სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ "ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა" - ირაკლი კობახიძე
"პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ "ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა" - ირაკლი კობახიძე

პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბი თუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ერ­თნა­ი­რად ხარ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი და უდუ­მაშ­ვილ­მა ეს აღი­ა­რა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის წას­ვლა­სა და მის მე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და "მის კუთ­ვნილ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის“ ზღვა­რი წაშ­ლი­ლია.

"ისე­დაც ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ყო­ველ­გვა­რი ზღვა­რია წაშ­ლი­ლი ამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­სა და მის კუთ­ვნილ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის. თა­ვა­დაც თქვა უდუ­მაშ­ვილ­მა - ბრძო­ლის ველ­ზე ვრჩე­ბი, არ­სად მივ­დი­ვა­რო. თა­ვად აღი­ა­რა, რომ არა­ვი­თა­რი ზღვა­რი არ არ­სე­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და ამ პარ­ტი­ის კუთ­ვნილ ტე­ლე­ვი­ზი­ებს შო­რის. პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბი თუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ერ­თნა­ი­რად ხარ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი და ეს უდუ­მაშ­ვილ­მა აღი­ა­რა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვებს და მე­დი­ა­ში ბრუნ­დე­ბა. რო­გორც უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან, მისი შე­ფა­სე­ბით, დღეს "და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა“. უდუ­მაშ­ვილს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ "ძა­ლი­ან მალე ეთერ­ში შევ­ხვდე­ბით“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყვლაზე დიდი სიმართლ-სსსს
5

ეხლა შეგიძლიათ ზარქუა შეიყვაროდ.

ყვლაზე დიდი სიმართლე
11

რა გინდოდა ზაალ, ყველას გვიყვარდი.... ახლა გვიანია უკვე... აღარავის უყვარხარ.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ "ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა" - ირაკლი კობახიძე

"პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ "ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა" - ირაკლი კობახიძე

პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ "ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილის წასვლასა და მის მედიაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "მის კუთვნილ ტელევიზიას შორის“ ზღვარი წაშლილია.

"ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა - ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მედიაში ბრუნდება. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს "დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ "ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“.

იხილეთ ასევე: