მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქააძე... ქააძე... სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან - სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?
"ქააძე... ქააძე... სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან - სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

გუ­შინ გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ორი პი­რის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა მარ­თვა და­კარ­გა და ჩა­მო­ვარ­და.

და­ი­ღუ­პა ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი 8-ვე პირი, რო­მელ­თა შო­რის ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სია. ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლია უცხო­ე­ლი პა­რაპ­ლა­ნის­ტიც. პა­რაპ­ლან­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კი, რო­მე­ლიც და­შავ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: მაშ­ვე­ლე­ბი - კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; მფრი­ნა­ვე­ბი - ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბი - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ვე­ნეც­კი.

ჟურ­ნა­ლის­ტი ანა წე­რე­თე­ლი ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი მფრი­ნა­ვის დიმა ქა­ა­ძის შე­სა­ხებ წერს:

"ქა­ა­ძე.. ქა­ა­ძე.. სულ მეს­მო­და ეს გვა­რი დი­ტოს­გან. არ ვიც­ნობ­დი, არც არ­სად მე­ნა­ხა, მახ­სოვ­და, რომ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის მერე და­ჯილ­დოვ­და და თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. ვინ­მე სად­მე თუ ჩარ­ჩე­ბო­და, საშ­ვე­ლი იყო და ყურს მოვკრავ­დი ამ თე­მას ტე­ლე­ფონ­ზე, იქვე მეს­მო­და: "აქ არაა ქა­ა­ძე?"

დღე­ვან­დე­ლი ტრა­გე­დი­ის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, იმ­წამ­სვე გულ­მა რე­ჩხი მიყო, ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი და დავ­რე­კე: ქა­ა­ძე ხომ არ იყო იქ? სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ჩემ­თვის, მაგ­რამ ნაც­ნო­ბი მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და შე­მარ­თე­ბით....იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ იყო... რა მძი­მე ამ­ბა­ვია... სამ­ძი­მა­რი ოჯახს, მე­გობ­რებს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.. დი­დე­ბა გმი­რებს" - წერს ანა წე­რე­თე­ლი.

ბაჟაგლარია
14

დგეს გლოვის დგეააა მე ვგლოვობ და დილაობით ვარჯიშობ თბილისის ზგვაზე და იქ უნამუსო პოლიციელები გრეობდნენ არაკაცები ვუთხარი კიდეც რას გრეობთ გლოვააა თქვო გამოცხადებული ცუდად მიიგეს და ცინიკურად მიპასუხეს ალბათ შერცხვებოდათ მე მაინც გადაუგე პოტოები მათ ასეთ უგირს საქციელს და ვაგებინებ პასუხს ტან რომ უთხარი გლოვაა ტქვი ვიცითო დაჩუტულმა და პატარა ყლიპონებმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ქააძე... ქააძე... სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან - სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

"ქააძე... ქააძე... სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან - სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მფრინავზე?

გუშინ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან, გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები - ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.

ჟურნალისტი ანა წერეთელი ერთ-ერთი გარდაცვლილი მფრინავის დიმა ქააძის შესახებ წერს:

"ქააძე.. ქააძე.. სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან. არ ვიცნობდი, არც არსად მენახა, მახსოვდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამაშველო ოპერაციის მერე დაჯილდოვდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ვინმე სადმე თუ ჩარჩებოდა, საშველი იყო და ყურს მოვკრავდი ამ თემას ტელეფონზე, იქვე მესმოდა: "აქ არაა ქააძე?"

დღევანდელი ტრაგედიის ამბავი რომ გავიგე, იმწამსვე გულმა რეჩხი მიყო, ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით და შემართებით....იყო. აღმოჩნდა, რომ იყო... რა მძიმე ამბავია... სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.. დიდება გმირებს" - წერს ანა წერეთელი.