საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა..." - სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების მომენტს იხსენებს
"რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა..." - სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების მომენტს იხსენებს

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლის, ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს აქვს ყვე­ლა ის მა­სა­ლა, რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­საც სოსო გო­გაშ­ვი­ლი აპი­რებ­და.

„დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს ყვე­ლა­ფე­რი აქვს, რა­საც სოსო აა­ნონ­სებ­და, ევ­რო­კავ­ში­რი­საც და ამე­რი­კი­სას“,- აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვი­ლი.

მან სოსო გო­გაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "რამ­დე­ნი­მე სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ნერ­ვე­ბი ვერ მო­თო­კა".

"ყვე­ლა არ იყო აგ­რე­სი­ით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ბევ­რი ვაჟ­კა­ცი ბი­ჭია, რამ­დე­ნი­მე იყო, ვინც ნერ­ვე­ბი და თავი ვერ მო­თო­კა. რო­დე­საც სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცი­ით შე­დი­ხარ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რა და­ვა­ლე­ბა გაქვს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნდა იცო­დე, რომ ღირ­სე­ბაა მთა­ვა­რი, რო­დე­საც ხე­დავ, რომ ოჯა­ხი ნერ­ვი­უ­ლობს, აღარ უნდა და­უ­მა­ტო შენი ყვი­რი­ლი და მუ­ქა­რე­ბი“,- აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვი­ლი.

ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სოსო გო­გაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა 2021 წელს გავ­რცე­ლე­ბულ ფა­ი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"თქვენს არ­ხებ­ზეც იყო, სა­პარ­ტი­არ­ქოს რომ უს­მენ­დნენ...“,- გან­მარ­ტავს ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩხრე­კა ჩა­ტარ­და გო­ნი­ო­ში, თბი­ლის­სა და კა­ხეთ­ში.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და კა­ხეთ­შიც - სას­ტუმ­რო­შიც და სახ­ლშიც. გა­და­ა­ატ­რი­ა­ლეს სახ­ლე­ბი, მა­მა­ჩე­მის პი­რა­დი მძღო­ლი ვინც არის, იმის სახ­ლში მი­ვიდ­ნენ და ამო­უ­ყი­რა­ვეს სახ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ჰყავს, წამ­ლე­ბი და­ა­ლე­ვი­ნა, ისე ინერ­ვი­უ­ლეს. ფილმში მგო­ნია თავი გუ­შინ­დე­ლი დღის მერე",- აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სოსო გო­გაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩხრე­კა ჩა­ტარ­და აჭა­რა­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლი, ნინო გო­გაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Xx
2

რაც მეტს ილაპარაკებ მით მეტს დაუშავებ თავს

ეხ!!
0

ეხლა ბატონო გოგაშვილო შენც გამოაქვეყნე საიდან იშოვე ამდენი ქონება.. მთაში , ბარში, ზღვაზე სახლები საინტერესოა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა..." - სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების მომენტს იხსენებს

"რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა..." - სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების მომენტს იხსენებს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა.

„დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

მან სოსო გოგაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა".

"ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო, ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს, აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"თქვენს არხებზეც იყო, საპარტიარქოს რომ უსმენდნენ...“,- განმარტავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

გარდა ამისა, მან საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისსა და კახეთში.

"საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც. გადააატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს. ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის მერე",- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

ნახეთ ასევე: