საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ "მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ" - გია ხუხაშვილი
"დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ "მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ" - გია ხუხაშვილი

დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირს, რომ "მე ვარ ცუდი ბიჭი, მი­მი­ღე ასე­თი, რო­გო­რიც ვარ - ცუდი და თუ არ მი­მი­ღებ, არ მი­მი­ღებ, ნუ მი­მი­ღებ“. ამ პრინ­ცი­პით მოქ­მე­დე­ბენ ესე­ნი, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლი­თაც ის ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ პრე­ზი­დენ­ტსა და მთავ­რო­ბას შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­მი­ჯვნის თა­ო­ბა­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის სარ­ჩე­ლით მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ისე­თი პრინ­ცი­პით, რომ სა­ერ­თოდ არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას რას ითხოვს ევ­რო­კავ­ში­რი მის­გან.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირს, რომ მე ვარ ცუდი ბიჭი, მი­მი­ღე ასე­თი რო­გო­რიც ვარ, ცუდი, და თუ არ მი­მი­ღებ, არ მი­მი­ღებ, ნუ მი­მი­ღებ. მე ახლა რე­ფორ­მე­ბი ვა­ტა­რო, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბა­ლან­სე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნო, არ მინ­და ამის გა­კე­თე­ბა, ვფიქ­რობ, რომ შენ უფრო გჭირ­დე­ბი, ვიდ­რე მე დღეს. ამი­ტომ ასეთ ცუდ ბიჭს თუ მი­მი­ღებ, მი­მი­ღე, არ მი­მი­ღებ და ნუ მი­მი­ღებ. ამ პრინ­ცი­პით მოქ­მე­დე­ბენ ესე­ნი. დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ იმი­სა, რომ მათ ევ­რო­პუ­ლი გზა, ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მის გა­გე­ბით, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ აინ­ტე­რე­სებთ. ერ­თგვა­რად ორ­ბა­ნის (უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი) კო­დი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. თუმ­ცა ორ­ბა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც თავი ქუდ­ში აქვს და ევ­რო­კავ­შირ­შია, ესე­ნი გზა­ზე არი­ან. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­არ­წმუ­ნოს ოჯა­ხი, რო­მელ­შიც ცხოვ­რე­ბა სურთ, სი­გა­რეტს არ ეწე­ვი­ან, მა­გი­და­ზე არ ცეკ­ვა­ვენ, ეუბ­ნე­ბი­ან კი, ბა­ტო­ნო, სი­გა­რეტ­საც ვე­წე­ვით, მა­გი­და­ზეც ვცეკ­ვავთ, ასე­თი მი­მი­ღეთ, ასე იქ­ცე­ვი­ან. მე ახლა ვა­დებ­ში, ამას არ და­ვა­კავ­ში­რებ­დი, მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩაშ­ლა უნ­დათ და პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დე­ნენ, ასე­თე­ბი არი­ან! რაც შე­ე­ხე­ბა თე­მის ში­ნა­არსს, მათი ბუ­ნე­ბაა, ეს არის ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ლე­მია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ჭი­მოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა თა­ვის თავ­ში იმ ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც მარ­თავს ქვე­ყა­ნას. ანუ ბუზი არ უნდა დაფ­რი­ნავ­დეს მათ გა­რე­შე. არა­ნა­ი­რი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, არა­ნა­ი­რი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბა­ლან­სი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში. ისი­ნი უნდა აკონ­ტრო­ლებ­დნენ პრე­ზი­დენტს, სა­სა­მარ­თლოს და ყვე­ლა­ფერს აბ­სო­ლუ­ტუ­რად. კა­ნონ­ზო­მი­ე­რია რაც ხდე­ბა, კი­თხვე­ბი არ უნდა გვე­ბა­დე­ბო­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას, ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრინ­ცი­პი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია.

"პრინ­ცი­პი არის ის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია არის ის ალ­გო­რით­მი, რომ­ლი­თაც მოქ­მე­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში ასე ხდე­ბა, რაც უფრო მეტი გაქვს, კი­დევ უფრო მეტი გინ­და. თუ შენ არ გაქვს დამ­ცა­ვი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, კი­დევ უფრო მეტი გინ­და. ბუ­ლე­მი­აა ერ­თგვა­რი, ვერ "ძღე­ბი“ ძა­ლა­უფ­ლე­ბით. დიდ სუ­რათ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ერთი კაცი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ კი­დევ უფრო მეტი კონ­ტრო­ლი ჰქონ­დეს, ვიდ­რე აქვს. თით­ქოს, რა უნდა ჰქონ­დეს ამა­ზე მეტი ხომ?! მაგ­რამ უნდა და რა ქნას. უნდა, ვერ გრძნობს, რომ უკვე გა­მა­ძღა­რია და მე­ტის ჭამა არ შე­უძ­ლია. თევ­ზე­ბი რომ არი­ან ისე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თევ­ზე­ბი ასე ას­რუ­ლე­ბენ, ჭა­მენ იმ­დენს, რამ­დენ­საც ჩა­უყ­რი, არ აქვთ სი­მა­ძღრის შეგ­რძნე­ბა და თქვენც გი­ნა­ხავთ ალ­ბათ, მუ­ცე­ლა­მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი თევ­ზე­ბი აკ­ვა­რი­უმ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის და "სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა რე­ვაზ ჯა­ვე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლით ითხოვს გან­მარ­ტე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­მი­ჯვნის თა­ო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ობიექტური შემფასებელი"
1

