სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" მაგიდებს აყირავებს... თელავშიც ცალსახად დავალება იყო - ჩავედით მწერალი, ყოფილი მინისტრი, მსახიობი და რა საჭირო იყო ეს ისტერიკა?" - ბუღაძე
"ოცნება" მაგიდებს აყირავებს... თელავშიც ცალსახად დავალება იყო - ჩავედით მწერალი, ყოფილი მინისტრი, მსახიობი და რა საჭირო იყო ეს ისტერიკა?" - ბუღაძე

მწე­რალ ლაშა ბუ­ღა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თე­ლავ­ში გუ­შინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რა დრო­საც ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­სუ­ლი თე­ლა­ვის მუ­ზე­უმ­ში საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა არ შე­უშ­ვეს, "ცალ­სა­ხა და­ვა­ლე­ბა" იყო.

რო­გორც ბუ­ღა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე დახ­ვდნენ, აბ­სურ­დუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ.

"თე­ლავ­ში ცალ­სა­ხად იყო და­ვა­ლე­ბა. ეს იყო ძა­ლი­ან ხე­ლოვ­ნუ­რი. თე­ლა­ვის მუ­ზე­უმ­ში ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ად­რეც მქო­ნია ლექ­ცია, წინ დაგ­ვიდ­გნენ თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი (ერთ-ერთი ყო­ფი­ლა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეც). აქ­ტი­ვი კი არა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იყ­ვნენ. ჰქონ­დათ აბ­სურ­დუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იყო ბუკა პეტ­რი­აშ­ვილ­ზე, რომ დაგ­ვეგ­მო ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. მათ­გან ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ თქვა, ერეკ­ლე მე­ო­რე არის ჩემი პა­პაო. ამ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვინც იქ იდ­გნენ, ზრდას­რუ­ლი, ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ და მქონ­და გან­ცდა, რომ უხერ­ხუ­ლო­ბა ჰქონ­დათ. მათი და­ვა­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო - ჩავ­დი­ვართ მწე­რა­ლი, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, დიპ­ლო­მა­ტი, მსა­ხი­ო­ბი, ვხვდე­ბით ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც შიგ­ნით გვე­ლოდ­ნენ და რა სა­ჭი­რო იყო ასე­თი ის­ტე­რი­კა? შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს იყოს ბუ­ნებ­რი­ვი“,- გა­ნა­ცხა­და ლაშა ბუ­ღა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ბუ­ღა­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" რე­ა­ლუ­რად საქ­მის კე­თე­ბა არ უნდა და "მა­გი­დებს" აყი­რა­ვებს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რე­ა­ლუ­რად საქ­მის კე­თე­ბა არ უნდა. 12 პუნ­ქტი არ­სე­ბობს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის, მე და ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი ვუშ­ლით ხელს? და­ი­წყონ, რას ელო­დე­ბი­ან? 160 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო გა­მო­სუ­ლი 20 ივ­ნისს, 3-შიც გა­მო­ვა. ეს ხალ­ხი არ გაქ­რე­ბა. 85% უჭერს მხარს ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. და­ი­წყონ საქ­მის კე­თე­ბა. კომ­პრო­მი­სიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დიდი იდე­ე­ბის გამო კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­დეთ. აბ­სურ­დია, რომ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტია სა­ჭი­რო, რათა ქარ­თუ­ლად მო­სი­ა­რუ­ლე პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ისა­უბ­რონ, მაგ­რამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­გი­დებს აყი­რა­ვებს სი­მუ­ლა­ცი­ე­ბით, პრო­პა­გან­დით. ახლა პო­ზაც კი აღარ აქვთ, რომ საქ­მი­ა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­უქ­მნან მა­ყუ­რე­ბელს. უკვე იგი­ნე­ბი­ან, ილან­ძღე­ბი­ან, ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს რომ თავს და­ეს­ხმე­ბი, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში, რო­მელ კულ­ტუ­რა­ზეა სა­უ­ბა­რი?“- გა­ნა­ცხა­და ლაშა ბუ­ღა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Keke
0

ოცბება დიდხანს გითმინათ, საკმარისია, ქვეყნის მტრებო, იუდებო!!!

