პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კი­ევ­ზე დღეს დი­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და” უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­ზე ან­ტონ გე­რაშ­ჩენ­კო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. გე­რაშ­ჩენ­კოს თქმით, ის 36 წლი­საა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

მა­ნამ­დე კი მაშ­ვე­ლებ­მა 8 წლის ბავ­შვი სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან კი­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის ოდე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტის ლე­სია ვა­სი­ლენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, აგ­რე­სო­რებ­მა სულ მცი­რე რვა რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს. უკ­რა­ი­ნის რა­დას კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტის, ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კოს თქმით კი, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კი­ე­ვის რე­გი­ო­ნი­სა და კი­ე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ 14 რა­კე­ტა იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმას გა­მო­ეხ­მა­უ­რა შვე­დე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი. მისი გან­ცხა­დე­ბით, ამ დი­ლის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა კი­ე­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნებ­ზე სხვა არა­ფე­რია, თუ არა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლი ეს­კა­ლა­ცია და სიგ­ნა­ლი გერ­მა­ნი­ა­ში დღეს მიმ­დი­ნა­რე „დიდი შვი­დე­უ­ლის“ შეხ­ვედ­რის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კიევზე დღეს დილით განხორციელებული რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპული მამაკაცის მეუღლე მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს. გერაშჩენკოს თქმით, ის 36 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა.

მანამდე კი მაშველებმა 8 წლის ბავშვი სახლიდან გამოიყვანეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხვადასხვა ცნობები ვრცელდება რუსეთის მხრიდან კიევის მიმართულებით გაშვებული რაკეტების ოდენობასთან დაკავშირებით. უკრაინელი დეპუტატის ლესია ვასილენკოს განცხადებით, აგრესორებმა სულ მცირე რვა რაკეტა გაისროლეს. უკრაინის რადას კიდევ ერთი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით კი, წინასწარი მონაცემებით, კიევის რეგიონისა და კიევის წინააღმდეგ 14 რაკეტა იქნა გაშვებული.

აღნიშნულ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი. მისი განცხადებით, ამ დილის სარაკეტო თავდასხმა კიევის საცხოვრებელ უბნებზე სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული რუსული ესკალაცია და სიგნალი გერმანიაში დღეს მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისთვის.