საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სენატში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შეიტანეს - რას გულისხმობს და რის განხორციელებას ითვალისწინებს  საკანონმდებლო აქტი
აშშ-ის სენატში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შეიტანეს - რას გულისხმობს და რის განხორციელებას ითვალისწინებს  საკანონმდებლო აქტი

12 ივ­ლისს აშშ-ის სე­ნატ­ში ინი­ცირ­და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შავი ზღვის რე­გი­ონ­თან მი­მარ­თე­ბით სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას ავა­ლებს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის სე­ნა­ტო­რებ­მა ჯინ შა­ჰინ­მა (დე­მოკ­რა­ტი - ნიუ ჰემფში­რი) და მიტ რომ­ნიმ (რეს­პუბ­ლი­კე­ლი - იუტა) სე­ნატ­ში წა­რად­გი­ნეს ორ­პარ­ტი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის აქტი.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვარ­თან, რუ­სე­თის მიერ 2014 და 2022 წლებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში, ხოლო 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ხედ­რო შეჭ­რის შემ­დგომ, შავი ზღვის რე­გი­ო­ნი მზარ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის ზო­ნად რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შავი ზღვის რე­გი­ო­ნის, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვას, რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თი­სა და თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, რუ­მი­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის ზრდას და ასე­ვე, ხაზს უს­ვამს რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­თან აშშ-ის მჭიდ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ამ კუ­თხით, დო­კუ­მენ­ტი ეხ­მა­უ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა ან რუ­მი­ნეთ­ში აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის გახ­სნას.

სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უსაფრ­თხო­ე­ბის აქტი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა. კერ­ძოდ, აქ­ცენ­ტი რე­გი­ონ­ში რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლის, რუ­სე­თის ენერ­გო რე­სურ­სებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის ზრდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე კეთ­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად გრძელ­ვა­დი­ა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რაც აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე მათი მუდ­მივ და მდგრად ყოფ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა და მხარს უჭერს ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის 3 ზღვის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ად­რი­ა­ტი­კის, ბალ­ტი­ი­სა და შავ ზღვას შო­რის სატ­რან­სპორ­ტო, ენერ­გე­ტი­კუ­ლი და ციფ­რუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნას­პონ­სო­რე­ბი არი­ან აშშ-ის სე­ნა­ტო­რე­ბი ტომ თი­ლი­სი (რეს­პუბ­ლი­კე­ლი - ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნი ), ქრის ქუნ­სი (დე­მოკ­რა­ტი - დე­ლა­ვე­რი), სე­ნა­ტო­რი რო­ჯერ უი­კე­რი (რეს­პუბ­ლი­კე­ლი - მი­სი­სი­პი) და სე­ნა­ტო­რი ბენ კარ­დი­ნი (დე­მოკ­რა­ტი - მე­რი­ლენ­დი).

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

ვფიქრობ ძალზე სასარგებლო და დროული ინიციატივაა და რაც მალე ამოქმედდება მით უკეთესი, ეკონომიკური თანამშრომლობა კი უმთავრესია

niko
0

მოლდოვას გასასვლელი გაუჩნდა ზღვაზე? ;)

ავტორი:

აშშ-ის სენატში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შეიტანეს - რას გულისხმობს და რის განხორციელებას ითვალისწინებს  საკანონმდებლო აქტი

აშშ-ის სენატში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შეიტანეს - რას გულისხმობს და რის განხორციელებას ითვალისწინებს  საკანონმდებლო აქტი

12 ივლისს აშშ-ის სენატში ინიცირდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკანონმდებლო აქტი, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი.

"კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას.

სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება. დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს.

კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება.

აღნიშნული კანონპროექტის თანასპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).