხე, აქამ­დე ასე დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა სი­ტყვას, არა­ვინ არ დაკ­ვირ­ვე­ბია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის პა­ტა­რა აღ­მო­ჩე­ნე­ბი, რაც ჩემი მენ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით გა­ვა­კე­თე. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა გაქვს იმის პა­ტი­ვი, რომ ამ­დე­ნად გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხოს შენი ნა­წარ­მო­ე­ბი და თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­გი­ზი­ა­როს. უმე­ტე­სად ყვე­ლა­ფერ­ში და­ვე­თან­ხმე და მისი შე­ნიშ­ვნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­ღა­ცე­ბი მე თვი­თო­ნაც ჩა­ვას­წო­რე“, - გან­მარ­ტა ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვილ­მა.

წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს მენ­ტო­რი, მწე­რა­ლი და ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მაკა ჯო­ხა­ძე:

„ხში­რად ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი ეპო­ქის შე­სა­ტყვი­სად იც­ვლე­ბა, ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლის რო­მა­ნის „წუ­თით კოს­მო­ში“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბა მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნაა. ეს მი­ზა­ნი მათ მშობ­ლე­ბი­სა­გან ერ­თგვარ ეს­ტა­ფე­ტად გად­მო­ე­ცათ. კოს­მო­სი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით, ხი­ფა­თით, მის­ტი­კი­თა და დაბ­რკო­ლე­ბე­ბით არის სავ­სე, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ლა ლუნა და ჰა­ლეი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ წი­ნა­ღო­ბებს გა­და­ლა­ხა­ვენ და მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნა მკი­თხვე­ლის თვალ­წინ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­მა­ნი ინ­ტე­რე­სით, დე­ტექ­ტი­ვი­ვით იკი­თხე­ბა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ენის თვალ­საზ­რი­სით აშ­კა­რად უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდას ტო­ვებ­და. შე­ნიშ­ვნა ზო­გა­დად ეკუთ­ვნის ახალ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, ორი­გი­ნალ­ში კი­თხუ­ლობს ევრო-ამე­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს 16 სა­უ­კუ­ნო­ვან მშობ­ლი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ცუ­დად იც­ნობს ან სა­ერ­თოდ არ იც­ნობს XIX-XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ კლა­სი­კას, რაც და­ღად აჯ­დე­ბა ტექ­სტებს. ეს პრობ­ლე­მა კომ­პლექ­ტუ­რად ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის, სკო­ლი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა­შია შე­სას­წავ­ლი. მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი ამ მხრი­ვაც ეხ­მა­რე­ბა ახალ­გაზ­რდა კონ­კურ­სან­ტებს, როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა­გან, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­სა­გან მენ­ტო­რე­ბი­სა­გან რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს იღე­ბენ.

ჩვენ, მე და ანუ­კიმ ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვეთ და რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ნი­ჭი­ერ­მა ავ­ტორ­მა მენ­ტო­რის ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ტექ­სტი მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­თა­ვი­სუფ­ლდა კალ­კე­ბი­სა­გან, ტავ­ტო­ლო­გი­ე­ბი­სა­გან, უხვსი­ტყვა­ო­ბი­სა­გან. მწერ­ლო­ბა დე­ტა­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­ცაა, „წუ­თით კოს­მოს­ში“ მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გვხვდე­ბა, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ თუ ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვეტს მწერ­ლო­ბას და სრულ­ყო­ფი­ლად შე­ის­წავ­ლის მშობ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შებს, მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თი და ორი მკი­თხვე­ლის გულს გა­ა­ხა­რებს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წარ­მა­ტე­ბე­ბით“, - გან­მარ­ტა მაკა ჯო­ხა­ძემ.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. კონ­კურ­სმა უკვე მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არა­ერ­თი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც ხში­რად ხვდე­ბა ბესტსე­ლერ­თა სი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი“ - გახდი ბესტსელერის ავტორი მენტორთან ერთად მუშაობის შესახებ

"ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი“ - გახდი ბესტსელერის ავტორი მენტორთან ერთად მუშაობის შესახებ

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პოპულარული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულმა ავტორებმა და მენტორებმა წიგნების რედაქტირებაზე ერთობლივი მუშაობა დაასრულეს. მიზანი ტექსტების დახვეწა და გამრავალფეროვნება იყო.

წელს კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“. მათ ჟიურისა და მკითხველს თავიანთი ორიგინალური და საინტერესო ტექსტებით დაამახსოვრეს თავი. გამარჯვებულების მენტორები კი არიან: მაკა ჯოხაძე - მწერალი და ლიტერატურათმცოდნე - ანუკი შატაკიშვილის მენტორი; მწერალი ინა არჩუაშვილი - ოლანი ბიწაძის მენტორი და მწერალი და რედაქტორი ბესო ხვედელიძე - ირაკლი არიშვილის მენტორი.