არა, მწერალო ლაშა?
10

 ტელევიზიის დამფუძნებელი რომ ამერიკის საელჩოში დედას შეგაგინებს, კი არ უნდა ავარდე, ფინთი გოიმივით, - უნდა გაუღიმო, ხელი გადაჰხვიო, სულ ასე ღიმილ-ღიმილით გაიყვანო საელჩოს ტერიტორიიდან და... სიგრძე სიგანედ მისცე!!! - ვისწავლოთ ჩხუბის კულტურა, ბოლოს და ბოლოს, თორემ აღარ მიგვიღებენ ევროკავშირში და შევრცხვებით რეგიონული მასშტაბით!..!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ოცნება" მაგიდებს აყირავებს... თელავშიც ცალსახად დავალება იყო - ჩავედით მწერალი, ყოფილი მინისტრი, მსახიობი და რა საჭირო იყო ეს ისტერიკა?" - ბუღაძე

"ოცნება" მაგიდებს აყირავებს... თელავშიც ცალსახად დავალება იყო - ჩავედით მწერალი, ყოფილი მინისტრი, მსახიობი და რა საჭირო იყო ეს ისტერიკა?" - ბუღაძე

მწერალ ლაშა ბუღაძის განცხადებით, თელავში გუშინ მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ლექციის ჩასატარებლად მისული თელავის მუზეუმში საკრებულოს წევრებმა არ შეუშვეს, "ცალსახა დავალება" იყო.

როგორც ბუღაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, ადამიანებს, რომლებიც ადგილზე დახვდნენ, აბსურდული მოთხოვნები ჰქონდათ.

"თელავში ცალსახად იყო დავალება. ეს იყო ძალიან ხელოვნური. თელავის მუზეუმში ბატონის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც ადრეც მქონია ლექცია, წინ დაგვიდგნენ თელავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები (ერთ-ერთი ყოფილა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც). აქტივი კი არა, თანამდებობის პირები იყვნენ. ჰქონდათ აბსურდული მოთხოვნები, განსაკუთრებული აქცენტი იყო ბუკა პეტრიაშვილზე, რომ დაგვეგმო ლევან ბერძენიშვილი. მათგან ერთმა ახალგაზრდამ თქვა, ერეკლე მეორე არის ჩემი პაპაო. ამ ადამიანებში, ვინც იქ იდგნენ, ზრდასრული, ხანდაზმული ადამიანებიც იყვნენ და მქონდა განცდა, რომ უხერხულობა ჰქონდათ. მათი დავალება ხელოვნური და არაადეკვატური იყო - ჩავდივართ მწერალი, ევროინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, დიპლომატი, მსახიობი, ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც შიგნით გველოდნენ და რა საჭირო იყო ასეთი ისტერიკა? შეუძლებელია ეს იყოს ბუნებრივი“,- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

გარდა ამისა, ბუღაძის თქმით, "ქართული ოცნებას" რეალურად საქმის კეთება არ უნდა და "მაგიდებს" აყირავებს.

"ქართულ ოცნებას" რეალურად საქმის კეთება არ უნდა. 12 პუნქტი არსებობს რეკომენდაციების, მე და ბუკა პეტრიაშვილი ვუშლით ხელს? დაიწყონ, რას ელოდებიან? 160 ათასი ადამიანი იყო გამოსული 20 ივნისს, 3-შიც გამოვა. ეს ხალხი არ გაქრება. 85% უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. დაიწყონ საქმის კეთება. კომპრომისიც მნიშვნელოვანია. მე მოწადინებული ვარ, რომ დიდი იდეების გამო კომპრომისზე წავიდეთ. აბსურდია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტია საჭირო, რათა ქართულად მოსიარულე პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთმანეთთან ისაუბრონ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაგიდებს აყირავებს სიმულაციებით, პროპაგანდით. ახლა პოზაც კი აღარ აქვთ, რომ საქმიანი შთაბეჭდილება შეუქმნან მაყურებელს. უკვე იგინებიან, ილანძღებიან, ტელევიზიის დამფუძნებელს რომ თავს დაესხმები, ამერიკის საელჩოში, რომელ კულტურაზეა საუბარი?“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.