სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალვადორში, გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა მსაჯი ცემით მოკლეს
სალვადორში, გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა მსაჯი ცემით  მოკლეს

სალ­ვა­დო­რის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მსა­ჯი ხოსე არ­ნოლ­დო ამა­ია მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სცე­მეს.

ინ­ცი­დენ­ტი სან-სალ­ვა­დო­რის ტო­ლუ­კას სტა­დი­ონ­ზე, სა­მოყ­ვა­რუ­ლო მატ­ჩის დროს მოხ­და. მსაჯ­მა ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზი შიდა სის­ხლდე­ნა იყო.

"სალ­ვა­დო­რის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გმობს მომ­ხდარს და წი­ნა­აღ­მდე­გია ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სი­ის, რო­მელ­მაც ფა­ტა­ლუ­რად იმ­სხვერ­პლა მსა­ჯი ხოსე არ­ნოლ­დო ამა­ია." - წერს სალ­ვა­დო­რის სა­ფეხ­ბურ­თო ფე­დე­რა­ცია "ტვი­ტე­რის" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ხოსე არ­ნოლ­დო ამა­ი­ას მსა­ჯო­ბის 20-წლი­ა­ნი სტა­ჟი ჰქონ­და: ის მსა­ჯობ­და სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გის ტურ­ნი­რებ­ში. ხოსე არ­ნოლ­დოს თავს მა­შინ და­ესხნენ, როცა მან ორ­მა­გი ყვი­თე­ლი ბა­რა­თის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ედ­ნი­დან გაშ­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კა­მა­თით და­ი­წყო, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და მსა­ჯი ისე სცე­მეს, რომ ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო.

სალ­ვა­დო­რის ეროვ­ნულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხუან მა­ნუ­ელ კრუზ ლო­რენ­ზა­ნა, რო­მე­ლიც სან სალ­ვა­დორ­ში და­ა­კა­ვეს, მსა­ჯის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის, გუს­ტა­ვო ვი­ლა­ტო­როს თქმით, მსა­ჯი ხოსე არ­ნოლ­დო ამა­ი­ას მკვლე­ლო­ბა ბან­დი­ტე­ბის წრის ჩა­დე­ნი­ლია და და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ამ დაჯ­გუ­ფე­ბის ერ­თგვა­რი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც მათ ძა­ლა­დობ­რი­ცი ქმე­დე­ბე­ბის­კენ აქე­ზებ­და.

წყა­რო: marca

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
0

მაგაზეა ნათქვამი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი.

ნიკოლოზი
1

სამართლებრივი საკითხი ცალკეა და რათქმაუნდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, მაგრამ ამავდროულად ფეხბურთიდან უნდა მოკვეთონ ყველა ვინც კი პირდაპირ და ირიბკავშირშია ამ ამბავთან. ძალიან გული მეტკინა ძალიან მძიმე ფაქტია როდესაც ასეთი რამ სპორტთან არის კავშირში განსალითრებით მაგ შემთხვრვაში

ავტორი:

სალვადორში, გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა მსაჯი ცემით მოკლეს

სალვადორში, გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა მსაჯი ცემით  მოკლეს

სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მსაჯი ხოსე არნოლდო ამაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა სცემეს.

ინციდენტი სან-სალვადორის ტოლუკას სტადიონზე, სამოყვარულო მატჩის დროს მოხდა. მსაჯმა ცემის შედეგად დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. საბოლოო დიაგნოზი შიდა სისხლდენა იყო.

"სალვადორის ფეხბურთის ფედერაცია გმობს მომხდარს და წინააღმდეგია ფიზიკური აგრესიის, რომელმაც ფატალურად იმსხვერპლა მსაჯი ხოსე არნოლდო ამაია." - წერს სალვადორის საფეხბურთო ფედერაცია "ტვიტერის" გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

✝️| La Federación Salvadoreña de Fútbol lamenta el fallecimiento del árbitro José Arnoldo Amaya. pic.twitter.com/gVscusks93
— FESFUT (@fesfut_sv) June 13, 2022

ხოსე არნოლდო ამაიას მსაჯობის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა: ის მსაჯობდა სამოყვარულო ლიგის ტურნირებში. ხოსე არნოლდოს თავს მაშინ დაესხნენ, როცა მან ორმაგი ყვითელი ბარათის შემდეგ ფეხბურთელის მოედნიდან გაშვება გადაწყვიტა.

თავიდან ყველაფერი კამათით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა და მსაჯი ისე სცემეს, რომ შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

Juan Manuel Cruz Lorenzana, fue capturado por el homicidio del árbitro José Arnoldo Amaya en la colonia Miramonte, San Salvador.

Cruz, golpeó a la víctima y lo lesionó hasta causarle la muerte, el hecho ocurrió el pasado domingo en la cancha Toluca.

Ningún crimen quedará impune pic.twitter.com/BXuHfdIiLJ
— PNC El Salvador (@PNCSV) June 14, 2022

სალვადორის ეროვნულმა სამოქალაქო პოლიციამ განაცხადა, რომ ხუან მანუელ კრუზ ლორენზანა, რომელიც სან სალვადორში დააკავეს, მსაჯის მკვლელობაშია ბრალდებული. უშიშროების მინისტრის, გუსტავო ვილატოროს თქმით, მსაჯი ხოსე არნოლდო ამაიას მკვლელობა ბანდიტების წრის ჩადენილია და დაკავებული პირი ამ დაჯგუფების ერთგვარი ლიდერია, რომელიც მათ ძალადობრიცი ქმედებებისკენ აქეზებდა.

წყარო: marca

მოამზადა: ანა სიბოშვილმა