სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი" - ხაბეიშვილი
"ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი" - ხაბეიშვილი

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, რუ­სუ­ლი, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბი შე­მო­ვი­დეს.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამ სქე­მა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლიც.

"იმ ფონ­ზე, როცა უკი­დუ­რე­სად იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფასი, იმ ფონ­ზე, როცა უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უწევთ ის­ტო­რი­უ­ლად ძვი­რი ფა­სის გა­დახ­და საწ­ვავ­ში, ვგუ­ლის­ხმობ, ბენ­ზინს, დი­ზელს, გუ­შინ კი­დევ ერთი ფაქ­ტი ვნა­ხეთ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვდეს რუ­სუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბი. გუ­შინ, ეს "გალფ­მა“ ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­დას­ტუ­რა და თქვა, დიახ, "როს­ნეფ­ტის“ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბი შე­მო­აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს ნიშ­ნავს რუ­სულ ეკო­ნო­მი­კა­ში ჩას­ხმულ თან­ხებს, ანუ ჩვე­ნი ოკუ­პა­ცი­ის, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, ჩვე­ნი დე­ბის, ძმე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ამ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ, დღეს უკვე უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას მი­ღე­ბუ­ლი აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მაქვს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ამას ადას­ტუ­რებს, რომ "პეტ­რო­კა­სი“, რო­მე­ლიც აქამ­დე "როს­ნეფ­ტი­დან“ ნავ­თობს ყი­დუ­ლობ­და, დღეს უკვე და­სა­სან­ქცი­რე­ბელ­თა სი­ა­შია და "პან­დო­რას ყუთი“ გახ­სნი­ლია...

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, "გალ­ფის“ მთა­ვა­რი პატ­რო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ბა­ტო­ნი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე, ბა­ტო­ნი ვლა­დი­მერ ხუნ­და­ძე და­ნიშ­ნა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მე­ლიც სა­ბა­ჟო­ზე ამ ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა-არ გა­ტა­რე­ბის სა­კითხს კუ­რი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფო­თის პორ­ტში, ერთი ფე­ო­და­ლი კაცი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ფო­თის პორ­ტში მსგავ­სი ტვირ­თე­ბის მი­ღე­ბას, გა­ტა­რე­ბას და ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, "გალ­ფის“ გარ­და, ცხა­დია, ის არ არის ერ­თა­დერ­თი შე­მომ­ტა­ნი რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­ტა­ნი.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც და­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა, მათ შო­რის აშშ-მა, ევ­რო­კა­შირ­მა, მი­ი­ღონ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

მიხოების მასხარა კაცი, აი ასეთი მინდა მე ნაცი.

თინათინი
0

ნავთობის გადამუშავება სად ხდება ისიც გეცოდინება "გენიოსავ"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი" - ხაბეიშვილი

"ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი" - ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, რუსული, სანქცირებული ნავთობი შემოვიდეს.

ხაბეიშვილის განმარტებით, ამ სქემაში აქტიურად არის ჩართული ვანო ჩხარტიშვილიც.

"იმ ფონზე, როცა უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, იმ ფონზე, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში, ვგულისხმობ, ბენზინს, დიზელს, გუშინ კიდევ ერთი ფაქტი ვნახეთ, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი. გუშინ, ეს "გალფმა“ ფაქტობრივად დაადასტურა და თქვა, დიახ, "როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ საქართველოში და ეს ნიშნავს რუსულ ეკონომიკაში ჩასხმულ თანხებს, ანუ ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის, მცოცავი ოკუპაციის გაძლიერებას, უკრაინელი ხალხის, ჩვენი დების, ძმების მკვლელობაში თანამონაწილეობას და ამ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, დღეს უკვე უკრაინის მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ამას ადასტურებს, რომ "პეტროკასი“, რომელიც აქამდე "როსნეფტიდან“ ნავთობს ყიდულობდა, დღეს უკვე დასასანქცირებელთა სიაშია და "პანდორას ყუთი“ გახსნილია...

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, "გალფის“ მთავარი პატრონი საქართველოში არის ბატონი ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც თავის დროზე, ბატონი ვლადიმერ ხუნდაძე დანიშნა ფინანსთა სამინისტროში, რომელიც საბაჟოზე ამ ტვირთების გატარება-არ გატარების საკითხს კურირებს. მნიშვნელოვანია, ფოთის პორტში, ერთი ფეოდალი კაცი - ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ფოთის პორტში მსგავსი ტვირთების მიღებას, გატარებას და ამ კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, "გალფის“ გარდა, ცხადია, ის არ არის ერთადერთი შემომტანი რუსული ნავთობის, სანქცირებული ნავთობის საქართველოში შემომტანი.

უახლოეს პერიოდში, ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული კვლევები და მტკიცებულებები, რაც დამატებით უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ევროკაშირმა, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც კონკრეტული კომპანიების, ასევე კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.