მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუღლის სამსახური "ქართუში" და 229 ათას ლარად ნაყიდი ბინა - რა ქონებას ფლობს სამგორის გამგებელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა
მეუღლის სამსახური "ქართუში" და 229 ათას ლარად ნაყიდი ბინა - რა ქონებას ფლობს სამგორის გამგებელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

გუ­შინ, სამ­გო­რის გამ­გე­ბელ­მა კახა სამ­ხა­რა­ძემ მისი თა­ო­ბის ხალ­ხი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია. 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, რომ მისი თა­ო­ბი­დან ვინც აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ, მა­გა­რი ს…-ები და ქვეყ­ნის მტრე­ბი არი­ან.

"ვფიქ­რობ­დი და­მე­წე­რა, რომ აქ­ცი­ა­ზე გას­ვლას თუ აპი­რებთ, ნუ და­უშ­ვებთ შეც­დო­მას, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, მე ჩემს თა­ო­ბა­ზე მაქვს აქ­ცენ­ტი, რომ ჩემ­მა თა­ო­ბამ ბევ­რი ჭირ-ვა­რა­მი გა­და­ვი­ა­რეთ და ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად შე­ვა­ფა­სეთ და იმე­დი მქონ­და, რომ თქვენ შვი­ლებს, გვერ­დზე მდგო­მებ­საც შე­უ­ძა­ხებ­დით შეც­დო­მა არ და­ეშ­ვათ!

მე არ ვიცი, ვინ რო­გორ მო­იქ­ცა, მაგ­რამ დღეს იქ ვინც მი­ვი­და, მე ისევ ვი­მე­ო­რებ, ჩემს თა­ო­ბას ვე­უბ­ნე­ბი, მა­გა­რი ს…-ები ხართ, ქვეყ­ნის მტრე­ბი ხართ და ვი­საც გინ­დათ პა­სუ­ხი პი­რა­დად გაგ­ცეთ, მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შევ­ხვდეთ, ვი­საც გეტ­კი­ნათ“, - წერს სამ­გო­რის გამ­გე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აქვე და­ა­მა­ტა, რომ პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად მზად იყო მათ­თან ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში შე­სახ­ვედ­რად. თუმ­ცა. მას შემ­დეგ, რაც მის პოსტს მწვა­ვე კრი­ტი­კა და კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა, გამ­გე­ბელ­მა პოს­ტი წა­შა­ლა.

ვინ არის კახა სამ­ხა­რა­ძე?

კახა სამ­ხა­რა­ძე სამ­გო­რის გამ­გებ­ლის პოსტს 2019 წლი­დან იკა­ვებს. მა­ნამ­დე კი 2017-2018 წლებ­ში სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თი­სა და შიდა ქარ­თლის რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­ლდათ.

"ოც­ნე­ბის“ გამ­გე­ბელ­მა, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გახ­და, დეკ­ლა­რა­ცია 2022 წელს შე­ავ­სო. სამ­ხა­რა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე ნინო ხი­დე­შე­ლი და სამი შვი­ლი, თა­მა­რი, გი­ორ­გი და მა­რი­ა­მი.

სა­ჯა­რო მო­ხე­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სამ­ხა­რა­ძის მე­უღ­ლეს 2021 წელს 14,36 კვ.მ ბინა ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა. მე­ო­რე ბინა, რო­მე­ლიც იგი­ვე მი­სა­მარ­თზე ფიქ­სირ­დე­ბა და მისი ფარ­თი 127,31 კვ.მ. შე­ად­გენს, 2012 წელს ასე­ვე ჩუ­ქე­ბით აქვს გა­და­ცე­მუ­ლი. ნინო ხი­დე­შე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 600 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ ორ­ბეთ­ში, რო­მე­ლიც ქალს 2011 წელს აჩუ­ქეს.

კახა სამ­ხა­რა­ძემ 2021 წელს თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე 240 კვ.მ. ბინა 229 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ამის­თვის კი დე­პუ­ტატ­მა ბან­კი­დან სეს­ხი გა­მო­ი­ტა­ნა.

გამ­გებ­ლის უფ­როს­მა შვილ­მა 2021 წელს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა HYUNDAI accent 4300 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ნინო ხი­დე­შელს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე გქონ­და 1975,34 ლარი, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 106,98 ლარი, ქარ­თუ ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე კი 551,63 ლარი.

კახა სამ­ხა­რა­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე გქონ­და 11,95 ლარი, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1178,17 ლარი. ნინო ხი­დე­შელს toyota highalnder-ის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 7300 დო­ლარს. კახა სამ­ხა­რა­ძემ 2021 წელს სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 49 598,72 ლარი მი­ი­ღო.

