სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე..." - ქეთი მელუა ბავშვს ელოდება: რას წერს მომღერალი?
"ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე..." - ქეთი მელუა ბავშვს ელოდება: რას წერს მომღერალი?

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა ბავ­შვს ელო­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს და ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მუ­ცე­ლიც ეტყო­ბა.

წერს, რომ ორ­სუ­ლი პირ­ველ ტურ­ნეს ცი­უ­რიხ­ში გა­მარ­თავს.

"ჩვენ აქ ვართ, გუნ­დი, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის ტურ­ნეს გზას და­ად­გა. ეს იქ­ნე­ბა ჩემი, რო­გორც ორ­სუ­ლის პირ­ვე­ლი ტურ­ნე. ვერ ვი­ჯე­რებ იმას, რაც ახლა დავ­წე­რე. მივ­დი­ვართ ცი­უ­რიხ­ში, სტრას­ბურ­გში, გერ­მა­ნი­ის ექვს ქა­ლაქ­სა და პა­ლან­გა­ში. ვა­პი­რებ, რომ გა­ვა­კე­თო ვი­დეო დღი­უ­რი, რათა აღვწე­რო ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა და კონ­ცერ­ტე­ბი" - წერს ქეთი მე­ლუა.

ცნო­ბის­თვის, ქეთი მე­ლუ­ას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ბოლო წლებ­ში მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და. იწე­რე­ბო­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ქმარს, მო­ტომრბო­ლელ ჯე­იმს ტა­უზ­ლენ­დს და­შორ­და. თუმ­ცა 2 წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლუ­ას ბიძა, არ­ჩილ მე­ლუა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფ­და და ამ­ბობ­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბა და და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ტყუ­ი­ლი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარეჯან
0

ძალია მიყვარს თქვენი სიმღერები და რა თქმაუნდა თქვენც. ყველაფერი საუკეთესო თქვენს პატარას. მეამაყება რომ ქართველი ხართ ჩემი დედულეთის კუთხიდან❤️💞😘❤️💞

მარინა
0

ორივე სიმპათიური და საყვარელია🥰🌺

ავტორი:

"ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე..." - ქეთი მელუა ბავშვს ელოდება: რას წერს მომღერალი?

"ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე..." - ქეთი მელუა ბავშვს ელოდება: რას წერს მომღერალი?

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ბავშვს ელოდება. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მუცელიც ეტყობა.

წერს, რომ ორსული პირველ ტურნეს ციურიხში გამართავს.

"ჩვენ აქ ვართ, გუნდი, რომელიც ზაფხულის ტურნეს გზას დაადგა. ეს იქნება ჩემი, როგორც ორსულის პირველი ტურნე. ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის ექვს ქალაქსა და პალანგაში. ვაპირებ, რომ გავაკეთო ვიდეო დღიური, რათა აღვწერო ჩვენი მოგზაურობა და კონცერტები" - წერს ქეთი მელუა.

ცნობისთვის, ქეთი მელუას პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. თუმცა 2 წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში მელუას ბიძა, არჩილ მელუა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა და ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთზე გიჟდება და დაშორების შესახებ ტყუილი ცნობები ვრცელდება.