საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი" - ღარიბაშვილი ხაბეიშვილს
"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი" - ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

"ნუ ყვი­რი, არაფ­რის მაქ­ნი­სი ხარ, სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნი ხარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მა­ნი­ა­კე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი", - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევრ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რომ­ლის თქმით, 2008 წლის ომის დროს "მი­წა­ზე მო­ფორ­თხი­ა­ლე ე.წ. მთა­ვარ­სარ­და­ლი, გა­მოქ­ცე­უ­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და გაქ­ცე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ვი­ხი­ლეთ“.

"რო­მე­ლი გარ­ბო­და? ერთი გვა­რი და­ა­სა­ხე­ლე ვინ გა­იქ­ცა და პი­რა­დად შენ სად იყა­ვი აგ­ვის­ტოს ომის დროს“, - მი­მარ­თეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს.

თა­ვის მხრივ, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მათ მო­უ­წო­და, რომ ასე­თი დე­პუ­ტა­ტე­ბის გვა­რე­ბი ათე­უ­ლო­ბით არ­სე­ბობს.

"ნუ ყვი­რი, წყნა­რად იყა­ვი მანდ, მიბ­რძან­დი გა­რეთ. ერთი კი არა, ათე­უ­ლო­ბით გვა­რი არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ნუ ყვი­რი, არაფ­რის მაქ­ნი­სი ხარ, სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნი ხარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მა­ნი­ა­კე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მა­ნამ­დე, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "გვინ­და თუ არ გვინ­და, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ეხე­ბა“.

"ჩვენ რუ­სეთ­თან გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს. გვინ­და თუ არ გვინ­და, ეს არის რე­ა­ლო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ 2012 წლამ­დე ეს ურ­თი­ერ­თო­ბა აღედ­გი­ნათ, დღეს კი აკ­რი­ტი­კე­ბენ. ომი ტრა­გე­დია და უბე­დუ­რე­ბა იყო, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ და რა სირ­ცხვი­ლიც ვნა­ხეთ, ამა­თი მი­წა­ზე მო­ფორ­თხი­ა­ლე ე.წ. მთა­ვარ­სარ­და­ლი, გა­მოქ­ცე­უ­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და გაქ­ცე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი. ქვეყ­ნი­დან გარ­ბო­დით“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგო
0

დაგიბერდა ენა.....

უვიცი
6

კარგი რა ირაკლი, ასეც არ შეიძლება. რა გამოდის რომ რუსეთი გვინდა? თუ რას გვეუბნები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი" - ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი" - ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს.

პლენარულ სხდომაზე ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმით, 2008 წლის ომის დროს "მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები ვიხილეთ“.

"რომელი გარბოდა? ერთი გვარი დაასახელე ვინ გაიქცა და პირადად შენ სად იყავი აგვისტოს ომის დროს“, - მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს.

თავის მხრივ, ღარიბაშვილმა მათ მოუწოდა, რომ ასეთი დეპუტატების გვარები ათეულობით არსებობს.

"ნუ ყვირი, წყნარად იყავი მანდ, მიბრძანდი გარეთ. ერთი კი არა, ათეულობით გვარი არის დაფიქსირებული. მე თბილისში ვიყავი, ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ღარიბაშვილმა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ეხება“.

"ჩვენ რუსეთთან გვაქვს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ 2012 წლამდე ეს ურთიერთობა აღედგინათ, დღეს კი აკრიტიკებენ. ომი ტრაგედია და უბედურება იყო, რაც გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები. ქვეყნიდან გარბოდით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: