სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ
დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

და­კა­ვე­ბულ ძმებს, გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ჯე­მალ კო­პა­ლი­ან­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ან­თა­ძემ კი მათი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

პრო­კუ­რორ თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს. ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კა­კუ­ლი­ე­ბის მხრი­დან მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მი­სი­ვე თქმით, ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ სა­ვა­რა­უ­დოდ, 2021 წლის ივ­ნი­სი­დან 2022 წლის მა­ი­სამ­დე გად­მოკ­ვე­თეს.

ად­ვო­კატ გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კა­კუ­ლი­ე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობს. ად­ვო­კატ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის 10 000-10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი სომ­ხეთ­შიც ჩა­ი­დი­ნეს, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სომ­ხე­თის შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ანთაძემ კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, ორივე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. ყულჯანიშვილის განმარტებით, კაკულიების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ძმებმა კაკულიებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე გადმოკვეთეს.

ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.