პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - "არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი"
პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - "არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი"

თე­ლა­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა" და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თე­ლავ­ში დღეს ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმარ­თე­ბო­და.

"მოკ­ლედ , ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა კო­მე­დი ჯგუ­ფის ბი­ჭებს, საქ­მის გამ­კე­თებ­ლებს და ნი­ჭი­ერ ხალ­ხს.... არ ღირს ჩემს გამო ვინ­მემ უხერ­ხუ­ლად იგ­რძნოს თავი..... მე წა­ვე­დი! p. s. რაც შე­ე­ხე­ბა ერეკ­ლე მე­ფეს, მას­ზე ცუ­დის მთქმე­ლის მა­გი­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი" - და­წე­რა გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

AMBEBI.GE მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით არაფ­რის თქმა არ სურს.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნელს ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილს, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ბევ­რი საქ­მის გამო, ამ თე­მას დღეს თვა­ლი ვერ მი­ა­დევ­ნა და მა­ნაც სტა­ტუ­სი­დან გა­ი­გო პა­ა­ტას ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მას­თან და­რეკ­ვას და შეხ­ვედ­რას აპი­რებსს. ჩვენს კი­თხვა­ზე ხომ არ ყო­ფი­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ან სა­უ­ბა­რი, რომ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილს არხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა.

ცნო­ბის­თვის, პრო­ტეს­ტით უპა­სუ­ხეს თე­ლა­ვე­ლებ­მა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი" პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან ერეკ­ლე მე­ფეს მო­ღა­ლა­ტე უწო­და.

ერეკ­ლე მე­ო­რის სა­ხე­ლის და­სა­ცა­ვად მე­ფის ძეგლის მიმ­დე­ბა­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ პო­ლი­ტი­კოსს მო­უ­წო­დეს, თავი შე­ი­კა­ვოს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რად­გან მე­ფის სა­ხე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან.

"იმ­დე­ნი თე­ლა­ვუ­რი აზრი მომ­დის, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი რბი­ლად ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა შევ­წი­რე იმ საქ­მეს, რა­საც თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია. ერეკ­ლე პა­პას, იმ ომე­ბის გვერ­დით, კი­დევ იმი­სი ძალა შეს­წევ­და, რომ ეს თე­ატ­რი და­ე­არ­სე­ბი­ნა.

ჩვენ თე­ატ­რა­ლე­ბი ყო­ვე­ლი გას­ვლის წინ მე­ფეს ვპირ­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად... ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან", - თქვა აქ­ცი­ა­ზე თე­ლა­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
7

და რა გინდოდა მანამდე იქ

დუდულა
6

აუ ახლა ეს თემა წამოიწია....სად ერეკლე და სად ეს თემა თუ როგორც არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - "არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი"

პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - "არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი"

თელავის თეატრის დირექტორმა პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ირკვევა გადაწყვეტილება, თელავში დღეს ჩატარებულ აქციას უკავშირდება, რომელიც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ იმართებოდა.

"მოკლედ , ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს.... არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი..... მე წავედი! p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები" - დაწერა გულიაშვილმა.

AMBEBI.GE მეტი დეტალის გასარკვევად პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე დამატებით არაფრის თქმა არ სურს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელს ალეკო მალხაზიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი საქმის გამო, ამ თემას დღეს თვალი ვერ მიადევნა და მანაც სტატუსიდან გაიგო პაატას ტელევიზიიდან წასვლის შესახებ.

თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მასთან დარეკვას და შეხვედრას აპირებსს. ჩვენს კითხვაზე ხომ არ ყოფილა ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელობიდან სატელეფონო ზარი ან საუბარი, რომ პაატა გულიაშვილს არხი დაეტოვებინა, მალხაზიშვილმა გვითხრა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

ცნობისთვის, პროტესტით უპასუხეს თელაველებმა "რესპუბლიკური" პარტიის დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სადაც მან ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა.

ერეკლე მეორის სახელის დასაცავად მეფის ძეგლის მიმდებარედ სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, მსახიობები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ. მათ პოლიტიკოსს მოუწოდეს, თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რადგან მეფის სახელის შეურაცხყოფას არ შეეგუებიან.

"იმდენი თელავური აზრი მომდის, მაგრამ შევეცდები რბილად ვთქვა ყველაფერი. ჩემი შეგნებული ცხოვრება შევწირე იმ საქმეს, რასაც თეატრალური ხელოვნება ჰქვია. ერეკლე პაპას, იმ ომების გვერდით, კიდევ იმისი ძალა შესწევდა, რომ ეს თეატრი დაეარსებინა.

ჩვენ თეატრალები ყოველი გასვლის წინ მეფეს ვპირდებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად... ენა უნდა დაიმოკლოს (ლევან ბერძენიშვილმა) სანამ მეფეს ახსენებს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ თელაველები კარგად ვლაპარაკობთ. არ გაბედონ და ამ ვიგინდარებმა ასეთი სიტყვები არ წარმოსთქვან", - თქვა აქციაზე თელავის თეატრის დირექტორმა პაატა გულიაშვილმა.