სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სწერს შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას?
რას სწერს შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას?

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე დის­კუ­სია ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დის ფარ­თო კონ­ტექ­სტი ახლა უფრო რე­ლე­ვან­ტუ­რი უნდა იყოს, ვიდ­რე ყო­ველ­დღი­ურ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენტ რო­ბერ­ტა მე­ცო­ლა­სად­მი მი­მარ­თა­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იზო­ლი­რე­ბულ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბას­თან ერ­თად, აგ­რეთ­ვე, უნდა გვახ­სოვ­დეს "ის შთამ­ბეჭ­და­ვი პროგ­რე­სი“, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მე­დი­ამ გა­სულ ათწლე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად მი­აღ­წია.

"კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი ევ­რო­პულ ერებ­თან ერ­თი­ა­ნო­ბის რწმე­ნით იყო გან­მტკი­ცე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან სამი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევრ შიდა სა­კი­თხზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თი­თო­ე­უ­ლი მთავ­რო­ბა და ოპო­ზი­ცია არას­დროს იყო გა­ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, გა­ვი­მე­ო­რო ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რა­ტომ გთა­ვა­ზობთ და დარ­წმუ­ნე­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა, ვი­ყოთ ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა“,- ნათ­ქვა­მია პა­პუ­აშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მებ­მა და მიღ­წე­ვებ­მა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, სა­ბა­ჟო და სა­ხელ­მწი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­ნახ­ლე­ბის და ა.შ. კუ­თხით, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

"უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რუ­სე­თის რე­ა­ლუ­რი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის, აგ­რეთ­ვე, იმ მუდ­მი­ვი საფრ­თხის ფონ­ზე, რაც ყვე­ლას­თვის აშ­კა­რა გახ­და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სას­ტი­კი აგ­რე­სი­ის შემ­დეგ.

სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბი და რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­სურ­ველ პერ­სპექ­ტი­ულ წევ­რად ხდის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის, ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის და ბო­ლოს, კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი რჩე­ბა. თუმ­ცა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა ცხა­დად წარ­მო­ა­ჩენს პროგ­რე­სის სურ­ვილს, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის გამ­დიდ­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის პო­ტენ­ცი­ალს“,- ნათ­ქვა­მია შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
0

დამშეულ და გასაქცევად გამზადებულ ხალს მიხედეთ, მოეშვით თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე საუბარს.რეალურ პრობლემებზე იფიქრეთ.ადმინ.არ დამბლოკოთ ისევ 

იზა
8

და 2012-ის დაპირებების შესრულებაზე რამე წერია??????როდიდან იწყებთ შესრულებას?????

ავტორი:

რას სწერს შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას?

რას სწერს შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას?

მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაშია აღნიშნული.

პაპუაშვილის განცხადებით, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს "ის შთამბეჭდავი პროგრესი“, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია.

"კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“,- ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში.

მისივე შეფასებით, საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ.

საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით.

გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიმართვაში.