საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ვწუხვარ... თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა... უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი ყველაზე დიდი ადვოკატია" - გონჩარენკო ქართველ ხალხს
"ძალიან ვწუხვარ... თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა... უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი ყველაზე დიდი ადვოკატია" - გონჩარენკო ქართველ ხალხს

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს - არა. რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ოლექ­სეი გონ­ჩა­რენ­კო ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ წერს:

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვარ - ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამო, ქარ­თუ­ლი ელი­ტის პო­ზი­ცი­ის გამო და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გამო. თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ უნდა იყოთ და იქ­ნე­ბით ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი.

თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ, აკე­თებთ უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად და აგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას. თქვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძვი­ან რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი შე­ი­ფა­რეთ სახ­ლში და და­დი­ხართ უკ­რა­ი­ნის სო­ლი­და­რო­ბი­სა და მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ზე.

მაგ­რამ თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის მძევ­ლად იქცა, პუ­ტი­ნის მძევ­ლად, კრემ­ლის მძევ­ლად და თქვენ გაქვთ მხო­ლოდ ერთი სწო­რი გზა, აირ­ჩი­ოთ მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ჭკუ­ა­ზე არ ივ­ლის, რო­მე­ლიც და­აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ტა­რებს არა პი­რად ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს.

მე მჯე­რა, რომ თქვენ ამას შეძ­ლებთ, უკ­რა­ი­ნა თქვენ­თა­ნაა, უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის და­გეხ­მა­რე­ბათ, უკ­რა­ი­ნა თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ად­ვო­კა­ტია.

დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას", - წერს გონ­ჩა­რენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 119 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

ყველას ყველაფერზე არ გადაეკიდოთ, რა თქვას აბა ამ უბედურმა. მარტო ეს ხომ არაა ასეთში!? გაატარეთ, დიდება უფალს, დიდება უკრაინელ ხალხს, მართლაცდა საოცარი უნარის ხალხს. 

გონჩარენკოს!
2

თქვენს თავს და თქვენს გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ, შურიანებო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძალიან ვწუხვარ... თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა... უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი ყველაზე დიდი ადვოკატია" - გონჩარენკო ქართველ ხალხს

"ძალიან ვწუხვარ... თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა... უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი ყველაზე დიდი ადვოკატია" - გონჩარენკო ქართველ ხალხს

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინასა და მოლდოვას რეკომენდაცია მისცა, თუმცა საქართველოს - არა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკრაინელი პოლიტიკოსი ოლექსეი გონჩარენკო ეხმიანება და საქართველოს შესახებ წერს:

"ძალიან ვწუხვარ და განაწყენებული ვარ - ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების გამო, ქართული ელიტის პოზიციის გამო და არა ქართველი ხალხის გამო. თქვენ დაამტკიცეთ, რომ უნდა იყოთ და იქნებით ევროპული საზოგადოების ნაწილი.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, აკეთებთ უკრაინის დასახმარებლად და აგრძელებთ უკრაინის დახმარებას. თქვენი მებრძოლები უკრაინაში ჩვენთან ერთად იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, ბევრი უკრაინელი შეიფარეთ სახლში და დადიხართ უკრაინის სოლიდარობისა და მხარდამჭერ აქციებზე.

მაგრამ თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა, პუტინის მძევლად, კრემლის მძევლად და თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი სწორი გზა, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც რუსეთის ჭკუაზე არ ივლის, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მთავრობა, რომელიც გაატარებს არა პირად ბიზნეს ინტერესებს, არამედ საქართველოს ინტერესებს.

მე მჯერა, რომ თქვენ ამას შეძლებთ, უკრაინა თქვენთანაა, უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი ყველაზე დიდი ადვოკატია.

დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას", - წერს გონჩარენკო.