საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში, სარწყავი არხის გამო 29 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 70 წლამდე ქალს პატიმრობა შეეფარდა: რა მოხდა სოფელ კირბში?
გორში, სარწყავი არხის გამო 29 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 70 წლამდე ქალს პატიმრობა შეეფარდა: რა მოხდა სოფელ კირბში?

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ, სო­ფელ კარ­ბში სარ­წყა­ვი არ­ხის გამო მოხ­და­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 70 წლამ­დე ქალს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

29 წლის თა­ნა­სოფ­ლე­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 68 წლის ქალს გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლე გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე 68 წლის ქალს სსკ-ის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც სცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) ედა­ვე­ბა, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლია დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია. რო­გორც ად­ვო­კატ­მა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ პი­რო­ბი­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის მხა­რის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბულს, იგი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას ითხოვს.

"უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის, რა გი­რაო მო­ი­თხო­ვა ად­ვო­კატ­მა, ან თა­ვად რო­გორ აცხა­დებს, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს? უფრო მე­ტიც, ვიდ­რე სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბას მი­ა­ყე­ნებ­დნენ ჩემს შვილს, მა­ნამ­დე 5 კაცი სცემ­და, ხე­ლის გან­ძრე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, ამ ქა­ლის შვილ­მა წა­მო­ი­წყო ჩხუ­ბი, ჯერ მან სცე­მა ჩემს შვილს, ის სად არის, რა­ტომ გა­და­მა­ლეს, მა­ნაც უნდა აგოს პა­სუ­ხი, რო­გორც თა­ნა­მო­ნა­წი­ლემ“, - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ ბი­ჭი­კო გვიმ­რა­ძემ.

სარ­წყა­ვი არ­ხის თა­ო­ბა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 29 წლის მა­მა­კა­ცი ერ­თკვი­რი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ, გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აწ გარ­დაც­ვლილ ლე­ვან გვიმ­რა­ძე­სა და მის თა­ნასფლელ 35 წლამ­დე მა­მა­კაცს შო­რის კონ­ფლიქ­ტში ერთ-ერ­თის მშო­ბე­ლი, 70 წლამ­დე ქალი ჩა­ე­რია. ქალ­მა ლე­ვან გვიმ­რა­ძეს თავ­ში ქვა ჩა­არ­ტყა... თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით ლე­ვან გვიმ­რა­ძე "გორ­მედ­ში" მო­ა­თავ­სეს, სა­დაც ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ნა­ცე­მი იყო, ბე­ჭე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. ამ დროს დე­და­მისს აუ­ღია ქვა და ჩა­ურ­ტყამს. ან რა სიმ­ძლავ­რით ჩა­არ­ტყა, არ ვიცი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ხე­ლოვ­ნუ­რად ვა­ძი­ნებ­თო, თურ­მე კო­მა­ში ყო­ფი­ლა" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის დედა "ფორ­მუ­ლას­თან".

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი მო­ი­თხოვს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვონ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის შვი­ლიც, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ კონ­ფლიქ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი ის იყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინოოო
3

საიდანა ხაარ შენა,შიგ გორიდანა??ეგე ხო წერდა გამოხტებაო კაკო ყაჩაღიო?გამოხტა დასატრენინგებელი 

ნინოი!

თემიდა
15

საერთოდ უცნაურად აგრესიული და გაუგებარი აზროვნების ხალხი ცხოვრობს შიდა ქართლში,ნებისმიერ სიტყვაზე შეუძლიათ ააშენონ რაღაც უბედურება,კაცები ძირითადად უსაქმური,მსმელი ბირჟავიკი ტიპები, სახლში კი ეჭვიანი და ცოლების ცემატყეპია ხალხია!ძირითადად მუშაობენ ქალები,კაცები კუ მუქთახორობენ და ლოთობენ!შეხება მაქვს და ვიცი რასაც ვწერ!ყველას არ ვგულისხმობ მაგრამ ძირითადად ასეა.,სერიოზული მუშაობაა მათთნ საჭირო და ფსიქოლოგიური ტრენინგები,.რადგან გაიგონ რომ ცოლი ნივთი არა,არ უნდა ურახუნო თავში.რომ მუშტებით და კბილების ხრჭენის ნაცვლად შეიძლება კონფლიქტი მოაგვარო საუბრით ,ლაპარაკით ,მაგრამ როგორც არუნდა გაგიკვირდეთ ქალებიც მეტი წილი ასე აზროვნებს ,ეტყობა ღირსი იყო და იმიტომ სცემა,იმიტომ მოკლა,იმიტომ დაჭრა,აი მათი არგუმენტები ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე!აქაც დარწმუნებული ვარ ჩემს კომენტარზე გამოხტება ვინმე კისერდაძარღვული კაკოყაჩაღი და ვენებს გადაიბდღვნის,ეს რა შეურაცხყოფა მოგვაყენესო!

ავტორი:

გორში, სარწყავი არხის გამო 29 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 70 წლამდე ქალს პატიმრობა შეეფარდა: რა მოხდა სოფელ კირბში?

გორში, სარწყავი არხის გამო 29 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 70 წლამდე ქალს პატიმრობა შეეფარდა: რა მოხდა სოფელ კირბში?

გორის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ კარბში სარწყავი არხის გამო მოხდარი მკვლელობის საქმეზე 70 წლამდე ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

29 წლის თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ბრალდების მხარე 68 წლის ქალს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქმის პროკურორმა მოსამართლის წინაშე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, სასამართლოს წინაშე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პირობითი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, იგი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

გარდაცვლილის ოჯახი ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი ზომების მიღებას ითხოვს.

"უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელობისთვის, რა გირაო მოითხოვა ადვოკატმა, ან თავად როგორ აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს? უფრო მეტიც, ვიდრე სასიკვდილო დაზიანებას მიაყენებდნენ ჩემს შვილს, მანამდე 5 კაცი სცემდა, ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ, ამ ქალის შვილმა წამოიწყო ჩხუბი, ჯერ მან სცემა ჩემს შვილს, ის სად არის, რატომ გადამალეს, მანაც უნდა აგოს პასუხი, როგორც თანამონაწილემ“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ ბიჭიკო გვიმრაძემ.

სარწყავი არხის თაობაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული 29 წლის მამაკაცი ერთკვირიანი კომის შემდეგ, გუშინ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, აწ გარდაცვლილ ლევან გვიმრაძესა და მის თანასფლელ 35 წლამდე მამაკაცს შორის კონფლიქტში ერთ-ერთის მშობელი, 70 წლამდე ქალი ჩაერია. ქალმა ლევან გვიმრაძეს თავში ქვა ჩაარტყა... თავის ტვინის მძიმე დაზიანებით ლევან გვიმრაძე "გორმედში" მოათავსეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

"ნაცემი იყო, ბეჭები დაზიანებული ჰქონდა. ამ დროს დედამისს აუღია ქვა და ჩაურტყამს. ან რა სიმძლავრით ჩაარტყა, არ ვიცი. მეუბნებოდნენ ხელოვნურად ვაძინებთო, თურმე კომაში ყოფილა" - აცხადებს გარდაცვლილის დედა "ფორმულასთან".

გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს სამართალდამცავებმა დააკავონ მკვლელობაში ბრალდებული ქალის შვილიც, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ კონფლიქტის ინიციატორი ის იყო.