მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძის განცხადება  აგებულია სიცრუეზე" - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს  სტატუსის არმიღებით არცერთი ცენტი არ დაუკარგავს
"კობახიძის განცხადება  აგებულია სიცრუეზე" - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს  სტატუსის არმიღებით არცერთი ცენტი არ დაუკარგავს

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და აგე­ბუ­ლია სიც­რუ­ე­ზე - კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი იღებ­დნენ დი­დძალ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, 11 პროგ­რა­მა მუ­შა­ობს და არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­თვის 14 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბით, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ აპი­რებს იმ პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა და­უ­სა­ხა ქვე­ყა­ნას.

"ოპო­ზი­ცი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ადეკ­ვა­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი, დრო­ე­ბი­თი სა­ხალ­ხო მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის, რო­მე­ლიც შეძ­ლებს სწრა­ფი ტემ­პით გა­ა­ტა­როს ეს რე­ფორ­მე­ბი. ეს არის კონ­სენ­სუს­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა პარ­ტია, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი პარ­ტია, ამ მთავ­რო­ბას ამ­ტკი­ცებს პარ­ლა­მენ­ტი და ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის კუ­თხით სა­კი­თხის დას­მა არ არის ლო­გი­კუ­რი, - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, რომ კან­დი­და­ტი, პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი და ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბი ზუს­ტად იდენ­ტუ­რი ფორ­მუ­ლით იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­გან და "არ­ცერ­თი ევრო-ცენ­ტი არ და­უ­კარ­გავს სა­ქარ­თვე­ლოს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

რომან, ეს მერამდენედ ცდილობ ქვეყნის აყირავებას? ერთი რამე დაასახელე რაც საქართველოსათვის კარგი გაგიკეთებია.

ლევანი
0

თქვენი განცხადებებია სრული ჭეშმარიტება

ავტორი:

"კობახიძის განცხადება  აგებულია სიცრუეზე" - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს  სტატუსის არმიღებით არცერთი ცენტი არ დაუკარგავს

"კობახიძის განცხადება  აგებულია სიცრუეზე" - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს  სტატუსის არმიღებით არცერთი ცენტი არ დაუკარგავს

კობახიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და აგებულია სიცრუეზე - კანდიდატი ქვეყნები იღებდნენ დიდძალ ფინანსურ დახმარებას, 11 პროგრამა მუშაობს და არსებობს სპეციალური ფონდი კანდიდატი ქვეყნისთვის 14 მილიარდი ევროს ოდენობით, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კანდიდატის სტატუსზე.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს იმ პუნქტების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა ქვეყანას.

"ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულია ადეკვატური მექანიზმი, აბსოლუტურად ნეიტრალური, დროებითი სახალხო მთავრობის ფორმირების, რომელიც შეძლებს სწრაფი ტემპით გაატაროს ეს რეფორმები. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ყველა პარტია, მათ შორის მმართველი პარტია, ამ მთავრობას ამტკიცებს პარლამენტი და ლეგიტიმურობის კუთხით საკითხის დასმა არ არის ლოგიკური, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები ზუსტად იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას ევროკავშირისგან და "არცერთი ევრო-ცენტი არ დაუკარგავს საქართველოს".