საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს" - რა თქვა ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე?
"მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს" - რა თქვა ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე?

მკვლე­ლო­ბა არ ჩა­მი­დე­ნია, სი­ყალ­ბე რაც იყო ამ საქ­მე­ში, თა­ვი­დან­ვე მოვ­ყე­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ყალ­ბეს. წა­მა­ლი ჩა­მი­დეს, ცხოვ­რე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, - ამის შე­სა­ხებ ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ბექა ლა­ტა­რი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვით სარ­გებ­ლო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"არ ჩა­მი­დე­ნია მკვლე­ლო­ბა, სი­ყალ­ბე რაც იყო ამ საქ­მე­ში, თა­ვი­დან­ვე მოვ­ყე­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ყალ­ბეს. წა­მა­ლი ჩა­მი­დეს, ცხოვ­რე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ და ამი­ღეს ანა­ლი­ზე­ბი, რო­მელ­შიც ნარ­კო­ტი­კის შემ­ცვლო­ბა არ ყო­ფი­ლა. 9 თვეა, რაც პრო­ცე­სებ­ზე დავ­დი­ვარ, ხალ­ხს ვხვდე­ბი, მხო­ლოდ მე არ ვარ ასე”, - აღ­ნიშ­ნა ბექა ლა­ტა­რი­ამ.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ლე­ვან რა­ჯა­ვის თქმით, ის აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა.

"შე­მოც­ვივ­დნენ, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი, სად შე­მეძ­ლო [პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის] წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, და­ვი­ბე­ნი და ეს ყო­ვე­ლი­ვე მოჰ­ყვა. უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, ნარ­კო­ტი­კიც არ მქო­ნია, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც არ გა­მი­წე­ვია”, - გა­ნა­ცხა­და რა­ჯავ­მა.

ცნო­ბის­თვის, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე 18 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ვი და­ა­კა­ვეს.

ბექა ლა­ტა­რი­ას ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი.

ბი­ძი­ნა ხა­სი­ას გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და.

ლე­ვან რა­ჯავს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბო­და.

ტტ
0

ამას წესით ციხიდან არუნდა გამოასუნინო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს" - რა თქვა ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე?

"მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს" - რა თქვა ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე?

მკვლელობა არ ჩამიდენია, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ლატარიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განაცხადა.

"არ ჩამიდენია მკვლელობა, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ და ამიღეს ანალიზები, რომელშიც ნარკოტიკის შემცვლობა არ ყოფილა. 9 თვეა, რაც პროცესებზე დავდივარ, ხალხს ვხვდები, მხოლოდ მე არ ვარ ასე”, - აღნიშნა ბექა ლატარიამ.

კიდევ ერთი ბრალდებული ლევან რაჯავის თქმით, ის აღნიშნულ საქმეში უდანაშაულოა.

"შემოცვივდნენ, გაურკვევლობაში ვიყავი, სად შემეძლო [პოლიციელისთვის] წინააღმდეგობის გაწევა, დავიბენი და ეს ყოველივე მოჰყვა. უდანაშაულო ვარ, ნარკოტიკიც არ მქონია, წინააღმდეგობაც არ გამიწევია”, - განაცხადა რაჯავმა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.