ნინო ხი­დე­შე­ლის ხელ­ფას­მა კი ერთ კა­ლენ­და­რულ წე­ლი­წად­ში 197 000 ლარი შე­ად­გი­ნა. გამ­გებ­ლის მე­უღ­ლეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს.

თუმ­ცა ერთი წლით ადრე შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ხი­დე­შე­ლი შპს ქარ­თუს ლო­ჯის­ტი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მე­ნე­ჯე­რია. გამ­გებ­ლის მე­უღ­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლად დღემ­დე „ქარ­თუ ჯგუ­ფი“ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
3

მისი სიტყვები , რომლითაც საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს მიმართავს მოწმობს რომ კაცი არის კრიმინალური აზროვნების და რა უნდა მას სახელმწიფო სამსახურში. ასეთები ანგრევენ ქართულბსახელმწიფოს

ika
1

ან როგორ ვართ ასე, ყველა მლიქვნელი და გაიძვერა შეძვრა პოლიტიკაში, ბიუჯეტის ვირთხები...

ავტორი:

მეუღლის სამსახური "ქართუში" და 229 ათას ლარად ნაყიდი ბინა - რა ქონებას ფლობს სამგორის გამგებელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

მეუღლის სამსახური "ქართუში" და 229 ათას ლარად ნაყიდი ბინა - რა ქონებას ფლობს სამგორის გამგებელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

გუშინ, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ მისი თაობის ხალხი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. 20 ივნისის აქციის მონაწილეებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისი თაობიდან ვინც აქციაზე იყვნენ, მაგარი ს…-ები და ქვეყნის მტრები არიან.

"ვფიქრობდი დამეწერა, რომ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - წერს სამგორის გამგებელი სოციალურ ქსელში.

აქვე დაამატა, რომ პასუხის გასაცემად მზად იყო მათთან ნებისმიერ სივრცეში შესახვედრად. თუმცა. მას შემდეგ, რაც მის პოსტს მწვავე კრიტიკა და კომენტარები მოჰყვა, გამგებელმა პოსტი წაშალა.

ვინ არის კახა სამხარაძე?

კახა სამხარაძე სამგორის გამგებლის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მანამდე კი 2017-2018 წლებში სამცხე ჯავახეთისა და შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გახლდათ.

"ოცნების“ გამგებელმა, რომელიც პოპულარული სკანდალური განცხადებებით გახდა, დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. სამხარაძეს ჰყავს მეუღლე ნინო ხიდეშელი და სამი შვილი, თამარი, გიორგი და მარიამი.

საჯარო მოხელის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სამხარაძის მეუღლეს 2021 წელს 14,36 კვ.მ ბინა ჩუქებით გადაეცა. მეორე ბინა, რომელიც იგივე მისამართზე ფიქსირდება და მისი ფართი 127,31 კვ.მ. შეადგენს, 2012 წელს ასევე ჩუქებით აქვს გადაცემული. ნინო ხიდეშელის მფლობელობაშია 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ ორბეთში, რომელიც ქალს 2011 წელს აჩუქეს.

კახა სამხარაძემ 2021 წელს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 240 კვ.მ. ბინა 229 ათას ლარად შეიძინა, ამისთვის კი დეპუტატმა ბანკიდან სესხი გამოიტანა.

გამგებლის უფროსმა შვილმა 2021 წელს მსუბუქი ავტომანქანა HYUNDAI accent 4300 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო ხიდეშელს საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე გქონდა 1975,34 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე 106,98 ლარი, ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი 551,63 ლარი.

კახა სამხარაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე გქონდა 11,95 ლარი, საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1178,17 ლარი. ნინო ხიდეშელს toyota highalnder-ის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 7300 დოლარს. კახა სამხარაძემ 2021 წელს სახელფასო სარგოს სახით 49 598,72 ლარი მიიღო.

ნინო ხიდეშელის ხელფასმა კი ერთ კალენდარულ წელიწადში 197 000 ლარი შეადგინა. გამგებლის მეუღლეს დეკლარაციაში სამსახური მითითებული არ აქვს.

თუმცა ერთი წლით ადრე შევსებულ დეკლარაციას თუ გადავხედავთ, ხიდეშელი შპს ქართუს ლოჯისტიკის ადმინისტრაციული მენეჯერია. გამგებლის მეუღლეს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად დღემდე „ქართუ ჯგუფი“ აქვს მითითებული.