ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა "მედალფაში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
აი მაგარი თავაშვებულობაა მოძრაობის მხრივ ამ ქვეყანაში. ფეხებზე კიდია მთავრობას თუ რახდება ვერ გავიგე რა. მარტო სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რო ისმის, ამაზე ხმას რატო არ იღებთ? ქუჩაში გასვლა გვეშინია ხალხს რატო არ გესმით?