არა, ექსპერტო, საქართველო ამბობს: კანდიდატობის მსურველებს შორის მე ვარ ყველაზე კარგი ბიჭი და მიმიღეთო, რა ყველაფერს აუკუღმართებ და თავდაყირა აყენებ, ჯანში ხომ მშვიდობა გაქვს?

===========
1

მოკლედ თქვით რა,პრაიდის ჩატარებაზე დგას ჩვენი კარგი ბიჭობა 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ "მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ" - გია ხუხაშვილი

"დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ "მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ" - გია ხუხაშვილი

დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ "მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ - ცუდი და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ“. ამ პრინციპით მოქმედებენ ესენი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომლითაც ის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება იქცევა ისეთი პრინციპით, რომ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რას ითხოვს ევროკავშირი მისგან.

"ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი როგორიც ვარ, ცუდი, და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ. მე ახლა რეფორმები ვატარო, ინსტიტუციური ბალანსები შემოვიტანო, არ მინდა ამის გაკეთება, ვფიქრობ, რომ შენ უფრო გჭირდები, ვიდრე მე დღეს. ამიტომ ასეთ ცუდ ბიჭს თუ მიმიღებ, მიმიღე, არ მიმიღებ და ნუ მიმიღებ. ამ პრინციპით მოქმედებენ ესენი. დემონსტრირებას ახდენენ იმისა, რომ მათ ევროპული გზა, ფასეულობათა სისტემის გაგებით, მაინცდამაინც არ აინტერესებთ. ერთგვარად ორბანის (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი) კოდირებას ცდილობენ. თუმცა ორბანისგან განსხვავებით, რომელსაც თავი ქუდში აქვს და ევროკავშირშია, ესენი გზაზე არიან. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ დაარწმუნოს ოჯახი, რომელშიც ცხოვრება სურთ, სიგარეტს არ ეწევიან, მაგიდაზე არ ცეკვავენ, ეუბნებიან კი, ბატონო, სიგარეტსაც ვეწევით, მაგიდაზეც ვცეკვავთ, ასეთი მიმიღეთ, ასე იქცევიან. მე ახლა ვადებში, ამას არ დავაკავშირებდი, მაინცდამაინც ჩაშლა უნდათ და პროვოცირებას ახდენენ, ასეთები არიან! რაც შეეხება თემის შინაარსს, მათი ბუნებაა, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ბულემია, რომ მაქსიმალურად მოჭიმოს ძალაუფლება თავის თავში იმ ჯგუფმა, რომელიც მართავს ქვეყანას. ანუ ბუზი არ უნდა დაფრინავდეს მათ გარეშე. არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, არანაირი ინსტიტუციური ბალანსი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ისინი უნდა აკონტროლებდნენ პრეზიდენტს, სასამართლოს და ყველაფერს აბსოლუტურად. კანონზომიერია რაც ხდება, კითხვები არ უნდა გვებადებოდეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, ხუხაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების“ პრინციპი არის ძალაუფლების უზურპაცია.

"პრინციპი არის ის, რომ ძალაუფლების უზურპაცია არის ის ალგორითმი, რომლითაც მოქმედებს ხელისუფლება. პოლიტიკაში ასე ხდება, რაც უფრო მეტი გაქვს, კიდევ უფრო მეტი გინდა. თუ შენ არ გაქვს დამცავი წითელი ხაზები, კიდევ უფრო მეტი გინდა. ბულემიაა ერთგვარი, ვერ "ძღები“ ძალაუფლებით. დიდ სურათში მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება, ერთი კაცი მოწადინებულია, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს, ვიდრე აქვს. თითქოს, რა უნდა ჰქონდეს ამაზე მეტი ხომ?! მაგრამ უნდა და რა ქნას. უნდა, ვერ გრძნობს, რომ უკვე გამაძღარია და მეტის ჭამა არ შეუძლია. თევზები რომ არიან ისე. საბოლოო ჯამში, თევზები ასე ასრულებენ, ჭამენ იმდენს, რამდენსაც ჩაუყრი, არ აქვთ სიმაძღრის შეგრძნება და თქვენც გინახავთ ალბათ, მუცელამოტრიალებული თევზები აკვარიუმში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.