საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ..." - ვინ არის 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ ქცეული ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურის ავტორი: ნიჭიერი, ახალგაზრდა მოქანდაკის ინტერვიუ
"ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ..." - ვინ არის 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ ქცეული ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურის ავტორი: ნიჭიერი, ახალგაზრდა მოქანდაკის ინტერვიუ

"სად­გუ­რი 34“- ასე ჰქვია მო­ქან­და­კე ერეკ­ლე წუ­ლა­ძის გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც გა­ლე­რეა "გამ­რე­კე­ლი მო­დერნ­ში“ აპ­რილ­ში გა­იხ­სნა და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. რეტ­როს­პექ­ტუ­ლი ექ­სპო­ზი­ცია ხე­ლო­ვა­ნის 30-მდე ნა­მუ­შე­ვარს აერ­თი­ა­ნებს და ეს მისი რი­გით მე­ო­თხე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაა. ამ ცოტა ხნის წინ 34 წლის სკულპ­ტორ­მა დე­და­ქა­ლაქს სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა და თბი­ლის­ში, კუს ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "კუს" ქან­და­კე­ბა დად­გა. ეს ერ­თა­დერ­თი სკულპ­ტუ­რა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ხე­ლოვ­ნუ­რი ქვი­სა და უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი­სა­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ახლა კი დე­და­ქა­ლაქს იმა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით მე­ო­რე ნა­მუ­შე­ვა­რიც შე­ე­მა­ტა - 2015 წელს, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო ჰი­პო­პო­ტა­მი ბეგი, რო­მე­ლიც სტი­ქი­ას გა­და­ურ­ჩა. წელს, 13 ივ­ნისს კი "მზი­უ­რის პარკში“ ერეკ­ლე წუ­ლა­ძის ახა­ლი ნა­მუ­შევ­რის "ბე­გის" ქან­და­კე­ბის გახ­სნაა და­გეგმლი. კომ­პო­ზი­ცია უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ფი­გუ­რაა, მტრე­დებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც იმ ადა­მი­ან­თა სუ­ლებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ, ვინც 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ას შე­ე­წირ­ნენ.

ერეკ­ლე წუ­ლა­ძე:

- გა­მო­ფე­ნა "სად­გუ­რი 34“ 17 აპ­რილს, ბე­ბი­ა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეს გა­იხ­სნა და ექ­სპო­ზი­ცია სწო­რედ მას ეძღვნე­ბა. ბე­ბი­ა­ჩე­მი ჩემი სუ­ლის მა­ლა­მოა, ლა­მა­რა ჰქვია, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ბუ­კას ვე­ძა­ხი. გა­მო­ფე­ნა­ზე ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რია მიკი მა­უ­სი. 1987 წლის 26 ივ­ნისს და­ვი­ბა­დე და ამ­ბო­ბენ, რომ იმ დღეს კა­მო­ზე, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მხო­ლოდ ერთი ბიჭი გაჩ­ნდა. სწო­რედ იმ დღეს ბუ­კამ ცოტა არ იყოს, და­უხ­ვე­წა­ვი, ხე­ლით შე­კე­რი­ლი პა­ტა­რა მიკი მა­უ­სის სა­თა­მა­შო იყი­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩემ­თვის რე­ლიკ­ვი­ა­სა­ვით ძვირ­ფა­სი გახ­და. წლე­ბის შემ­დეგ კი გა­ვა­კე­თე მიკი მა­უ­სის სახე სარ­კის ფონ­ზე, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თგვა­რი პორ­ტა­ლია, დრო­ის კა­რიბ­ჭე.

კომ­პო­ზი­ცია ისეა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ მნახ­ვე­ლი და ფი­გუ­რა ერ­თმა­ნეთს უყუ­რე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა­ში ამ ფი­გუ­რას შევ­ხე­დო და ის ჩემი ბავ­შვო­ბი­სა და წარ­სუ­ლის ანა­რეკ­ლი გახ­დეს. უნდა ით­ქვას ისიც, რომ ბოლო წლებ­ში დიდი გეგ­მე­ბი მქონ­და, მაგ­რამ პან­დე­მია რომ და­ი­წყო, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­შა­ლა. 2019 წელს, ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ჩემი გა­მო­ფე­ნა "ერეკ­ლექ­ტი­კი­დან“ დღემ­დე ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მათ შო­რის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და პან­დე­მი­ა­მაც გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ახლა გა­მო­ფე­ნა­ზე "სად­გუ­რი 34“ თავი მო­ვუ­ყა­რე ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვა­კე­თე. წარ­მო­ვად­გი­ნე რო­გორც ქან­და­კე­ბა, ისე ფერ­წე­რა. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რი და­ვით ან­დრი­ა­ძეა, ხოლო გა­ლე­რის­ტი - ხა­თუ­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი.

