საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედვედევმა და მსგავსმა  ბრიყვებმა უნდა იცოდნენ: საქართველოში რომ "ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით" - პაატა მანჯგალაძე
"მედვედევმა და მსგავსმა  ბრიყვებმა უნდა იცოდნენ: საქართველოში რომ "ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით" - პაატა მანჯგალაძე

მედ­ვე­დევ­მა და მსგავ­სმა ბრიყ­ვებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 3000-წლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რია აქვს და სა­ქარ­თვე­ლომ რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად მი­ი­ღო, მოს­კო­ვის ად­გი­ლას ჭა­ო­ბი იყო, უფრო მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ იწე­რე­ბო­და, რუ­სე­ბი ტყე­ში დარ­ბოდ­ნენ პა­პუ­ა­სე­ბი­ვით,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ დე­პუ­ტატ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "პოსტთან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსგავს გან­ცხა­დე­ბებს უპა­სუ­ხოს.

"რუ­სე­თი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მას პრე­ტენ­ზია ჰქონ­და, ყო­ფი­ლი­ყო ზე­სა­ხელ­მწი­ფო და აღ­მოჩ­ნდა, რომ უკ­რა­ი­ნას­თან მთელ რიგ ხაზ­ზე აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი და მარ­ცხი. სა­სო­წარ­კვე­თილ მედ­ვე­დევს რა დარ­ჩე­ნია იმის გარ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მარ­ცხი და­ა­კომ­პენ­სი­როს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და სხვა ქვეყ­ნებ­ზე სა­უბ­რით? მან არც ის­ტო­რია იცის და რუ­სულ იმ­პე­რი­ულ ნა­აზ­რევს წარ­მო­ად­გენს. მედ­ვე­დევ­მა და მის­მა მსგავ­სმა ბრიყ­ვებ­მა უნდა იცოდ­ნენ და ვინ­მემ აუხ­სნას მათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 3000-წლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რია გა­აჩ­ნია და სა­ქარ­თვე­ლომ რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად მი­ი­ღო, მოს­კო­ვის ად­გი­ლას იყო ჭა­ო­ბი, უფრო მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ იწე­რე­ბო­და, რუ­სე­ბი ტყე­ში დარ­ბოდ­ნენ პა­პუ­ა­სე­ბი­ვით. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კე­თი­ლი ინე­ბოს და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ერთი გან­ცხა­დე­ბა მა­ინც გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, თუ რას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო და რა ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ვართ. ამა­ზე მე­ტიც უნდა გა­ვა­კე­თოთ - იყო ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ზუს­ტი და მო­ბი­ლუ­რი "ჰა­ი­მარ­სე­ბი“ და არა­მარ­ტო "ჰა­ი­მარ­სი“ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის საფრ­თხის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლოს,“ - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გვერ­დზე და­ი­დო პოს­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ მო­საზ­რე­ბებს ეხე­ბო­და და ნათ­ქვა­მი იყო, რომ კი­ე­ვის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თი თა­ვის სა­ზღვრებს აღად­გენს, რო­მელ­თა გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ხლი იღ­ვრე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლეს, მედ­ვე­დე­ვის თა­ნა­შემ­წე ოლეგ ოსი­პოვ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ВКонтакте“- ში მედ­ვე­დე­ვის გვერ­დი გა­ტე­ხეს.

