საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება“ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა - კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები" - პაატა მანჯგალაძე
"არ ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება“ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა - კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები" - პაატა მანჯგალაძე

"არა­ვინ აპი­რებს რე­ვანშს, ულ­ტი­მა­ტუმს და შუ­რის­ძი­ე­ბას, არც ვამ­ბობთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ერ­თი­ა­ნად უნდა აღი­გა­ვოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ვას­რუ­ლოთ 12-ვე პუნ­ქტი, დავ­ნიშ­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი და ვი­საც ხალ­ხი მი­ან­დობს მან­დატს, იმან გა­ნაგ­რძოს ქვეყ­ნის მარ­თვა", - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია 3 ივ­ლი­სის აქ­ცი­ებ­ზე ბევ­რად მეტი მო­ქა­ლა­ქე მი­ვი­დეს, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში "ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც და­ფიქ­რდე­ბა, ხომ არ გა­და­ა­ყე­ნოს მთავ­რო­ბა და გა­უ­ნა­წი­ლოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს“.

"იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მთე­ლი რიგი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა. ასე­ვე დათ­ქმა, რომ მოხ­დეს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია და დე­პო­ლა­რი­ზა­ცია. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­თა­ვი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ი­წყებს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­დე­ბა პო­ლა­რი­ზე­ბის შემ­ცი­რე­ბაც. წარ­მოდ­გე­ნი­ლია აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ გა­დად­გე­ბა, ამის შემ­დეგ პრო­ტეს­ტი მი­ი­ღებს უფრო მწვა­ვე ხა­სი­ათს. არ მგო­ნია, ისი­ნი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხალ­ხის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად გა­დად­გნენ. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს ივა­ნიშ­ვილ­მა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია 3 ივ­ლისს ვი­ყოთ იმა­ზე ბევ­რად მეტ­ნი, ვიდ­რე წინა აქ­ცი­ებ­ზე ვი­ყა­ვით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც და­ფიქ­რდე­ბა ხომ არ გა­და­ა­ყე­ნოს მთავ­რო­ბა და გა­უ­ნა­წი­ლოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს.

არა­ვინ აპი­რებს რე­ვანშს, ულ­ტი­მა­ტუმს და შუ­რის­ძი­ე­ბას, არც ვამ­ბობთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ერ­თი­ა­ნად უნდა აღი­გა­ვოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ვას­რუ­ლოთ 12-ვე პუნ­ქტი, დავ­ნიშ­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი და ვი­საც ხალ­ხი მი­ან­დობს, მან­დატს იმან გა­ნაგ­რძოს ქვეყ­ნის მარ­თვა“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
41
0

100 არჩევნები რომ ჩაატაროთ თქვენი შედეგია: 0%

ქიტესა
6

პაატა მანჯგალაძე 2008-2009 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2009-2011 წლებში კი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი.

საინტერესოა როგორ იცავდა და აკონტროლებდა რესურსებს, კეზერაშვილმა როგორ იშოვნა ერთი მილიარდი აშშ დოლარი ?

ავტორი:

"არ ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება“ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა - კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები" - პაატა მანჯგალაძე

"არ ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება“ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა - კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები" - პაატა მანჯგალაძე

"არავინ აპირებს რევანშს, ულტიმატუმს და შურისძიებას, არც ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება“ ერთიანად უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები და ვისაც ხალხი მიანდობს მანდატს, იმან განაგრძოს ქვეყნის მართვა", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია 3 ივლისის აქციებზე ბევრად მეტი მოქალაქე მივიდეს, რადგან ამ შემთხვევაში "ივანიშვილი მართლაც დაფიქრდება, ხომ არ გადააყენოს მთავრობა და გაუნაწილოს ძალაუფლება ხალხს“.

"იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი აუცილებელია მთელი რიგი რეფორმების გატარება. ასევე დათქმა, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის სათავიდან ჩამოშორებას. თუ "ქართული ოცნება“ დაიწყებს დეოლიგარქიზაციის პროცესს, ავტომატურად მოხდება პოლარიზების შემცირებაც. წარმოდგენილია აქციაში მონაწილე საზოგადოების მიერ კონკრეტული გეგმა. თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, ამის შემდეგ პროტესტი მიიღებს უფრო მწვავე ხასიათს. არ მგონია, ისინი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხალხის მოთხოვნის მიუხედავად გადადგნენ. ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა. აუცილებელია 3 ივლისს ვიყოთ იმაზე ბევრად მეტნი, ვიდრე წინა აქციებზე ვიყავით. ამ შემთხვევაში, ივანიშვილი მართლაც დაფიქრდება ხომ არ გადააყენოს მთავრობა და გაუნაწილოს ძალაუფლება ხალხს.

არავინ აპირებს რევანშს, ულტიმატუმს და შურისძიებას, არც ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება“ ერთიანად უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები და ვისაც ხალხი მიანდობს, მანდატს იმან განაგრძოს ქვეყნის მართვა“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"