- ამ ცოტა ხნის წინ, კუს ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შენი ქან­და­კე­ბა გაჩ­ნდა...

- ეს ჩემი დიდი ხნის ჩა­ნა­ფიქ­რი იყო. კუს ტბა­ზე გა­ვი­ზარ­დე, იქ ხში­რად ვთა­მა­შობ­დი. გა­დავ­წყვი­ტე კუს ქან­და­კე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ქა­ლა­ქის­თვს მე­ჩუ­ქე­ბი­ნა. არ მინ­დო­და, ტრა­დი­ცი­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს რეპ­ტი­ლია ყო­ფი­ლი­ყო, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო, რო­მელ­საც ექ­ნებ­და რო­გორც კუს ფორ­მა, ასე­ვე ერ­თგვა­რი ხო­მალ­დი­საც. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ყო­ფი­ლი­ყო ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი, რომ მას­ში ადა­მი­ა­ნი ჩან­დეს. ისე­ვე რო­გორც სა­კუ­თარ გულ­ში უნდა ჩა­ი­ხე­დოს ყვე­ლამ, სა­კუ­თარ თავს ჩა­უღ­რმავ­დეს, ისე ამ სარ­კის ეფექ­ტის მქო­ნე ქან­და­კე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა­საც, უნდა და­ფიქ­რდეს ადა­მი­ა­ნი და ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, როცა დღეს კუს ტბა­ზე ავ­დი­ვარ და კუს­თან ბავ­შვე­ბი ფო­ტო­ებს იღე­ბენ. იქა­უ­რო­ბა მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია და სა­ნამ ეს მოხ­დე­ბა, ამ სკულპ­ტუ­რით ერთი პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი მა­ინც არის გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი. უჟან­გა­ვი ფო­ლა­დია, 316 მარ­კის მე­ტა­ლი, ეს სიმ­ტკი­ცით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მა­სა­ლაა, ხოლო თეთ­რი ფე­რი­სა - ხე­ლოვ­ნუ­რი ქვაა, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა, რო­გორც ფო­ლა­დი. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის ეს ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი შე­მეც­ნე­ბაა. აქ­ცენ­ტი­რე­ბა ხდე­ბა ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის თან­ხვედ­რა­ზე და ასე­ვე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს. ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლი ამ­ბობ­და, ხე­ლოვ­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს წვდო­მა­აო და მარ­თლაც ასეა. ის ძა­ლი­ან დიდი, უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი კაცი იყო, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მთე­ლი მისი ნა­აზ­რე­ვი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით. რო­გორც ჟან გა­ბენ­მა თქვა, სწო­რედ ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი ბერ­დე­ბი­ან, რო­გორც კა­თედ­რა­ლუ­რი ტაძ­რე­ბი. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რომ ისი­ნი ბევ­რი იყ­ვნენ, რად­გან სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბა და უხ­დე­ბა ქვე­ყა­ნას.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბე­გის, ისიც იგი­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით შე­იქ­მნა?

- დიახ. ბე­გის ქან­და­კე­ბა 13 ივ­ნი­სის ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ეს ქან­და­კე­ბაც ხე­ლოვ­ნუ­რი ქვი­სა და უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის მიქ­სია. ბე­გის ზომა 3 მეტ­რი და 30 სან­ტი­მეტ­რია.

უკვე ად­გილ­ზეა, "მზი­უ­რის პარკში“ ტბის გვერ­დით, თუმ­ცა ახლა კე­თილ­მო­წყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის, გა­სა­კე­თე­ბე­ლია აუზი და გამ­წვა­ნე­ბა. ქან­და­კე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა, სიმ­ბო­ლუ­რად, 13 ივ­ნისს იგეგ­მე­ბა. ისე­ვე რო­გორც "კუს", ასე­ვე 'ბე­გის" არ­ქი­ტექ­ტო­რი, ჩემი მე­გო­ბა­რი და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლია და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მომ­წონს მისი კონ­ცეფ­ცია. ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ზე სტუმ­რად მოვ­დი­ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, დრო სა­ინ­ტე­რე­სოდ უნდა გა­ვა­ტა­როთ. დრო­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში შექ­მნი­ლი ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი, იმ პე­რი­ო­დის სა­კუთ­რე­ბაა, რად­გან შემ­დეგ სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას დღეს არ მო­ე­წო­ნოს და ხვალ პი­რი­ქით, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ადა­მი­ა­ნებს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ე­წო­ნე­ბათ, გა­ი­თა­ვი­სე­ბენ და რაც მთა­ვა­რია, მო­უვ­ლი­ან.

