"მან ის გააკეთა, რაც თავის გადასარჩენად უნდა გაეკეთებინა და ამან დედა გააძლიერა, მაგრამ ჩვენთვის მკაცრი გახადა, ცემით სულს გვხდიდა,"- ჯენიფერ ლოპესი დედამისთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა.
"ნეტფლიქსის" ახალ დოკუმენტურ ფილმში,"Halftime", რომელიც ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებას ასახავს, მომღერალი და მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ჯეილო ფილმში დედასთან ურთიერთობას და მასთან უთანხმოებებსაც განიხილავს, რომლებმაც, საბოლოოდ, 18 წლის ასაკში ჯენიფერი აიძულა, სახლიდან წასულიყო.
დოკუმენტურ ფილმში ლოპესმა თქვა, რომ დედა საკმაოდ რთული ადამიანი იყო, მაგრამ მას სურდა ჯეილო და მისი ორი და ისე აღეზარდა, რომ კაცებზე დამოკიდებულები არ ყოფილიყვნენ.
"ყოველთვის საუკეთესოს ველოდი მათგან. იმიტომ არა, რომ კრიტიკული ვიყავი, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ უკეთესის გაკეთება შეეძლოთ. ჯენიფერი, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტს მაწვალებდა. ხშირად ვჩხუბობდით", - ამბობს მომრერლის დედა, გვადალუპე.
დოკუმენტურ ფილმში ჯეილომ ისიც გაამხილა, რომ 18 წლისამ სახლი დედასთან ჩხუბის შემდეგ დატოვა. მომღერალის თქმით, ცეკვის სიყვარულმა სკოლის ასაკიდანვე იმოქმედა მისი სწავლის ხარისხზე, რამაც ლუპესთან დაძაბულობა გამოიწვია: "დედამ ასე თქვა, თუ ამ სახლში აპირებ ცხოვრებას, განათლება უნდა მიიღო. ერთ ღამეს საშინლად ვიჩხუბეთ და მე უბრალოდ წამოვედი სახლიდან".
"დედა ძალიან მკაცრი იყო, ცემით სულს გვხდიდა", - თქვა ლოპესმა. შემდეგ ლუპემ დაამატა: "მე იდეალური დედისგან საკმაოდ შორს ვიყავი. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც გამიკეთებია, მათი ინტერესებიდან გამომდინარე."
აღსანიშნავია, რომ ჯენიფერს დედასთან ახლა იდეალური ურთიერთობა აქვს და ამბობს, რომ სწორედ დედის დამსახურებაა მისი ასეთი წარმატება.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ბავშვების ცემა ჩვეულებრივი, მისაღები და აუცილებელი მოვლენა იყო წინა წლებში, ყველა მშობელი ცემდა ბავშვს, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ეს თემა ეხლა წამოიწია, რომ ბავშვი არ უნდა ცემო, მე ვეთანხმები 100%, ცემას არ მოაქვს შედეგი, თუმცა ხანდახან გამოვდივართ წყობილებიდან და თავს ვერ ვიკავებთ, რაც ძალიან ცუდია, ძალიან ვნანობ რომ მეც მიცემია შვილები... გული მტკივა ამაზე, თავში უნდა ჩავიდოთ რომ არ ვცემოთ ბავშვი!!!!
ჯეილო ძალიან მომწონს, წარმატებული, შემდგარი, საოცრად ნიჭიერი, ქარიზმატული ქალია. რაც შეეხება დედასთან ურთიერთობას, არ ვიცოდი ასეთო რთული ბავშვობა თუ ქონდა. ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია ბავშვების ცემა, მითუმეტეს სულის ამოხდამდე. ეს არ უბედურებაა? წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის!