"ჩემი ურთიერთობა სახელმწიფო ბიუჯეტთან განისაზღვრება წელიწადში 95 მილიონით და მე ვისთან უნდა მივიდე სანახავად"- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემა საქმეში განაცხადა.
მან ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა.
"პოლარიზაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებობს. არსებობს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც გულახდილად საუბრობს და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი. ასეთ ადამიანებს უფრო ქვეყნის მოყვარულად ვთვლი. არსებობს ხალხი, რომლებიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად კახა კალაძე... ასევე ლევან დავითაშვილი, დანარჩენთან არ მაქვს ურთიერთობა," - აღნიშნა ჭყონიამ.
წამყვანის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სურვილი სხვებთან შეხვედრის და ისინი არ შეხვდნენ - ბიზნესმენმა უპასუხა, რომ "თუ ვინმეს ნახვა უნდა ჩვენ არაჩვეულბრივ ბიზნესში ვართ. მოკრძალებულ ციფრს დავასახელებ... ჩემი ურთიერთობა სახელმწიფო ბიუჯეტთან განისაზღვრება წელიწადში 95 მილიონით და მე ვისთან უნდა მივიდე სანახავად. როცა ბიუჯეტში ვიხდი 95 მილიონს, მე მივიდე კიდევ სანახავად? თუ უნდათ აქეთ მოვიდნენ, თუ არადა, მე არ მწყინს, რადგან არის კატეგორია, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და ეს საკმარისია ენერგიისა და მოტივაციისთვის.
თუმცა არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებულ პატივისცემაში არიან იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არიან, ესეც არაა პრობლემა. ეს ყველგან ხდება. ზოგს უყვარს ბიზნესმენები, ზოგს არა, ეს გემოვნების თემაა და არაა საწყენი, მე საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი ამის გამო,“ - განაცხადა ჭყონიამ.
ნახეთ ვიდეო:
გადასახადებს იხდი, ვის რას ამადლი? იმხელა შემოსავალი გაქვს, ცოტა ქველმოქმედებაზე დაგეხარჯა ჰა? არა?
და ერთიც, შენ აქ არაფერს ქმნი და არ გაგაქვს ექსპორტზე და ფული ქვეყანაში არ შემოგაქვს.
ხალხს რომ ასაქმებ კარგია. თუმცა გავიმეორებ, როცა ასობით მილიონია კომპანიის შემოსავალი, ქველმოქმედებაზე უნდა იხარჯებოდეს სერიოზული თანხები. ესე ხდება ყველა წესიერ ქვეყანაში.
ისედა რამდენ ბოთლს ყიდი კოკაკოლას და მის შვილობილებს ასე ცოტას რომ იხდი ბიუჯეტში?