სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ" - ქადაგიშვილი
"ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ" - ქადაგიშვილი

ოპო­ზი­ცი­ას მო­ვუ­წო­დებ, ქუჩა-ქუჩა სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად, პარ­ლა­მენ­ტში იმუ­შა­ონ ამ პა­კე­ტის (ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნე­ბის) შე­სას­რუ­ლებ­ლად, - ასე პა­სუ­ხობს საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას არ აპი­რებს.

ამას­თან, ქა­და­გიშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დებს, რომ ნუ­რა­ვინ სპე­კუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცეს­თან და­ახ­ლო­ე­ბით და ამ პრო­ცესს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის ასა­რე­ვად ნუ იყე­ნებს.

“ამ პა­კე­ტის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ოპო­ზი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა უნდა გა­დად­გეს, ეს არის "თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი", რაც ოპო­ზი­ცი­ამ მო­ი­ფიქ­რა. ჩვენ 2020 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მათ ერთ რა­მეს ვთა­ვა­ზობთ, რომ თავი და­ა­ნე­ბონ კონფრონ­ტა­ცი­ულ და რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნა­რებს და პარ­ლა­მენ­ტში მო­ვიდ­ნენ არა დე­ბო­შის ასა­ტე­ხად, არა­მედ იმ კა­ნო­ნებ­ზე სა­მუ­შა­ოდ, რო­მელ­საც ეს პა­კე­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს,"- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ის "ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბი­დან" ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­მე­ბის მი­საღ­წე­ვად და მათი რი­ტო­რი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, ამ მიზ­ნის ტორ­პე­დი­რე­ბა არ მოხ­დეს ოპო­ზი­ცი­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე."

"არი­ან ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას ცდი­ლო­ბენ, კან­დი­და­ტო­ბა იმ შუ­ა­შია, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ ძა­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო ის მო­მენ­ტი, რომ რუ­სეთ­თან პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა დაგ­ვა­ახ­ლო­ებ­და ევ­რო­პას", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ln
2

სად არის იაფი ფული, დაბალი პროცენტები, განახევრებული კომუნალური გადასახადები და ა.შ. რაც დაგვპირდით 2012-ში

ნეტა
2

ეს გამსახურდიას ხელისუფლების დროს რას აკეთებდა?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ" - ქადაგიშვილი

"ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ" - ქადაგიშვილი

ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში იმუშაონ ამ პაკეტის (ევროკომისიის მოთხოვნების) შესასრულებლად, - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

ამასთან, ქადაგიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებს.

“ამ პაკეტის მიღებისთანავე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის "თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი", რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. ჩვენ 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ, რომ თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს და პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომელსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის "ქართულო ოცნებიდან" ოფიციალურად წასული დეპუტატების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს სტრატეგიული მიზმების მისაღწევად და მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, ამ მიზნის ტორპედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე."

"არიან ძალები, რომლებიც გამუდმებით საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, კანდიდატობა იმ შუაშია, რომ გარკვეულწილად ამ ძალების პროვოცირებული იყო ის მომენტი, რომ რუსეთთან პროვოკაციული ჩართულობა დაგვაახლოებდა ევროპას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.