- ბევ­რს მუ­შა­ობ და შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რი­ერ­სა თუ სივ­რცე­შია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თბი­ლის­ში კი­დევ რამე ძეგლის დად­გმას ხომ არ გეგ­მავ?

- გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს 7-მეტ­რი­ა­ნი ძეგლი, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტებს ეძღვნე­ბა. იდე­ის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ექი­მი ედი­შერ სი­ხა­რუ­ლი­ძეა. მან თა­ვის ნა­აზ­რე­ვი რომ გა­მაც­ნო, მო­მე­წო­ნა, მხა­რი ავუ­ბი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და ეს არის ნი­კე­ლის ვი­ო­ლი­ნო, რო­მელ­ზეც სი­მე­ბის მა­გივ­რად მერ­ცხლე­ბი ფრე­ნენ, ანუ დედა არის მუ­სი­კა, სამ­შობ­ლო, ხოლო მერ­ცხლე­ბი, ყვე­ლა ისი­ნი, ვინც სხვა ქვეყ­ნებ­ში მიფ­რი­ნა­ვენ და შემ­დეგ რო­გორც ეს ფრინ­ვე­ლე­ბი, უკან ბრუნ­დე­ბი­ან. ნა­მუ­შე­ვა­რი უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლია, ახლა ად­გილს ვარ­ჩევთ და გვინ­და სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თოთ ჩვენს ქა­ლაქს.

- და­ბო­ლოს, თუ ჩვენ ის­ტო­რი­ას გა­და­ვავ­ლებთ თვალს, შენ ხარ ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ქან­და­კე, რომ­ლის ქან­და­კე­ბაც და­იდ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 25 წლის იყა­ვი, როცა ბა­თუმ­ში შენი "მე, შენ და ბა­თუ­მი“ გა­იხ­სნა. პი­ო­ნე­რი ხარ მე­ო­რე მხრი­ვაც - უცხოა ის ტექ­ნო­ლო­გია, რომ­ლი­თაც "კუ“ და "ბე­გია“ დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რად­გან მთელს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში მსგავ­სი ნა­მუ­შე­ვა­რი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფორ­მით, პირ­ვე­ლად და­იდ­გა ღია სივ­რცე­ში...

- დიახ, "კუსა“ და "ბე­გის“ ქან­და­კე­ბა, ორი­ვე უჟან­გა­ვი ფო­ლა­დია. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ დად­გმულ ქან­და­კე­ბას, "მე, შენ და ბა­თუ­მი“ ან­ბა­ნის კოშ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი მა­გი­დას­თან ზის და ყა­ვას მი­ირ­თმევს. ხში­რად ვამ­ბობ, რომ ეს ქან­და­კე­ბა აღარ მომ­წონს და შან­სი რომ მქონ­დეს, დღეს სულ სხვაგ­ვა­რად გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ "მე, შენ და ბა­თუ­მი“ ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი და უკვე ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლია.

ავ­ტო­რი: ანა კა­ლან­და­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

აუ რა მაგარია

დათო
0

...კარგია, ყოჩაღ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ..." - ვინ არის 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ ქცეული ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურის ავტორი: ნიჭიერი, ახალგაზრდა მოქანდაკის ინტერვიუ

"ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ..." - ვინ არის 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ ქცეული ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურის ავტორი: ნიჭიერი, ახალგაზრდა მოქანდაკის ინტერვიუ

"სადგური 34“- ასე ჰქვია მოქანდაკე ერეკლე წულაძის გამოფენას, რომელიც გალერეა "გამრეკელი მოდერნში“ აპრილში გაიხსნა და დღემდე გრძელდება. რეტროსპექტული ექსპოზიცია ხელოვანის 30-მდე ნამუშევარს აერთიანებს და ეს მისი რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა. ამ ცოტა ხნის წინ 34 წლის სკულპტორმა დედაქალაქს საჩუქარი გაუკეთა და თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე "კუს" ქანდაკება დადგა. ეს ერთადერთი სკულპტურა იყო საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხის ხელოვნური ქვისა და უჟანგავი ფოლადისაგანაა დამზადებული. ახლა კი დედაქალაქს იმავე ტექნოლოგიით მეორე ნამუშევარიც შეემატა - 2015 წელს, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი სიმბოლო ჰიპოპოტამი ბეგი, რომელიც სტიქიას გადაურჩა. წელს, 13 ივნისს კი "მზიურის პარკში“ ერეკლე წულაძის ახალი ნამუშევრის "ბეგის" ქანდაკების გახსნაა დაგეგმლი. კომპოზიცია უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ცხოველის ფიგურაა, მტრედებთან ერთად, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ.

