საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არის "უფარჩაკესი" ადამიანი" - ალუდა ღუდუშაური დავით არახამიაზე
"ის არის "უფარჩაკესი" ადამიანი" - ალუდა ღუდუშაური დავით არახამიაზე

ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ შედ­გა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, არ აქვს ღირ­სე­ბა და ის არის "უფარ­ჩა­კე­სი" ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი, ვინც რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბი­ან.

"რისი სად­მე ჩა­მომ­სვლე­ლია?! როცა შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ქარ­თველ ხალ­ხს, ვინც ამას ტაშს უკ­რავს და აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი რომ დარ­ბი­ან, რა­ღაც რე­ვო­ლუ­ცი­ებ­ზე რომ ლა­პა­რა­კობს, მა­ნამ არ აუდ­გა გვერ­დე­ბი მა­გათ, სა­ნამ აქ რე­ვო­ლუ­ცია მა­გა­თი მო­სა­წყო­ბი არ გახ­და. ადა­მი­ან­მა ორი სი­ტყვა ქარ­თუ­ლი არ იცის, გა­მარ­ჯო­ბა და დამ­შვი­დო­ბე­ბის გარ­და, ეს ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ქარ­თველ ხალ­ხს ეუბ­ნე­ბა, რომ თურ­მე აქ რე­ვო­ლუ­ცია უნდა იყოს. ამის შემ­დეგ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე გა­მო­ვი­და და თქვა, რომ თურ­მე აქ რე­ვო­ლუ­ცი­ის სუნი ტრი­ა­ლებს, ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბი­ან - არც სა­ქარ­თვე­ლო და არც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ არის იმ რე­ჟიმ­ში, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს რე­ვო­ლუ­ცია ან რა­ი­მე მსგავ­სი მო­ა­წყო­ბი­ნონ", - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, უკ­რა­ი­ნა­ში ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "კე­თი­ლად არ წავა", ხალ­ხი მას მა­ინც გა­და­აგ­დებს და ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნე მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა და ეს მის გა­რე­მოც­ვა­საც შე­ე­ხე­ბა.

"ბი­ჭე­ბო, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, ცოტა აკუ­რა­ტუ­ლე­ბი იყა­ვით გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში, რად­გან მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნე, ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც მის ბიზ­ნეს­გა­რე­მოც­ვას, ისე პო­ლი­ტი­კო­სებ­საც",- გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში არა­ხა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის მზად არის ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან და­ა­კავ­ში­როს და ქვე­ყა­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­როს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
8

ერთი შენ გცნობენ ევროპაში და მეორე არახამიას.შენი სახელობის, ლუდი გამოდიოდა და ისიც აღარაა. 

კ ო მ ბ ლ ე
2

ა ბატონო, შეაყარე კედელს ცერცვი.. ზრდილობიანად მოვიქცეთო და ეს რა დღშია ხედავთ?

თუმცა ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, სულხან საბას განმარტებით, „ფარჩაკი“ სოციალური სტატუსია, თუ ლანძღვა? გავარკვიოთ და მერე დავტუქსოთ ეს კაცი.. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ის არის "უფარჩაკესი" ადამიანი" - ალუდა ღუდუშაური დავით არახამიაზე

"ის არის "უფარჩაკესი" ადამიანი" - ალუდა ღუდუშაური დავით არახამიაზე

ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ შედგა როგორც პიროვნება, არ აქვს ღირსება და ის არის "უფარჩაკესი" ადამიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი, ვინც რევოლუციაზე საუბრობენ, ცეცხლს ეთამაშებიან.

"რისი სადმე ჩამომსვლელია?! როცა შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, ვინც ამას ტაშს უკრავს და აჟიტირებულები რომ დარბიან, რაღაც რევოლუციებზე რომ ლაპარაკობს, მანამ არ აუდგა გვერდები მაგათ, სანამ აქ რევოლუცია მაგათი მოსაწყობი არ გახდა. ადამიანმა ორი სიტყვა ქართული არ იცის, გამარჯობა და დამშვიდობების გარდა, ეს ადამიანი ლაპარაკობს საქართველოზე და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ თურმე აქ რევოლუცია უნდა იყოს. ამის შემდეგ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ თურმე აქ რევოლუციის სუნი ტრიალებს, ცეცხლს ეთამაშებიან - არც საქართველო და არც ქართველი ხალხი არ არის იმ რეჟიმში, რომ ამ ადამიანებს რევოლუცია ან რაიმე მსგავსი მოაწყობინონ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, უკრაინაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი "კეთილად არ წავა", ხალხი მას მაინც გადააგდებს და ეს შეიძლება მოხდეს რევოლუციის გზით. მისივე თქმით, საქართველოში სანქციების სამიზნე მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება და ეს მის გარემოცვასაც შეეხება.

"ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც",- განაცხადა არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში არახამიამ აღნიშნა, რომ ის მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"