მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით..." - რა წერილი გამოუგზავნა სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს: პრემიერი მადრიდის სამიტზე მიიწვიეს
"უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით..." - რა წერილი გამოუგზავნა სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს: პრემიერი მადრიდის სამიტზე მიიწვიეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა მად­რი­დის სა­მიტ­ზე მი­იწ­ვია.

რო­გორც იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის მო­საწ­ვევ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ებ­ში აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

"მოგ­მარ­თავთ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მიტ­ზე მოწ­ვე­ვით, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ მად­რიდ­ში 28-30 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად, მინ­და გთხო­ვოთ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბე­ბის მე­თა­ურ­თა დო­ნე­ზე გა­მარ­თულ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სპე­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რას და­ეს­წროთ 29 ივ­ნი­სის ნა­შუ­ა­დღევს. ხსე­ნე­ბულ შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე მო­ვიწ­ვიე ავ­სტრა­ლი­ის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ფი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი, ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი.უდა­ვოდ გა­დამ­წყვეტ დროს ვიკ­რი­ბე­ბით. უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვით რუ­სეთ­მა ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბა და­ამ­სხვრია.

გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა ახლა ხე­ლახ­ლა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, თან ამ უსა­მარ­თლო და არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ომის შე­დე­გი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის მიღ­მაც შე­იგ­რძნო­ბა. რუ­სე­თი და სხვა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ძა­ლე­ბი გა­მოწ­ვე­ვებს უქ­მნი­ან წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს. ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მყი­სი­ე­რი პა­სუ­ხი რუ­სე­თის ბრუ­ტა­ლუ­რი აგ­რე­სი­ის მი­მართ შთამ­ბეჭ­და­ვია, თან ერ­თო­ბა­სა და სო­ლი­და­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.ჩვენ დის­კუ­სი­ებ­ში აქ­ცენ­ტი უნდა გა­ვა­კე­თოთ გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა ჩი­ნე­თის მზარდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე და გავ­ლე­ნის არე­ალ­ზე, ასე­ვე ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში მის შე­დე­გებ­ზე. მად­რი­დის სა­მიტ­ზე მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმდე­ბა ახალ სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც ალი­ან­სის საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის გან­სა­ზღვრას მო­ახ­დენს უფრო სა­ში­ში და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სამ­ყა­რო­სად­მი ალი­ან­სის შე­სამ­ზა­დებ­ლად.

ხსე­ნე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ით მოხ­დე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კის გან­მტკი­ცე­ბა რუ­სე­თის მი­მართ, სა­ერ­თო სა­ფუძ­ვე­ლი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჩი­ნე­თი­დან მომ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გან­მტკიც­დე­ბა ჩვე­ნი მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა ყვე­ლა საფრ­თხეს­თან მი­მარ­თე­ბით ყვე­ლა მო­კავ­ში­რის და­სა­ცა­ვად. მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენს ხილ­ვას მად­რიდ­ში!“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

კავკასია მიჩნეულია გამუდმებული ომების და ჯანყის ტერიტორიად, უნდა იყოს კი საერთაშორისო მშვიდობიანი თანამშრომლობის ბუნებრივი აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი მშრალი ხიდი, მშრალი სრუტე , ეკონომიკური ზონა, რასაც მიყვება კულტურული და დემოკრატიული ღირებულებების დაახლოება , ამ ყველაფრის გარანტად უნდა გამოვიდნენ დასავლეთის და აღმოსავლეთის უდიდესი ქვეყნები, ცხადია რუსეთიც, ანალოგი სამასი წელია არსებობს-სუეცის არხი ! სხვებიცაა , პანამის მაგალითად , კიდევაა სხვაგან, თავად ევროპაშიცაა ასეთი არხი სადღაც შვედეთსა და ფინეთს შორის, სულ ომი იყო, სანამ არ მიხვდნენ, რომ რადგან ყველას სჭირდება და სარგებელი მოაქვს , ერთად დაიცვან მშვიდობა და აღმშენებლობა !

ხოო
9

აღარ იციან საიდან შემოგვიარონ ,

მოთმინებითა შენითა მოიპოვე სასუფეველი შენი . ...

ბეწვის ხიდია და უნდა გაიარო , 

ავტორი:

"უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით..." - რა წერილი გამოუგზავნა სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს: პრემიერი მადრიდის სამიტზე მიიწვიეს

"უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით..." - რა წერილი გამოუგზავნა სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს: პრემიერი მადრიდის სამიტზე მიიწვიეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია.

როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე.

"მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი.უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია.

გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს.ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერესებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად.

ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“, - აღნიშნულია წერილში.