მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?
"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი გო­გაშ­ვი­ლი მათ ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე წერს, რა დრო­საც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო გო­გაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ჩემი ოჯა­ხის გვერ­დით არ ვი­ყა­ვი, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და­ვა­ლე­ბით ჩემს სახ­ლში შე­ვარ­დნენ ია­რა­ღე­ბით, შე­ა­ში­ნეს ჩემი 10 წლის ძმა, დე­და­ჩე­მი…. და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვნა­ხუ­ლობ დე­და­ჩე­მის ვი­დე­ოს რო­გორ ყვი­რის რომ არ ეს­რო­ლონ... ღმერ­თს ვთხოვ, ჩემს ოჯახს ძალა მის­ცეს და თქვენ რომ პა­სუხს აგებთ აუ­ცი­ლებ­ლად, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა!" - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან გა­ავ­რცე­ლა "ლა­ი­ვის" კად­რე­ბი. რო­გორც ვი­დე­ო­დან ირ­კვე­ვა მას­თან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, სახ­ლი­დან მათ კომ­პი­უ­ტე­რი და "ვა­ი­ფა­ის" მო­წყო­ბი­ლო­ბა წა­ი­ღეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, სოსო გო­გაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ჩანს, რომ გო­გაშ­ვი­ლის სახ­ლში სპეც­რაზ­მე­ლის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი შე­ვიდ­ნენ და ის და­ა­კა­ვეს. "სპე­ცო­პე­რა­ცია მო­მი­წყო გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, ვა­ი­მე, დედა, რას აკე­თე­ბენ... ბავ­შვი ის­ტე­რი­კა­ში ჩა­მი­ვარ­და", - ის­მის ვი­დე­ო­ში ქა­ლის ხმა.

გო­გაშ­ვი­ლი წერ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც "შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას" გა­დას­ცა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ (უც­ნო­ბი) აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბით იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში სა­უ­ბა­რი იყო სოსო გო­გაშ­ვილ­ზეც.

სოსო გო­გაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ტო­ვა. ის სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ 2015-2018 წლებ­ში მუ­შა­ობ­და. 2014 წელს შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი იყო. გო­გაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, რა დრო­საც 19 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი მოკ­ლეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
41
0

თავი არ გაქვს გამოსაყიფი და რამდენს ბედავ.

ნატა
0

მაჩალიკაშვილს რას ერჩოდა, ხოდა დროა აგოს პასუხი..

ავტორი:

"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?

"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინი გოგაშვილი მათ ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე წერს, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი დააკავეს.

"ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დავალებით ჩემს სახლში შევარდნენ იარაღებით, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა, დედაჩემი…. და სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს როგორ ყვირის რომ არ ესროლონ... ღმერთს ვთხოვ, ჩემს ოჯახს ძალა მისცეს და თქვენ რომ პასუხს აგებთ აუცილებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება!" - წერს ნინი გოგაშვილი, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი ბინიდან გაავრცელა "ლაივის" კადრები. როგორც ვიდეოდან ირკვევა მასთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, სახლიდან მათ კომპიუტერი და "ვაიფაის" მოწყობილობა წაიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დაკავებულია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გოგაშვილის სახლში სპეცრაზმელის ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ის დააკავეს. "სპეცოპერაცია მომიწყო გრიგოლ ლილუაშვილმა, ვაიმე, დედა, რას აკეთებენ... ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა", - ისმის ვიდეოში ქალის ხმა.

გოგაშვილი წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

იხილეთ ასევე: