პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.
"მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს - ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში მიღებული იყოს კანონი, რომელიც ავიწროვებს ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
არ უნდა მეანგლა აქ კომენტარში ქვემოთ ! რადგან კანონებს ეხება პრეზიდენტი , ვიტყვი, რომ ისინი ჩვენ არ გვივარგა ! ისინი, კონსტიტუციიანად და კოდექსებით, ორგანული კანონებით, კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებიანად სახელმწიფოს ფუნქციიდან გამომდინარეობენ ! ჩვენი სახელმწიფოს ფუნქცია კი დასავლურებისაგან განსხვავებით,საკუთარ მოქალაქეებს რომ სახელმწიფოსაგან იცავენ, აქ საკუთარი მოქალაქეების რეპრესია ექსპროპრიაციითაა დაკავებული, ტოტალური კონტროლი, აკრძალვა, ხელოვნური დარღვევების გამოგონება და მათი დარღვევისათვის უსასტიკესი დასჯა , ან საპროცესო გარიგებით , განუსაზღვრელი სახეობის და ოდენობის ჯარიმებით, ან სულაც ქრთამით პატიება ! ვუტრირებ ? არა ბატონო ამხანაგებო , დიახ ამხანაგებო , რადგან პროსაბჭოთაა ჩვენი ის სამართლის სისტემა, რომელიც აი იმ ფუნქციას ამაგრებს , ამას აქვს მთავარი და დიდი ხნის წინ გაუფასიურებული მთავარი პრინციპი საფუძვლად -"სახელმწიფო ყოველთვის მართალია " , მოგეხსენებათ სახელმწიფო არ არის სულიერი და წერა კითხვა , ლაპარაკი არ იცის, ამას მისი სახელით სახელმწიფო თანამდებობის პირი აკეთებს და უმეტეს შემთხვევაში მიკერძოებულია და სულაც არ არის ყოველთვის მართალი , ეს საბჭოთა გადმონაშთია , რომელსაც თავდაპირველად კლასობრივი მტრის წინაღმდეგ იყენებდა მმართველი ბოლშევიკური , ანუ ყაჩაღური ძალა, იმ კლასობრივი მტრის განადგურების შემდეგ კი ხალხის წინააღმდეგ , ხალხი გახდა "სახელმწიფოს მტერი"-ის "იპარავდა, მავნებლობდა , ანგრევდა და იტაცებდა სახელმწიფო სოციალისტურ საკუთრებას", ახლა კი ყველაფერი ვითომ კერძოა , მაინც იმ სახელმწიფო ქონებას და სახსრებს იცავს საელმწიფო ისევ ხალხისაგან, ხალხს კი არავინ იცავს , დაუცველია , რეპრესირებული და ექსპროპრირებული იმ პრინციპს ამოფარებული სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ -ეს გვიწერიაკანონებში, ამიტომ ხვითოც რომ დასვა იქ ზემოთ, მაინც სისტემა იმუშავებს , ის მანკიერია და შესაცვლელია, სახელმწიფო თანამდებობის პირი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე, დღეს არ არის , რატომ და არჩევნები ყალბდება, სია ხარვეზიანია, რეფერენდუმი არ ტარდება და ანგარიშს როგორ ჩააბარებს ხალხს ხელისუფალი, პლებისციტი არავის სჭირდება ხალხის აზრის გასაგებად , არაა ეგ საინტერესო ! ძალიან მძიმე თემაა და არ უნდა მეანგლა, იქ ქვემოთ !
ამის შემდეგ კარტოფილი დარგე, ასეთი წესია