საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ბედავთ თქვენ?! - ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე
"რას ბედავთ თქვენ?! - ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ "თუ სა­ქარ­თვე­ლო სტა­ტუსს უსა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­ი­ღებს, ქვე­ყა­ნამ მას­ზე უარი უნდა თქვას“.

"რაო? რას ბე­დავთ თქვენ?! სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და კონ­სტი­ტუ­ცი­ამ უკვე გა­და­წყვი­ტა ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ამ ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ამის თქმის უფ­ლე­ბა ვინ მოგ­ცათ?“ - წერს ნინო ლომ­ჯა­რია.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, "თუკი სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ისე­თი­ვე უსა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­ი­ღებს, რო­გო­რი უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბიც რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში იყო ასა­ხუ­ლი, მა­შინ ქვე­ყა­ნამ სა­პა­სუ­ხოდ სა­მარ­თლი­ა­ნი უარი უნდა თქვას“. რო­გორც ხუნ­და­ძე აცხა­დებს, გუ­შინ­დე­ლი დღე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო და ასე­თი უსა­მარ­თლო ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჯერ არ უნა­ხავს.

დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ "არა­ნა­ი­რი სტა­ტუ­სის ფა­სად არ ღირს ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის დათ­მო­ბა".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

და შენ რატომ გგონია ხალხს წარმოადგენ

ალექსანდრე
4

აი, ცოცხალი მაგალითი - როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი!!!სახალხო დამცველი უნდა იყოს უაღრესად მიუკერძოებელი და სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების უპირველესი დამცველი!!!ხალხი ბრძენია, ვერაფერს გამოაპარებ...წადი სახლში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რას ბედავთ თქვენ?! - ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე

"რას ბედავთ თქვენ?! - ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი აცხადებს, რომ "თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“.

"რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ - წერს ნინო ლომჯარია.

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".

ასევე იხილეთ: