პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალაქში ქოლერამ იფეთქა... უთქვამთ, თქვენი გარდაცვლილები დამარხეთ, თორემ უარეს დღეში ჩავცვივდებითო" - მარიუპოლში დარჩენილი ქალის უმძიმესი მონაყოლი
"ქალაქში ქოლერამ იფეთქა... უთქვამთ, თქვენი გარდაცვლილები დამარხეთ, თორემ უარეს დღეში ჩავცვივდებითო" - მარიუპოლში დარჩენილი ქალის უმძიმესი მონაყოლი

სამ­თვი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ, მა­რი­უ­პო­ლი­დან იძუ­ლე­ბით წა­მო­სულ ქალს, რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნი­ლი და და­უ­კავ­შირ­და და იქ არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ზე უამ­ბო. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ორი­ვე მათ­გა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რჩე­ბი­ან, AMBEBI.GE რეს­პონ­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

მისი თქმით, ქა­ლა­ქი ქო­ლე­რას ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბის გამო, ერთი თვით ჩა­კე­ტეს, დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მხო­ლოდ რუ­სუ­ლი, ე.წ. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის იმე­დად არის.

- მი­თხრა, რომ ქა­ლაქ­ში მი­მოქ­ცე­ვა­ში ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნუ­ლი გრივ­ნაა. მოშ­ლი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. შე­ნო­ბე­ბის 98% მი­წას­თან არის გას­წო­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­რე­უბ­ნებ­ში, სა­დაც ხალ­ხი კერ­ძო სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­და. ჩემს და­საც კერ­ძო სახ­ლი აქვს... არ წა­მო­ვი­და, შვი­ლის საფ­ლა­ვი და ავად­მყო­ფი მე­უღ­ლე არ და­ტო­ვა. ჩემი ერთი შვი­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზეა, მე­ო­რე მო­ხა­ლი­სეა. ჩემი და ფიქ­რობ­და, რომ იქ თუ დარ­ჩე­ბო­და, ასე უფრო იმე­დი­ა­ნად იქ­ნე­ბო­და, მათ შე­სა­ხებ მეტი ეცო­დი­ნე­ბო­და, თუმ­ცა სამი თვე ისე გა­ვი­და, ერ­თმა­ნე­თი არ უნა­ხავთ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და და სიძე სახ­ლის სარ­დაფს აფა­რებ­დნენ თავს.

ფოტო: Мариуполь сейчас-ის ტე­ლეგ­რამ გვერ­დი

- რა გი­თხრათ, რომ გე­სა­უბ­რათ?

- 500 გრივ­ნამ­დე მქონ­და შე­ნა­ხუ­ლი და რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ჩავ­რი­ცხე და და­გი­რე­კეო. რამ­დე­ნი­მე წუთი გვქონ­და სა­სა­უბ­როდ და ვერ მივ­ხვდი, სა­ი­დან უნდა და­მე­წყო ჩვენს უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ჩემი ერთი შვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაჭ­რი­ლი ყო­ფი­ლა, ჰოს­პი­ტალ­ში წევს. რო­დე­საც ამა­ზე ვუ­თხა­რი, გა­მა­წყვე­ტი­ნა, შე­იძ­ლე­ბა, ის­მი­ნე­ბო­დე­სო.

მი­თხრა, რომ ქა­ლაქ­ში ქო­ლე­რამ იფეთ­ქა და ერთი თვით ჩა­კე­ტეს. ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უთ­ქვამთ, თქვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და­მარ­ხეთ, თო­რემ უა­რეს დღე­ში ჩავცვივ­დე­ბი­თო. უა­რე­სი რა უნდა მოხ­დეს, არ ვიცი... ეს მში­ე­რი, რამ­დე­ნი­მე თვე სარ­დაფ­ში ჯდო­მი­სა და მი­წა­ზე წო­ლის­გან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­დი­ვართ და ცხედ­რებს ვპო­უ­ლობთ, შემ­დეგ კი, წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ სა­ერ­თო საფ­ლავ­ში ვმარ­ხავ­თო. ვინ­მეს ამოც­ნო­ბა, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლია და რა ბე­დის ირო­ნი­აა, რომ შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ლი და მსხვერ­პლი ერთ საფ­ლავ­ში აღ­მოჩ­ნდნენ.

იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია, იმ­დე­ნია და­ღუ­პუ­ლი, რო­გორც ჩვე­ნე­ბი, ასე­ვე რუ­სე­ბი, რომ ერთი თვე კი არა, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, მათ აღ­მო­სა­ჩე­ნად. თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბის სარ­დაფ­ში ცხედ­რე­ბია. ჯერ შე­ნო­ბა უნდა და­შა­ლონ, რომ მათ მი­აგ­ნონ... ამას კი, იქ დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ შეძ­ლებს, მძი­მე ტექ­ნი­კა სჭირ­დე­ბა.

ფოტო: REUTERS

არ უთ­ქვამს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბა, და­ღუ­პუ­ლებ­თან სა­მუ­შა­ოდ, რაც ქა­ლაქ­ში, სა­დაც ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებს, უა­რეს რისკს ქმნის. ვკი­თხე, შე­სა­ბა­მი­სი პირ­ბა­დე­ე­ბი მა­ინც თუ გაქვთ-მეთ­ქი, ნაჭ­რებს ვი­ფა­რებთ სა­ხე­ზე და ხელ­თათ­მა­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­თო... ქა­ლაქ­ში არ არის დენი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, წყა­ლი. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას მცი­რე ულუ­ფე­ბით პურს, კარ­ტო­ფილს, ზეთს, ბურ­ღუ­ლე­ულ­სა და ძა­ლი­ან ცოტა წყალს აძ­ლე­ვენ.

მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან გახ­და და ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა. ასეა ყვე­ლა, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­წა­ზე ეძი­ნათ... არ არ­სე­ბობს ექი­მი, მე­დი­კა­მენ­ტი, მკურ­ნა­ლო­ბის რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა. ბევრ მათ­განს, ვინც ომს გა­და­ურ­ჩა, ალ­ბათ ქო­ლე­რა შე­ი­წი­რავს.

ფოტო: Мариуполь сейчас-ის ტე­ლეგ­რამ გვერ­დი

- თქვენს სახლზე იცის რამე?

- სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, ჭურვმა ცალ მხა­რეს სა­ხუ­რა­ვი ახა­და, მაგ­რამ ავე­ჯი და რა­ღა­ცე­ბი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა, ახლა ყვე­ლა­ფე­რი წა­უ­ღი­ათ, გა­ძარ­ცვეს და რაც ვერ წა­ი­ღეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. მე­გო­ნა, სა­ბუ­თე­ბის გა­მო­ტა­ნას მა­ინც შეძ­ლებ­და, მაგ­რამ მი­თხრა, რომ ვერ მი­აგ­ნო, რად­გან სახ­ლის კედ­ლე­ბი ისეა ჩა­მოშ­ლი­ლი, შეს­ვლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ოღონდ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­დარ­ჩნენ, არა­ფე­რი მინ­და. ე.წ. დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცია, თუ ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბა ამ­ბობს, რომ იმ მა­რი­უ­პო­ლელს, ვი­საც დაბ­რუ­ნე­ბა უნდა და იქა­უ­რი მი­წე­რა აქვს, შე­უძ­ლია, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, დაბ­რუნ­დეს. არ ვიცი, ვინ გა­რის­კავს დაბ­რუ­ნე­ბას ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც აღარ არ­სე­ბობს და რაც დარ­ჩა, ისიც ნაღ­მე­ბით არის სავ­სე...

goga
24

მალე გათავისუფლების ზეიმს გამართავენ და ყოვლად უზნეო "ქართველი" მომღერლები იმღერებენ. კონცერტს გაუძღვება ასევე "ქართველი" თინა კანდელაკი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქალაქში ქოლერამ იფეთქა... უთქვამთ, თქვენი გარდაცვლილები დამარხეთ, თორემ უარეს დღეში ჩავცვივდებითო" - მარიუპოლში დარჩენილი ქალის უმძიმესი მონაყოლი

"ქალაქში ქოლერამ იფეთქა... უთქვამთ, თქვენი გარდაცვლილები დამარხეთ, თორემ უარეს დღეში ჩავცვივდებითო" - მარიუპოლში დარჩენილი ქალის უმძიმესი მონაყოლი

სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მარიუპოლიდან იძულებით წამოსულ ქალს, რუსების მიერ კონტროლირებად ქალაქში დარჩენილი და დაუკავშირდა და იქ არსებულ უმძიმეს ვითარებაზე უამბო. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მათგანის ოჯახის წევრები უკრაინაში რჩებიან, AMBEBI.GE რესპონდენტის ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

მისი თქმით, ქალაქი ქოლერას ეპიდემიის აფეთქების გამო, ერთი თვით ჩაკეტეს, დარჩენილი მოსახლეობა, მხოლოდ რუსული, ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების იმედად არის.