მედ­ვე­დე­ვის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პოს­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ზეც იყო სა­უ­ბა­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს შე­ერ­თე­ბამ­დე ის სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. 1801 წლის­თვის დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია 5 სუ­ვე­რე­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლის­გან შედ­გე­ბო­და: ქარ­თლი და კა­ხე­თი, დე­და­ქა­ლა­ქით თბი­ლის­ში, იმე­რე­თი დე­და­ქა­ლა­ქით ქუ­თა­ის­ში, ორი სამ­თავ­რო - სა­მეგ­რე­ლო და გუ­რია ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და სვა­ნე­თის სამ­თავ­რო მთებ­ში ანუ სა­ქარ­თვე­ლო დღე­ვან­დე­ლი სა­ზღვრე­ბით შე­იქ­მნა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ფარ­გლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო მი­ის­წრა­ფო­და რუ­სე­თის­კენ, რად­გან ეს­მო­და, რომ რუ­სე­თი იყო მისი ერ­თა­დერ­თი მო­კავ­ში­რე მუს­ლი­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის საკ­მა­ოდ მტრულ გა­რე­მოც­ვა­ში და დღეს იგი­ვე ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა- ჩრდი­ლო­ე­თი და სამ­ხრე­თი ოსე­თი, აფხა­ზე­თი და სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყოს რუ­სე­თის ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მი იყო პოს­ტში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­შა­ლეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეჯავრება რუსები-ს კ...
0

მეჯავრება რუსები-ს კომენტარის ავტორს და მის მომწონებლებს!

რუსები დიდი კულტურის ხალხია! 

რატომ გეჯავრებათ?? იმიტომ რომ ტურქები მოგვაშ`რეს და ფაქტიურად საქარტველო რომ არსებობს როგორც მარტმადიდებელიქვეყანა რუსების დიდი წილია!!!

მეორეც ნუ გამოხვალტ ერეკლე მეპესა და ილია ჭავჭავაძეზე მეტი პატრიოტები!

მესამეც რუსები გეჯავრებატ იმიტომ ... ქარტველები როგორები ვართ?? რა გავუკეტეტ ერტმანეთს საუკუნეების განმავლობაშ და გასულ ტუ ამჯამინდელ საუკუნეშ?? სააკაშვილი ციხეები რომ არ გაიხსენოტ სხვაც ბლომად არის , ძალიან "ბლომად".

 ევროპელები ძალიან საყვარლები არიან თეთრ კბილს რომ გვიჩვენებენ და ზურგს უკან ძირს გვითხრიან ყველანაირად!

ასე რომ მორჩტ უაზრო , ზიზღის მომგვრელ შეფასებებ! 

ყველა ერშ არის კარგიც და ცუდიც და ნუ ჰქვებიტ იდ--ოტ ევროპას!

bejani
7

ვირის წიხლი საწყენდ არ უნდა მიიღო! როგორ შეიძლება შოთასა და ვაჟას ერმა რუსების გვერდით დადგომა იკადროს! 

ავტორი:

"მედვედევმა და მსგავსმა  ბრიყვებმა უნდა იცოდნენ: საქართველოში რომ "ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით" - პაატა მანჯგალაძე

"მედვედევმა და მსგავსმა  ბრიყვებმა უნდა იცოდნენ: საქართველოში რომ "ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით" - პაატა მანჯგალაძე

მედვედევმა და მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია აქვს და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო, უფრო მეტიც, საქართველოში რომ "ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ სოციალურ ქსელში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ "პოსტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აუცილებელია მსგავს განცხადებებს უპასუხოს.

"რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას პრეტენზია ჰქონდა, ყოფილიყო ზესახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან მთელ რიგ ხაზზე აქვს სერიოზული ზიანი და მარცხი. სასოწარკვეთილ მედვედევს რა დარჩენია იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი დააკომპენსიროს საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე საუბრით? მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევს წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და ვინმემ აუხსნას მათ, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას იყო ჭაობი, უფრო მეტიც, საქართველოში რომ "ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით. "ქართულმა ოცნებამ“ კეთილი ინებოს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთოს საქართველოს სახელით, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელი ვართ. ამაზე მეტიც უნდა გავაკეთოთ - იყო ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, რომ საქართველოს სჭირდება თანამედროვე შეიარაღება, ზუსტი და მობილური "ჰაიმარსები“ და არამარტო "ჰაიმარსი“ უნდა იყოს საქართველოში, უნდა იყოს თანამედროვე დასავლური შეიარაღება, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის საფრთხის მოგერიება შეძლოს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ "ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს.

მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.

"საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, - ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.

იხილეთ ასევე: