სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს "ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ" - გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე
"ეს "ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ" - გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე

პრე­ზი­დენ­ტის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი აქ­ცია, ეს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­აა - ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ არის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებთ, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და და აქვე დას­ძი­ნა, რომ ასე­თია პარ­ტი­ის პო­ზი­ცია.

ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა, რო­გორც 16 ივ­ნი­სის, ასე­ვე 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყოს და სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­დეს იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

რო­გორც ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ერ პარ­ტი­ას, მათ შო­რის პრე­ზი­დენტს აქ­ცი­ის გა­მარ­თვის და მო­წო­დე­ბით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა აქვთ, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, პარ­ტია მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს.

„ვფიქ­რობთ, ახლა, ამ ეტაპ­ზე, როცა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია, მა­სობ­რი­ვი მსვლე­ლო­ბე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბის დრო არ იყო. ასე­ვე მო­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის აქ­ცია ორი წლის წინ ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­საც 100 ათას­ზე მეტი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ეს­წრე­ბო­და. ჩვენ­თვის ამ­გვა­რი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ახა­ლი არ არის. ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ფიქ­სი­რეთ - და­ვა­ფიქ­სი­რეთ მრა­ვალ­მხრი­ვად, გა­და­ვი­ტა­ნეთ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რათა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უფრო ხელ­შე­სა­ხე­ბი ყო­ფი­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ისტორიის მაგალითზე კიევის იქნება რუსეთი , თუ მოსკოვიის, ის მაინც რუსეთი იქნება ! ეგ უდიდესი გობია და მასთან მისაჯდომად ირჯებიან შინ და გარეთ კანდიდატები ! არ იცის ბევრმა , რომ "კაპიტალი" მარქსს მისმა ალალმა მამიდაშვილმა , როტშილდმა ჯერ გერმანიის მერე რუსეთის იმპერიის დასამხობად და მერე გასაძარცვად დაუკვეთა, გელფანდმა ეს "გაშიფრა" და დაასწრო-ლენინის ხელით ჩამოაგდო ნიკოლოზი , მაგრამ ვერ შეაფასა ძმაკაცი, ლენინმა ის გადააგდო, ფული არ აშოვნინა , ამიტომაც გელფანდმა კაპლანს მისი მოკვლა დაუკვეთა , გადარჩა , მაგრამ ცეტკინი და ლიკბნეხტი ვერ გადარჩნენ, თავად გელფანდ პარვუსიც მუცელს გადაყვა, მართლა, ღორმუცელობისაგან 200 კილო გახდა და საკუთარ ქონში ჩაიხრჩო 54 წლის ასაკში, იყო არქიმილიარდერი , სოციალდემოკრატიის მამა , აქ მთავარია , რომ ეს ძალა დაკვეთით შექმნილია , არანაირი პროლეტარიატის დაცვა და მისი გაბედნიერება არავის ქონია მიზნად ! რაც მიზნად არავისა აქვს, არც სრულდება, ესაა ისტორიის გაკვეთილი, სკოლაში კი არ ასწავლიან , ნეტავ რათა ? იმათა, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების გარიჟრაჟზე სსრ კ-ში საბჭოთა აგრესიული კომუნიზმის საბოლოოდ აშენების ცრუ იდეის მზე ჩაესვენა სკკპ-ს უმაღლესი ეშელონის ხელით, ხალხს მონაწილეობა არ მიუღია ამ კრახში , შეცდნენ, უნდა მიეღოთ მესაფლავის როლში ! აი, იმ სკკპ აქტივის ნარჩენია საქართველოს ნაცქოცმოქკავშირი - ნეოკომკავშირი, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში პირველად საქართველოში , რჯული და ფერი შეიცვალა და მის მიერვე დანგრეული კაპიტალიზმის აშენებას და მისი მშენებელი კერძო მესაკუთრეების დახვრეტის ნაცვლად, მათი უფლებების დაცვას შეუდგა ( დანაჩანგლით შეაიარაღა), ხოლო მათი ოფისის პარტაპარატი დღეს ნაცმოს და ქოცების ბირთვია ! ნარჩენები ევროპული საქართველოა და მეორე ნარჩენს რა ქვია არ მახსოვს , მგონი თავად ნაცმოა ისევ სახელად თუ გირჩი ქვია , იმდენი სატელიტი ნაცქოცებს ყავთ , ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისაგან !

იონა
0

ნავებს ოცნება მირჩევნია, მაგრამ ამ კაცს რომ ვუყურებ, მაგის ცოდვით ვიწვი. მოწოლილი გრძნობებისგან სულ ხმა უთრთის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს "ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ" - გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე

"ეს "ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ" - გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, ეს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა - ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ასეთია პარტიის პოზიცია.

ცაგარეიშვილის თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, როგორც 16 ივნისის, ასევე 20 ივნისის აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უზრუნველყოს და სრული მობილიზება მოხდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პარტიას, მათ შორის პრეზიდენტს აქციის გამართვის და მოწოდებით გამოსვლის უფლება აქვთ, თუმცა რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“, პარტია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ვფიქრობთ, ახლა, ამ ეტაპზე, როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვითარება რთულია, მასობრივი მსვლელობებისა და აქციების დრო არ იყო. ასევე მოგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების მხარდაჭერისთვის აქცია ორი წლის წინ ჩაატარა, რომელსაც 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ესწრებოდა. ჩვენთვის ამგვარი აქციების ჩატარება ახალი არ არის. ჩვენ ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ - დავაფიქსირეთ მრავალმხრივად, გადავიტანეთ კონსტიტუციაში, რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო ხელშესახები ყოფილიყო“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.