ერეკლე წულაძე:

- გამოფენა "სადგური 34“ 17 აპრილს, ბებიაჩემის დაბადების დღეს გაიხსნა და ექსპოზიცია სწორედ მას ეძღვნება. ბებიაჩემი ჩემი სულის მალამოა, ლამარა ჰქვია, მაგრამ ბავშვობიდან ბუკას ვეძახი. გამოფენაზე ერთ-ერთი ნამუშევარია მიკი მაუსი. 1987 წლის 26 ივნისს დავიბადე და ამბობენ, რომ იმ დღეს კამოზე, სამშობიაროში მხოლოდ ერთი ბიჭი გაჩნდა. სწორედ იმ დღეს ბუკამ ცოტა არ იყოს, დაუხვეწავი, ხელით შეკერილი პატარა მიკი მაუსის სათამაშო იყიდა, რომელიც შემდეგ ჩემთვის რელიკვიასავით ძვირფასი გახდა. წლების შემდეგ კი გავაკეთე მიკი მაუსის სახე სარკის ფონზე, რომელიც, ფაქტობრივად, ერთგვარი პორტალია, დროის კარიბჭე.

კომპოზიცია ისეა ჩაფიქრებული, რომ მნახველი და ფიგურა ერთმანეთს უყურებენ. შეიძლება ღრმად მოხუცებულობაში ამ ფიგურას შევხედო და ის ჩემი ბავშვობისა და წარსულის ანარეკლი გახდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლებში დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ პანდემია რომ დაიწყო, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩაიშალა. 2019 წელს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჩემი გამოფენა "ერეკლექტიკიდან“ დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ცხოვრების სტილი და პანდემიამაც გარკვეული გავლენა იქონია ამ ყველაფერზე. ახლა გამოფენაზე "სადგური 34“ თავი მოვუყარე ყველაფერ იმას, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გავაკეთე. წარმოვადგინე როგორც ქანდაკება, ისე ფერწერა. მიმდინარე გამოფენის კურატორი დავით ანდრიაძეა, ხოლო გალერისტი - ხათუნა მელიქიშვილი.

- ამ ცოტა ხნის წინ, კუს ტბის ტერიტორიაზე, შენი ქანდაკება გაჩნდა...

- ეს ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო. კუს ტბაზე გავიზარდე, იქ ხშირად ვთამაშობდი. გადავწყვიტე კუს ქანდაკება გამეკეთებინა და ქალაქისთვს მეჩუქებინა. არ მინდოდა, ტრადიციული ბრინჯაოს რეპტილია ყოფილიყო, არამედ განსხვავებული გამოსულიყო, რომელსაც ექნებდა როგორც კუს ფორმა, ასევე ერთგვარი ხომალდისაც. ყველაზე მთავარია, ყოფილიყო ინტერაქციული, რომ მასში ადამიანი ჩანდეს. ისევე როგორც საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს ყველამ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, ისე ამ სარკის ეფექტის მქონე ქანდაკებაზე დაკვირვებისასაც, უნდა დაფიქრდეს ადამიანი და ეს ყველაზე მთავარია.

ძალიან მიხარია, როცა დღეს კუს ტბაზე ავდივარ და კუსთან ბავშვები ფოტოებს იღებენ. იქაურობა მოსაწესრიგებელია და სანამ ეს მოხდება, ამ სკულპტურით ერთი პატარა მონაკვეთი მაინც არის გალამაზებული. უჟანგავი ფოლადია, 316 მარკის მეტალი, ეს სიმტკიცით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მასალაა, ხოლო თეთრი ფერისა - ხელოვნური ქვაა, რომელიც ისეთივე მაღალი ხარისხისაა, როგორც ფოლადი. საერთოდ, ჩემთვის ეს ხელოვნება სანახაობრივი შემეცნებაა. აქცენტირება ხდება ფორმისა და შინაარსის თანხვედრაზე და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიზუალურ მხარეს. ელგუჯა ამაშუკელი ამბობდა, ხელოვნება მშვენიერების საიდუმლოს წვდომააო და მართლაც ასეა. ის ძალიან დიდი, უგანათლებულესი კაცი იყო, ძალიან მიყვარს, მთელი მისი ნააზრევითა და შემოქმედებით. როგორც ჟან გაბენმა თქვა, სწორედ ასეთი პიროვნებები ბერდებიან, როგორც კათედრალური ტაძრები. მოხარული ვიქნები, რომ ისინი ბევრი იყვნენ, რადგან სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება და უხდება ქვეყანას.