- მითხრა, რომ ქალაქში მიმოქცევაში ჯერ კიდევ უკრაინული გრივნაა. მოშლილია ყველაფერი. შენობების 98% მიწასთან არის გასწორებული, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გარეუბნებში, სადაც ხალხი კერძო სახლებში ცხოვრობდა. ჩემს დასაც კერძო სახლი აქვს... არ წამოვიდა, შვილის საფლავი და ავადმყოფი მეუღლე არ დატოვა. ჩემი ერთი შვილი ფრონტის ხაზზეა, მეორე მოხალისეა. ჩემი და ფიქრობდა, რომ იქ თუ დარჩებოდა, ასე უფრო იმედიანად იქნებოდა, მათ შესახებ მეტი ეცოდინებოდა, თუმცა სამი თვე ისე გავიდა, ერთმანეთი არ უნახავთ. ამ ხნის განმავლობაში და და სიძე სახლის სარდაფს აფარებდნენ თავს.

ფოტო: Мариуполь сейчас-ის ტელეგრამ გვერდი

- რა გითხრათ, რომ გესაუბრათ?

- 500 გრივნამდე მქონდა შენახული და როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ჩავრიცხე და დაგირეკეო. რამდენიმე წუთი გვქონდა სასაუბროდ და ვერ მივხვდი, საიდან უნდა დამეწყო ჩვენს უბედურებაზე საუბარი. ჩემი ერთი შვილი, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაჭრილი ყოფილა, ჰოსპიტალში წევს. როდესაც ამაზე ვუთხარი, გამაწყვეტინა, შეიძლება, ისმინებოდესო.

მითხრა, რომ ქალაქში ქოლერამ იფეთქა და ერთი თვით ჩაკეტეს. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობისთვის უთქვამთ, თქვენი გარდაცვლილები დამარხეთ, თორემ უარეს დღეში ჩავცვივდებითო. უარესი რა უნდა მოხდეს, არ ვიცი... ეს მშიერი, რამდენიმე თვე სარდაფში ჯდომისა და მიწაზე წოლისგან დაავადებული ადამიანები დავდივართ და ცხედრებს ვპოულობთ, შემდეგ კი, წინასწარ გამზადებულ საერთო საფლავში ვმარხავთო. ვინმეს ამოცნობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და რა ბედის ირონიაა, რომ შეიძლება მკვლელი და მსხვერპლი ერთ საფლავში აღმოჩნდნენ.

იმდენი ადამიანის ცხედარია, იმდენია დაღუპული, როგორც ჩვენები, ასევე რუსები, რომ ერთი თვე კი არა, ალბათ რამდენიმე არ იქნება საკმარისი, მათ აღმოსაჩენად. თითქმის ყველა შენობის სარდაფში ცხედრებია. ჯერ შენობა უნდა დაშალონ, რომ მათ მიაგნონ... ამას კი, იქ დარჩენილი მოსახლეობა ვერ შეძლებს, მძიმე ტექნიკა სჭირდება.

ფოტო: REUTERS

არ უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ აქვთ შესაბამისი ეკიპირება, დაღუპულებთან სამუშაოდ, რაც ქალაქში, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, უარეს რისკს ქმნის. ვკითხე, შესაბამისი პირბადეები მაინც თუ გაქვთ-მეთქი, ნაჭრებს ვიფარებთ სახეზე და ხელთათმანებით ვმუშაობთო... ქალაქში არ არის დენი, კანალიზაცია, წყალი. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, მოსახლეობას მცირე ულუფებით პურს, კარტოფილს, ზეთს, ბურღულეულსა და ძალიან ცოტა წყალს აძლევენ.

მითხრა, რომ ძალიან გახდა და ჯანმრთელობა შეერყა. ასეა ყველა, რადგან რამდენიმე თვე, ფაქტობრივად, მიწაზე ეძინათ... არ არსებობს ექიმი, მედიკამენტი, მკურნალობის რაიმე საშუალება. ბევრ მათგანს, ვინც ომს გადაურჩა, ალბათ ქოლერა შეიწირავს.

ფოტო: Мариуполь сейчас-ის ტელეგრამ გვერდი

- თქვენს სახლზე იცის რამე?

- საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ჭურვმა ცალ მხარეს სახურავი ახადა, მაგრამ ავეჯი და რაღაცები გადარჩა, თუმცა, ახლა ყველაფერი წაუღიათ, გაძარცვეს და რაც ვერ წაიღეს, ცეცხლი წაუკიდეს. მეგონა, საბუთების გამოტანას მაინც შეძლებდა, მაგრამ მითხრა, რომ ვერ მიაგნო, რადგან სახლის კედლები ისეა ჩამოშლილი, შესვლაც შეუძლებელია. ოღონდ ჩემი ოჯახის წევრები გადარჩნენ, არაფერი მინდა. ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია, თუ ქალაქის მმართველობა ამბობს, რომ იმ მარიუპოლელს, ვისაც დაბრუნება უნდა და იქაური მიწერა აქვს, შეუძლია, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, დაბრუნდეს. არ ვიცი, ვინ გარისკავს დაბრუნებას ქალაქში, რომელიც აღარ არსებობს და რაც დარჩა, ისიც ნაღმებით არის სავსე...