მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მისი პირადი სივრცეა..." - როგორ ეხმაურება კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტს 20 ივნისის აქციაზე?
"ეს მისი პირადი სივრცეა..." - როგორ ეხმაურება კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტს 20 ივნისის აქციაზე?

ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს პი­რად სივ­რცე­ში აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის, კახა სამ­ხა­რა­ძის პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის, „შინ ევ­რო­პის­კენ“ მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა.

კა­ლა­ძის თქმით, გამ­გებ­ლის გან­ცხა­დე­ბა „შე­იძ­ლე­ბა მის­თვის მო­სა­წო­ნი არ იყო, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლია“.

"მე შე­იძ­ლე­ბა, ეს გან­ცხა­დე­ბა არ მო­მე­წო­ნა, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მო­ე­წო­ნა, ეს მისი პი­რა­დი სივ­რცეა და თა­ვის პი­რად სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნი რა­საც უნდა, იმას და­წერს. შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის არ იყო მო­სა­წო­ნი, თუმ­ცა, ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­ცუ­ლი, ჩვენ ეს 2012 წელს მო­ვა­ხერ­ხეთ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა მოხ­და, სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა.

შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის მო­სა­წო­ნი არ იყო, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის მო­სა­წო­ნი იყო, ვი­ღა­ცას კი­დევ უფრო არ მო­ე­წო­ნა, კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ან­და, მაგ­რამ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეს მისი პი­რა­დი სივ­რცეა. სი­ძულ­ვი­ლის ენა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ამა­ზე, როცა მი­თი­თე­ბებს გაძ­ლევს კონ­კრე­ტუ­ლად ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად სი­ბინ­ძუ­რის ნი­აღ­ვა­რი მო­დის, სი­ძულ­ვი­ლის ენა, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, ოჯახ­ზე შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, ოჯახ­ზე თავ­დას­ხმე­ბი მო­დის, რა თქმა უნდა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­უ­ღე­ბე­ლია, ამ ადა­მი­ა­ნებს ევ­რო­პას­თან და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან კავ­ში­რი არ აქვთ, რად­გან ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი იმის, რომ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ო­და, ამ ჩვე­ნე­ბას აღეჭ­ვი­ნებ­დნენ და აჭ­მევ­დნენ.

ესე­ნი იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ცი­ხი­დან გა­მოჰ­ყავ­და ხალ­ხი და მან­ქა­ნა­ზე გა­კო­ჭილს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, ესე­ნი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოჰ­ყავ­დათ ცი­ხი­დან და ბიზ­ნეს აფორ­მე­ბი­ნებ­დნენ, ესე­ნი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს ქუ­ჩა­ში ხო­ცავ­დნენ. რა თქმა უნდა, ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ არც დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, არც ევ­რო­პას­თან და არც ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს თა­ვის პი­რად სივ­რცე­ში თა­ვი­სი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს არის მისი პი­რა­დი სივ­რცე, შე­სა­ბა­მი­სად, მის პი­რად სივ­რცე­ში, რაც უნდა ის გა­უ­კე­თე­ბია.

მეც არ მომ­წონს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე რომ გად­მო­დი­ხართ თქვე­ნი სტა­ტუ­სე­ბით. არ მომ­წონს, როცა ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თა­ვი­ანთ მე­დი­ა­ში პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა­ზე რომ გად­მო­დი­ან. არ მომ­წონს რა თქმა უნდა და მი­უ­ღე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, რომ სი­ძულ­ვი­ლის ენას ვებ­რძო­ლოთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ვა­ჩე­როთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სამ­გო­რის გამ­გე­ბელ­მა კახა სამ­ხა­რა­ძემ გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის, „შინ ევ­რო­პის­კენ“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მო­იხ­სე­ნია. სა­მა­რა­ძის თქმით, "ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ა­ზე მი­ვიდ­ნენ, ს..-ები და ქვეყ­ნის მტრე­ბი არი­ან".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახას
0

პირად სივრცეში ხომ?..😁😁😁😁

ლელა
0

მერიაში, საკუთარ თანამშრომელებს რომ კრიტიკულ, ფეისბუქ პოსტებს აშლევინებენ, ეგ არ არის პირადი სივრცე?

ავტორი:

"ეს მისი პირადი სივრცეა..." - როგორ ეხმაურება კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტს 20 ივნისის აქციაზე?

"ეს მისი პირადი სივრცეა..." - როგორ ეხმაურება კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტს 20 ივნისის აქციაზე?

ყველა ადამიანს აქვს პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის პოზიციას, რომელმაც აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

კალაძის თქმით, გამგებლის განცხადება „შეიძლება მისთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია“.

"მე შეიძლება, ეს განცხადება არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როცა ხელისუფლების ცვლილება მოხდა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა.

შეიძლება ჩემთვის მოსაწონი არ იყო, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა, კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ეს მისი პირადი სივრცეა. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია და ამაზე, როცა მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები, ის ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად სიბინძურის ნიაღვარი მოდის, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფები, ოჯახზე შეურაცხყოფები, ოჯახზე თავდასხმები მოდის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისგან მიუღებელია, ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ მთავარი შემოქმედი იმის, რომ ადამიანს, რომელიც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭვინებდნენ და აჭმევდნენ.

ესენი იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ციხიდან გამოჰყავდა ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ესენი იყვნენ ადამიანები, ვისაც ადამიანები გამოჰყავდათ ციხიდან და ბიზნეს აფორმებინებდნენ, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ეს არის მისი პირადი სივრცე, შესაბამისად, მის პირად სივრცეში, რაც უნდა ის გაუკეთებია.

მეც არ მომწონს ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიხართ თქვენი სტატუსებით. არ მომწონს, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავიანთ სოციალურ ქსელში, თავიანთ მედიაში პირად შეურაცხყოფაზე და ბილწსიტყვაობაზე რომ გადმოდიან. არ მომწონს რა თქმა უნდა და მიუღებელია, შესაბამისად, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ გუშინ გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელად მოიხსენია. სამარაძის თქმით, "ადამიანები, რომლებიც აქციაზე მივიდნენ, ს..-ები და ქვეყნის მტრები არიან".