ნამუშევრები წიგნის მაღაზიათა თაროებზე შემოდგომიდან გამოჩნდება, მანამდე კი ავტორებმა და მენტორებმა მუშაობის პროცესზე თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

ანუკი შატაკიშვილი 19 წლის ავტორია, რომლის დებიუტიც „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში შედგა. მისი რომანი „წუთით კოსმოსში“ მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის ლა ლუნასა და ჰალეის შესახებ, რომელთაც ერთი ოცნება - მთვარეზე გაფრენა აერთიანებთ. ამ ოცნების ასასრულებლად კი უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. როგორც ავტორი გვიამბობს, მისთვის ემოციურია იმის გააზრება, რომ მალე წიგნის გაცნობას მკითხველთა ფართო წრეები შეძლებენ და ამ დღეს მოუთმენლად ელის.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალა შეემატებათ, რაც მინდა, რომ რომანის კითხვის დროს მკითხველმა იგრძნოს,“ - აღნიშნა ავტორმა.

რაც შეეხება მენტორთან ერთად მუშაობის გამოცდილებას, ეს მისთვის საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, მიღებულ ცოდნას კი სამომავლოდ გამოიყენებს:

„ძალიან საინტერესო პროცესი იყო განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ მე ვარ 19 წლის, ჩემი მენტორი კი 74 წლის და შესაბამისად თუნდაც ასაკობრივმა სხვაობამაც მუშაობის პროცესში დიდი გამოცდილება მომცა. უმეტესად სტილისტურ ხარვეზებს ვასწორებდით. ბევრი რამ ვისწავლე და აღმოვაჩინე. რედაქტირება საკმაოდ დატვირთული პროცესი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს, ვინც თავადაც წერს და ვისაც ეს ნაწარმოები წავაკითხე, აქამდე ასე დეტალურად ყველა სიტყვას, არავინ არ დაკვირვებია. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო ის პატარა აღმოჩენები, რაც ჩემი მენტორის დახმარებით გავაკეთე. სასიამოვნოა, როცა გაქვს იმის პატივი, რომ ამდენად გამოცდილმა ადამიანმა წაიკითხოს შენი ნაწარმოები და თავისი მოსაზრებები გაგიზიაროს. უმეტესად ყველაფერში დავეთანხმე და მისი შენიშვნებიდან გამომდინარე რაღაცები მე თვითონაც ჩავასწორე“, - განმარტა ანუკი შატაკიშვილმა.

წიგნზე მუშაობის პროცესზე თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს მენტორი, მწერალი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ჯოხაძე:

„ხშირად ოცნებები და მიზნები ეპოქის შესატყვისად იცვლება, ანუკი შატაკიშვილის რომანის „წუთით კოსმოში“ მთავარი გმირების ბავშვობისდროინდელი ოცნება მთვარეზე გაფრენაა. ეს მიზანი მათ მშობლებისაგან ერთგვარ ესტაფეტად გადმოეცათ. კოსმოსისაკენ მიმავალი გზა საიდუმლოებებით, ხიფათით, მისტიკითა და დაბრკოლებებით არის სავსე, მაგრამ შეყვარებული წყვილი ლა ლუნა და ჰალეი მეგობრების დახმარებით ამ წინაღობებს გადალახავენ და მთვარეზე გაფრენა მკითხველის თვალწინ ხორციელდება. სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით, რომანი ინტერესით, დეტექტივივით იკითხება, მაგრამ ქართული ენის თვალსაზრისით აშკარად უკმარისობის განცდას ტოვებდა. შენიშვნა ზოგადად ეკუთვნის ახალ თაობას, რომელიც მართალია, ორიგინალში კითხულობს ევრო-ამერიკულ ლიტერატურას, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა წარმოდგენა არ აქვს 16 საუკუნოვან მშობლიურ ლიტერატურაზე, ცუდად იცნობს ან საერთოდ არ იცნობს XIX-XX საუკუნის ქართულ კლასიკას, რაც დაღად აჯდება ტექსტებს. ეს პრობლემა კომპლექტურად ოჯახური ტრადიციების, სკოლისა და საგანმანათლებლო სისტემის ერთობლიობაშია შესასწავლი. მსგავსი კონკურსები ამ მხრივაც ეხმარება ახალგაზრდა კონკურსანტებს, როცა პროფესიონალებისაგან, ჟიურის წევრებისაგან მენტორებისაგან რჩევა-დარიგებებს იღებენ.

ჩვენ, მე და ანუკიმ ნაყოფიერად ვიმუშავეთ და როგორც მოსალოდნელი იყო, ნიჭიერმა ავტორმა მენტორის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა, ტექსტი მეტნაკლებად გათავისუფლდა კალკებისაგან, ტავტოლოგიებისაგან, უხვსიტყვაობისაგან. მწერლობა დეტალების ხელოვნებაცაა, „წუთით კოსმოსში“ მრავალი საინტერესო დეტალი გვხვდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ანუკი შატაკიშვილი სერიოზულად გადაწყვეტს მწერლობას და სრულყოფილად შეისწავლის მშობლიური ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებს, მომავალშიც არაერთი და ორი მკითხველის გულს გაახარებს თავისი შემოქმედებითი წარმატებებით“, - განმარტა მაკა ჯოხაძემ.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ყველაზე პოპულარული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსმა უკვე მკითხველთა ფართო წრეებისთვის ცნობილი არაერთი ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც ხშირად ხვდება ბესტსელერთა სიაში.

R