საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ
"გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ

„გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“ - მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი კამ­პა­ნია ბრუნ­დე­ბა. 22 ივ­ნი­სი ერიხ მა­რია რე­მარ­კის და­ბა­დე­ბის დღეა. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ მკი­თხველს აქ­ცი­ას „გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“ სთა­ვა­ზობს. შე­თა­ვა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში მათ რე­მარ­კის „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლის“ შე­ძე­ნა მის­თვის სა­სურ­ველ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბა. მსურ­ვე­ლე­ბი წიგ­ნის შე­ძე­ნას „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შეძ­ლე­ბენ.

პა­ლიტ­რა L-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი ტი­პის კამ­პა­ნი­ე­ბი კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

„გა­და­ი­ხა­დე, რამ­დე­ნიც გინ­და“ - ამ აქ­ცი­ით გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ხში­რად ანე­ბივ­რებს ერ­თგულ მკი­თხველს. ამ­ჯე­რად აქ­ცი­ას ერიხ მა­რია რე­მარ­კის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გთა­ვა­ზობთ. ავ­ტო­რის კარ­გად ნაც­ნობ წიგნ­ში "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე" გა­და­ი­ხა­დეთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც სა­მარ­თლი­ა­ნად მი­გაჩ­ნი­ათ. მსგავ­სი ტი­პის კამ­პა­ნი­ე­ბი ხელს უწყობს კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და გა­მომ­ცემ­ლო­ბა ცდი­ლობს, კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს ყვე­ლას­თვის. ზა­ფხულ­ში კი­დევ მეტ და სა­ინ­ტე­რე­სო კამ­პა­ნი­ას შევ­თა­ვა­ზებთ მკი­თხველს,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნე­ლი ავ­ტო­რის რე­მარ­კის წიგ­ნის აქ­ცი­ის პი­რო­ბე­ბით გა­ყიდ­ვით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. 22 ივ­ნისს 19:00-ზე ვა­კის პარ­კის „მულ­ტი­ში“ მდე­ბა­რე „პი­ა­ტო­ში“ რე­მარ­კის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა და პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რის სპი­კე­რი იქ­ნე­ბა მწე­რა­ლი და რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ ან­თა­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, „ნა­სეს­ხებ სი­ცო­ცხლეს“ მკი­თხვე­ლი მის­თვის სა­სურ­ველ ფა­სად შე­ი­ძენს, რე­მარ­კის სხვა წიგ­ნე­ბის ყიდ­ვა კი 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე, ისე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში. ფას­დაკ­ლე­ბა თვის ბო­ლომ­დე იმოქ­მე­დებს.

ერიხ მა­რია რე­მარ­კის რო­მა­ნებ­ში უმე­ტე­სად ასა­ხუ­ლია პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ომის შემ­დგო­მი გერ­მა­ნი­ის ცხოვ­რე­ბა და სა­ო­ცა­რი რე­ა­ლიზ­მით გად­მო­ცე­მუ­ლი მა­შინ­დე­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მწერ­ლის მდი­და­რი ბი­ოგ­რა­ფია მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო და მომ­ხიბ­ვლე­ლია. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მო­ას­წრო რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მის ცხოვ­რე­ბა­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია. სწო­რედ სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას გან­ცდი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად მის ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ე­ბებს.

რო­მა­ნი „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე“ გვიყ­ვე­ბა მომ­ნუს­ხვე­ლი გრძნო­ბე­ბით სავ­სე ტრა­გი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს, რომ­ლის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მრბო­ლე­ლი ალ­ფონ­სო დე პორ­ტა­გო გახ­ლდათ. ვნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია 1948 წელს ავ­ტორ­ბო­ლის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა.

არ გა­მო­ტო­ვოთ „პა­ლიტ­რა L-ის“ შე­თა­ვა­ზე­ბა და გა­და­ი­ხა­დეთ „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე­ში“ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც გინ­დათ. გთხოვთ, ქვი­თა­რი შე­ი­ნა­ხოთ აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე - თქვენ გე­ლით სი­ურპრი­ზე­ბი. მათ კი, ვინც 5 ლარს ან მეტს გა­და­იხ­დის, ად­გილ­ზე­ვე გა­და­ე­ცე­მათ სა­ჩუქ­რე­ბი.

ავ­ტო­რის სხვა წიგ­ნებს კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნეთ.

R

ავტორი:

"გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ

"გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კამპანია ბრუნდება. 22 ივნისი ერიხ მარია რემარკის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს აქციას „გადაიხადე რამდენიც გინდა“ სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მათ რემარკის „ნასესხები სიცოცხლის“ შეძენა მისთვის სასურველ ფასად შეეძლება. მსურველები წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ.

პალიტრა L-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის კამპანიები კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამ აქციით გამომცემლობა ,,პალიტრა L" ხშირად ანებივრებს ერთგულ მკითხველს. ამჯერად აქციას ერიხ მარია რემარკის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ. ავტორის კარგად ნაცნობ წიგნში ,,ნასესხები სიცოცხლე" გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ. მსგავსი ტიპის კამპანიები ხელს უწყობს კითხვის პოპულარიზაციას და გამომცემლობა ცდილობს, კლასიკოსი ავტორების შემოქმედება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ზაფხულში კიდევ მეტ და საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ მკითხველს,“ - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართველებისთვის საყვარელი გერმანელი ავტორის რემარკის წიგნის აქციის პირობებით გაყიდვით არ შემოიფარგლება. 22 ივნისს 19:00-ზე ვაკის პარკის „მულტიში“ მდებარე „პიატოში“ რემარკის შემოქმედების შესახებ საინტერესო შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრის სპიკერი იქნება მწერალი და რეჟისორი მიხეილ ანთაძე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

როგორც აღვნიშნეთ, „ნასესხებ სიცოცხლეს“ მკითხველი მისთვის სასურველ ფასად შეიძენს, რემარკის სხვა წიგნების ყიდვა კი 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. ფასდაკლება თვის ბოლომდე იმოქმედებს.

ერიხ მარია რემარკის რომანებში უმეტესად ასახულია პირველი და მეორე ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. მწერლის მდიდარი ბიოგრაფია მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესო და მომხიბვლელია. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან მოასწრო რამდენიმე პროფესიის დაუფლება, ყველაზე განსხვავებული საქმეების კეთება, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სწორედ სამხედრო მოღვაწეობისას განცდილი შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად მის ცნობილ ნაწარმოებებს.

რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ გვიყვება მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავს, რომლის შთაგონების წყარო მრბოლელი ალფონსო დე პორტაგო გახლდათ. ვნებისა და სიყვარულის ისტორია 1948 წელს ავტორბოლის ფონზე ვითარდება.

არ გამოტოვოთ „პალიტრა L-ის“ შეთავაზება და გადაიხადეთ „ნასესხები სიცოცხლეში“ იმდენი, რამდენიც გინდათ. გთხოვთ, ქვითარი შეინახოთ აქციის დასრულებამდე - თქვენ გელით სიურპრიზები. მათ კი, ვინც 5 ლარს ან მეტს გადაიხდის, ადგილზევე გადაეცემათ საჩუქრები.

ავტორის სხვა წიგნებს კი განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინეთ.

R