მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის... " - პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მედიის თავისუფლება: რა შენიშვნები აქვს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს?
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის... " - პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მედიის თავისუფლება: რა შენიშვნები აქვს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს?

თუ სა­ქარ­თვე­ლო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს თა­ვის ევ­რო­პულ გზას, ვერ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ვალ­დის დომ­ბროვ­სკის­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს ეხე­ბო­და.

დომ­ბროვ­სკის­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა ხელი შე­უ­წყოს და და­იც­ვას აზ­რი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის სხვა უფ­ლე­ბე­ბი.

მისი თქმით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენს.

"ბა­ტო­ნი გვა­რა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერ­თგზის მო­წო­დე­ბის ფონ­ზე, რაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შემ­დგომ რე­ფორ­მას შე­ე­ხე­ბა ნდო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დიდი ხნის წინ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა“, - დას­ძი­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა შე­ნიშ­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლა­დო­ბა და და­ში­ნე­ბა არა­სო­დეს არის მი­სა­ღე­ბი.

"მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ და­ტო­ვოს ად­გი­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის­თვის და და­ი­წყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ეფექ­ტუ­რი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დაც­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მათ მცი­რე პროგ­რე­სი ნა­ხეს 2021 წლის 5 ივ­ლისს, ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის კუ­თხით.

"კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­ორ­მა­გოს ძა­ლის­ხმე­ვა და უზ­რუნ­ველ­ყოს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სი­ძულ­ვი­ლი­თა თუ შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა დომ­ბროვ­სკის­მა.

"ჩვენ კვლა­ვაც შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი კი­თხვე­ბის გამო" - გა­ნა­ცხა­და ვალ­დის დომ­ბროვ­სკის­მა

ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში ჩარ­თვის­თვის არა­ერ­თხელ მო­იწ­ვია.

"ევ­რო­კავ­ში­რი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახლო მე­გობ­რად და პარტნი­ო­რად და ის მტკი­ცედ არის ჩარ­თუ­ლი ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ეს არის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და უფრო ფარ­თო რე­გი­ო­ნის­თვის იმ კონ­ტექ­სტში, სა­დაც რუ­სე­თის ომმა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აშ­კა­რად შექ­მნა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა“, - დას­ძი­ნა დომ­ბროვ­სკის­მა.

"ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნებს ამ მო­მენტს, რათა მი­აღ­წი­ოს წინსვლას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გზა­ზე და და­იც­ვას უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

სუსტი ელჩები ყავთ ნაცებით სავსე ,მაგიტომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ვერ შელია ნაცელჩებს ,მითითებები ბრუსელიდანაქს მიღებული მგიტომ დარბის ევროპაში 

მაკო
7

საქართველოში სასამართლო 100% დამოუკიდებელი რომ იყოს მაშინ ამის აპეკუნებს სააკაშვილს და გვარამიას სამუდამო პატიმრობები ექნებოდათ მისჯილი.ასეა ეს და ესაა სიმართლე.

ავტორი:

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის... " - პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მედიის თავისუფლება: რა შენიშვნები აქვს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს?

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის... " - პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მედიის თავისუფლება: რა შენიშვნები აქვს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს?

თუ საქართველო სერიოზულად განიხილავს თავის ევროპულ გზას, ვერ იქნება ადგილი პოლიტიზებული მართლმსაჯულებისთვის და მედიის თავისუფლების დარღვევისთვის , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი საზოგადოებისთვის აუცილებელია, რათა ხელი შეუწყოს და დაიცვას აზრისა და გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის სხვა უფლებები.

მისი თქმით, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.

"ბატონი გვარამიას წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია ევროკავშირის არაერთგზის მოწოდების ფონზე, რაც სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმას შეეხება ნდობის მოპოვებისა და მისი დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა“, - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მზარდი რაოდენობა შენიშნა და განაცხადა, რომ ძალადობა და დაშინება არასოდეს არის მისაღები.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დატოვოს ადგილი დაუსჯელობისთვის და დაიწყოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება, ასევე მოვუწოდებთ, გააუმჯობესოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების დაცვა, უსაფრთხოება და უფლებამოსილება“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მათ მცირე პროგრესი ნახეს 2021 წლის 5 ივლისს, ლგბტ ადამიანებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორის მიმართ გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის კუთხით.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააორმაგოს ძალისხმევა და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლების დაცვა ნებისმიერი სახის სიძულვილითა თუ შეუწყნარებლობით მოტივირებული თავდასხმებისგან“, - აღნიშნა დომბროვსკისმა.

"ჩვენ კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული კითხვების გამო" - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ევროგაერთიანებამ საქართველო ამ საკითხების გადასაჭრელად და მართლმსაჯულების რეფორმაში ჩართვისთვის არაერთხელ მოიწვია.

"ევროკავშირი რჩება საქართველოს ახლო მეგობრად და პარტნიორად და ის მტკიცედ არის ჩართული ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის იმ კონტექსტში, სადაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აშკარად შექმნა ახალი რეალობა“, - დასძინა დომბროვსკისმა.

"ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ მომენტს, რათა მიაღწიოს წინსვლას საქართველოს დემოკრატიულ გზაზე და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.