- რაც შეეხება ბეგის, ისიც იგივე ტექნოლოგიით შეიქმნა?

- დიახ. ბეგის ქანდაკება 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს ეხმიანება. აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ეს ქანდაკებაც ხელოვნური ქვისა და უჟანგავი ფოლადის მიქსია. ბეგის ზომა 3 მეტრი და 30 სანტიმეტრია.

უკვე ადგილზეა, "მზიურის პარკში“ ტბის გვერდით, თუმცა ახლა კეთილმოწყობა მიმდინარეობს. მათ შორის, გასაკეთებელია აუზი და გამწვანება. ქანდაკების ოფიციალური გახსნა, სიმბოლურად, 13 ივნისს იგეგმება. ისევე როგორც "კუს", ასევე 'ბეგის" არქიტექტორი, ჩემი მეგობარი დავით გოგობერიშვილია და ორივე შემთხვევაში ძალიან მომწონს მისი კონცეფცია. ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ, შესაბამისად, დრო საინტერესოდ უნდა გავატაროთ. დროის გარკვეულ მონაკვეთში შექმნილი ჩემი ნაწარმოები, იმ პერიოდის საკუთრებაა, რადგან შემდეგ სხვა თვალით ვუყურებ. შეიძლება ვიღაცას დღეს არ მოეწონოს და ხვალ პირიქით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანებს ჩემი შემოქმედება მოეწონებათ, გაითავისებენ და რაც მთავარია, მოუვლიან.

- ბევრს მუშაობ და შენი ნამუშევრები სხვადასხვა ინტერიერსა თუ სივრცეშია გამოფენილი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ რამე ძეგლის დადგმას ხომ არ გეგმავ?

- გაკეთებული გვაქვს 7-მეტრიანი ძეგლი, რომელიც ემიგრანტებს ეძღვნება. იდეის ავტორი ცნობილი ექიმი ედიშერ სიხარულიძეა. მან თავის ნააზრევი რომ გამაცნო, მომეწონა, მხარი ავუბი და ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა ეს არის ნიკელის ვიოლინო, რომელზეც სიმების მაგივრად მერცხლები ფრენენ, ანუ დედა არის მუსიკა, სამშობლო, ხოლო მერცხლები, ყველა ისინი, ვინც სხვა ქვეყნებში მიფრინავენ და შემდეგ როგორც ეს ფრინველები, უკან ბრუნდებიან. ნამუშევარი უკვე გამზადებულია, ახლა ადგილს ვარჩევთ და გვინდა საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს ქალაქს.

- დაბოლოს, თუ ჩვენ ისტორიას გადავავლებთ თვალს, შენ ხარ ყველაზე ახალგაზრდა მოქანდაკე, რომლის ქანდაკებაც დაიდგა საქართველოში. 25 წლის იყავი, როცა ბათუმში შენი "მე, შენ და ბათუმი“ გაიხსნა. პიონერი ხარ მეორე მხრივაც - უცხოა ის ტექნოლოგია, რომლითაც "კუ“ და "ბეგია“ დამზადებული, რადგან მთელს ამიერკავკასიაში მსგავსი ნამუშევარი, სრულფასოვანი ფორმით, პირველად დაიდგა ღია სივრცეში...

- დიახ, "კუსა“ და "ბეგის“ ქანდაკება, ორივე უჟანგავი ფოლადია. რაც შეეხება პირველ დადგმულ ქანდაკებას, "მე, შენ და ბათუმი“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზეა, შეყვარებული წყვილი მაგიდასთან ზის და ყავას მიირთმევს. ხშირად ვამბობ, რომ ეს ქანდაკება აღარ მომწონს და შანსი რომ მქონდეს, დღეს სულ სხვაგვარად გავაკეთებდი, მაგრამ "მე, შენ და ბათუმი“ ჩემი პირველი ნამუშევარი და უკვე ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფიის ნაწილია.

ავტორი: ანა კალანდაძე