სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი... ეს ჩემი შრომით მოპოვებული ბინაა" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის კომფორტული "თავშესაფარი" დიღომში?
"დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი... ეს ჩემი შრომით მოპოვებული ბინაა" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის კომფორტული "თავშესაფარი" დიღომში?

მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ბაბი კირ­კი­ტა­ძე ოჯახ­თან ერ­თად დიდ დი­ღომ­ში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში ცხოვ­რობს, სა­დაც სულ რა­ღაც ორი თვის წინ გა­და­ვი­და.ბი­ნის რე­მონ­ტი მთლი­ა­ნად ბა­ბის დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ინგა ოდი­კა­ძემ იტ­ვირ­თა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­და, შვი­ლე­ბის­თვის მყუდ­რო გა­რე­მო და მშვი­დი თავ­შე­სა­ფა­რი შე­ექ­მნა, რაც ნამ­დვი­ლად გა­მო­უ­ვი­და.

- ზეს­ტა­ფონ­ში და­ვი­ბა­დე. ბე­ბია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გი­ნე­კო­ლო­გი იყო და დე­დამ იქ იმ­შო­ბი­ა­რა. 2-3 თვე­ში, ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დით. გა­მო­ფე­ნის წინ ვცხოვ­რობ­დით, ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბულ სახ­ლში. ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და მთე­ლი კედ­ლე­ბი მოვ­ხა­ტე. თუმ­ცა ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად მა­ინც სოფ­ლის სახ­ლთან, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

ისე მიყ­ვარ­და ზეს­ტა­ფო­ნის სახ­ლი, რომ ვოც­ნე­ბობ­დი, ბორ­ბლებ­ზე შე­მეს­ვა და თბი­ლის­ში და­მე­გო­რე­ბი­ნა. სულ ახალ­ა­ხან და­ვას­რუ­ლეთ ამ სახ­ლის რე­მონ­ტი. 17 დე­კემ­ბერს გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი სახ­ლია და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. პა­ტა­რა ფარ­თია, თით­ქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივ­რცე არ გვყოფ­ნის, მაგ­რამ ინ­ტე­რი­ე­რი ძა­ლი­ან მოგ­ვწონს და შეგ­ვიყ­ვარ­და.

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გაქვთ, დღის დიდ ნა­წილს გა­და­ღე­ბებ­ზე და ჩა­წე­რებ­ზე ატა­რებთ, რო­გორ შე­ძე­ლით რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა?

- რა­საც აქ ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის ძა­ლის­ხმე­ვით არის გა­კე­თე­ბუ­ლი. შავი სა­მუ­შა­ო­დან და­წყე­ბუ­ლი, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერ­მა მის ხელ­ში გა­ი­ა­რა.

- სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ეთ, რა­ტომ მი­ა­ნი­ჭეთ ამ სახ­ლს უპი­რა­ტე­სო­ბა?

- რა თქმა უნდა, სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს, უბანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მეც ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვარ­ჩევ­დი. უპირ­ვე­ლე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ჩემს სამ­სა­ხურ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო და ასეც მოხ­და. გზა­ში დიდ დროს არ ვკარ­გავ. ამას­თან, მყუდ­რო ად­გი­ლია, არ გვა­წუ­ხებს ხმა­უ­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე სუფ­თა ად­გი­ლი დიდი დი­ღო­მია. მშე­ნე­ბე­ლო­ბის ხა­რისხს რაც შე­ე­ხე­ბა, ვენ­დო­ბო­დი მშე­ნებ­ლებს, რად­გან ჩემი მე­გობ­რე­ბი აშე­ნებ­დნენ და მათი დიდი დახ­მა­რე­ბით შე­ვი­ძი­ნე ეს ბინა.

იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც უყ­ვართ და სი­ა­მოვ­ნებთ რე­მონ­ტის პრო­ცე­სი. მათ რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა დე­და­ჩე­მი, რო­მელ­მაც დიდი სი­ხა­რუ­ლით ითა­ვა სახ­ლის მო­წყო­ბა. ყველ­გან მარ­ტოს უწევ­და სი­ა­რუ­ლი, ეს იყო სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი, ავე­ჯი თუ ტექ­ნი­კა. ად­გი­ლი­დან გვი­რე­კავ­და, გვე­კი­თხე­ბო­და აზრს, გვის­მენ­და, გვი­თან­ხმებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც იმას ყი­დუ­ლობ­და, რაც თვი­თონ მოს­წონ­და (იღი­მის). ამი­ტომ ვუ­თხა­რით, რომ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­და, რაც უნ­დო­და, რო­გორც უნ­დო­და, ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მი­მაჩ­ნია, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
2

შეჭამეთ ახლა, რაღაც კვაწია სახლი უყიდია გოგოს, ყველას გაქვთ მასეთი, ათ- ათი და გაქირავებული. გაიხარე ჩემო ზესტაფონელო. 

ania
7

სიმრერა შრომაა? გართობა მეგონა მე

გაიხარე კარგი გოგო ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი... ეს ჩემი შრომით მოპოვებული ბინაა" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის კომფორტული "თავშესაფარი" დიღომში?

"დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი... ეს ჩემი შრომით მოპოვებული ბინაა" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის კომფორტული "თავშესაფარი" დიღომში?

მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ გადავიდა.ბინის რემონტი მთლიანად ბაბის დედამ, ქალბატონმა ინგა ოდიკაძემ იტვირთა. მაქსიმალურად ეცადა, შვილებისთვის მყუდრო გარემო და მშვიდი თავშესაფარი შეექმნა, რაც ნამდვილად გამოუვიდა.

- ზესტაფონში დავიბადე. ბებია საკმაოდ წარმატებული გინეკოლოგი იყო და დედამ იქ იმშობიარა. 2-3 თვეში, ცოტა რომ წამოვიზარდე, თბილისში დავბრუნდით. გამოფენის წინ ვცხოვრობდით, ახალგარემონტებულ სახლში. ცელქი ბავშვი ვიყავი და მთელი კედლები მოვხატე. თუმცა ჩემი მოგონებები ძირითადად მაინც სოფლის სახლთან, ბებია-ბაბუასთან ასოცირდება.

ისე მიყვარდა ზესტაფონის სახლი, რომ ვოცნებობდი, ბორბლებზე შემესვა და თბილისში დამეგორებინა. სულ ახალახან დავასრულეთ ამ სახლის რემონტი. 17 დეკემბერს გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა.

- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვთ, დღის დიდ ნაწილს გადაღებებზე და ჩაწერებზე ატარებთ, როგორ შეძელით რემონტის გაკეთება?

- რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი დედაჩემის ძალისხმევით არის გაკეთებული. შავი სამუშაოდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დასრულებული, ყველაფერმა მის ხელში გაიარა.

- საცხოვრებელი ადგილი რის მიხედვით შეარჩიეთ, რატომ მიანიჭეთ ამ სახლს უპირატესობა?

- რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ადგილს, უბანს დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ბევრი რამის გათვალისწინებით ვარჩევდი. უპირველესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს სამსახურთან ახლოს ყოფილიყო და ასეც მოხდა. გზაში დიდ დროს არ ვკარგავ. ამასთან, მყუდრო ადგილია, არ გვაწუხებს ხმაური. მოგეხსენებათ, კვლევების თანახმად, თბილისში ყველაზე სუფთა ადგილი დიდი დიღომია. მშენებელობის ხარისხს რაც შეეხება, ვენდობოდი მშენებლებს, რადგან ჩემი მეგობრები აშენებდნენ და მათი დიდი დახმარებით შევიძინე ეს ბინა.

იშვიათად, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვართ და სიამოვნებთ რემონტის პროცესი. მათ რიცხვს მიეკუთვნება დედაჩემი, რომელმაც დიდი სიხარულით ითავა სახლის მოწყობა. ყველგან მარტოს უწევდა სიარული, ეს იყო სარემონტო მასალები, ავეჯი თუ ტექნიკა. ადგილიდან გვირეკავდა, გვეკითხებოდა აზრს, გვისმენდა, გვითანხმებდა, მაგრამ ბოლოს მაინც იმას ყიდულობდა, რაც თვითონ მოსწონდა (იღიმის). ამიტომ ვუთხარით, რომ სრული თავისუფლება ჰქონდა, რაც უნდოდა, როგორც უნდოდა, ისე გაეკეთებინა. მიმაჩნია, რომ შესანიშნავად გაართვა თავი...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები