სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს
მექსიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს

სა­ქარ­თვე­ლო­დან აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ბოლო ხანს საკ­მა­ოდ ხში­რად ირ­ჩე­ვენ ამ ქვე­ყა­ნა­ში, მექ­სი­კის გავ­ლით, არა­ლე­გა­ლუ­რად შეს­ვლას. ეს საკ­მა­ოდ გრძე­ლი და ფა­თე­რა­კი­ა­ნი გზაა. მექ­სი­კა ვე­რაფ­რით ჩა­ით­ვლე­ბა უსაფრ­თხო ქვეყ­ნად, ამას მოწ­მობს ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ან­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მექ­სი­კა­ში, ამ­ჟა­მად,100 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ნარ­კო­მა­ნია და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი მექ­სი­კა­ში ყველ­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლია. ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბი, ბან­დე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გი და ა.შ. - საკ­მა­ოდ გრძე­ლია მექ­სი­კა­ში კრი­მი­ნა­ლის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჯგუ­ფებ­მა მო­ი­თხო­ვეს სას­წრა­ფო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ან შე­ამ­ცი­რონ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი.

უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ეროვ­ნულ­მა რე­ესტრმა, რო­მე­ლიც 1964 წლი­დან ადევ­ნებს თვალ­ყურს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 100 012 ადა­მი­ა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლია უც­ნო­ბი. მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 75% მა­მა­კა­ცია.

მოძ­რა­ო­ბა "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ­თათ­ვის“ აცხა­დებს, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რე­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა და მო­უ­წო­დებს მთავ­რო­ბას, გა­უმკლავ­დეს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლეს­მა კო­მი­სარ­მა მი­შელ ბა­ჩე­ლეტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი "უზარ­მა­ზა­რი მას­შტა­ბის ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ას“ წარ­მო­ად­გენს და დას­ძი­ნა, - ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ვი­შუ­როთ, რათა ბოლო მო­ე­ღოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­შად დარ­ღვე­ვა­სო...

მექ­სი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 37 000 ცხე­და­რია, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა და­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თქმით, ეს რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იყოს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ­თა მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე გე­ნე­ტი­კუ­რი ნი­მუ­შე­ბით, თუმ­ცა მრა­ვა­ლი ცხე­და­რი დაკ­რძა­ლეს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­რე­შე, რად­გან მორ­გე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია.

წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი და­კარ­გულ­თა ტრა­გე­დი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რი­ცხვი, წარ­მო­ა­ჩენს და­კარ­გულ­თა და მათი ოჯა­ხე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, ძი­ე­ბი­სა და იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნა და აღი­ა­რა მექ­სი­კის მიერ მიღ­წე­უ­ლი "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი“ ზო­გი­ერთ სფე­რო­ში, მათ შო­რის და­ღუ­პულ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და და­კარ­გულ­თა ოჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­ში. წყა­რო

მო­ამ­ზა­და კესო კვა­რა­ცხე­ლი­ამ

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buka
0

საქმეც ამაშია აქ 400 ლარებზე მუშაობას ხალხი ირჩევს მაგ რისკიან გზას

?!
9

რამდენი იქნება ქართველი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მექსიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს

მექსიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს

საქართველოდან აშშ-ში გამგზავრების მსურველები ბოლო ხანს საკმაოდ ხშირად ირჩევენ ამ ქვეყანაში, მექსიკის გავლით, არალეგალურად შესვლას. ეს საკმაოდ გრძელი და ფათერაკიანი გზაა. მექსიკა ვერაფრით ჩაითვლება უსაფრთხო ქვეყნად, ამას მოწმობს ბრიტანულ გამოცემა "გარდიანში" გამოქვეყნებული სტატიაც, რომლის თანახმადაც მექსიკაში, ამჟამად,100 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნარკომანია და ორგანიზებული კრიმინალი მექსიკაში ყველზე მეტად გავრცელებული ძალადობრივი დანაშაულია. ნარკოკარტელები, ბანდები, სექსუალური ტრეფიკინგი და ა.შ. - საკმაოდ გრძელია მექსიკაში კრიმინალის ჩამონათვალი.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა მოითხოვეს სასწრაფო ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ან შეამცირონ გაუჩინარებული ადამიანების რიცხვი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ეროვნულმა რეესტრმა, რომელიც 1964 წლიდან ადევნებს თვალყურს გაუჩინარების შემთხვევებს, განაცხადა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, 100 012 ადამიანის ადგილსამყოფელია უცნობი. მათგან დაახლოებით 75% მამაკაცია.

მოძრაობა "გაუჩინარებულთათვის“ აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი, რეალური შემთხვევების რაოდენობასთან შედარებით, გაცილებით მცირეა და მოუწოდებს მთავრობას, გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ გაუჩინარების შემთხვევები "უზარმაზარი მასშტაბის ადამიანურ ტრაგედიას“ წარმოადგენს და დასძინა, - ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ბოლო მოეღოს გაუჩინარებასა და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევასო...

მექსიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაბამის სამსახურებში დაახლოებით 37 000 ცხედარია, რომელთა ვინაობა დაუდგენელია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ეს რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.

ხელისუფლება მუშაობს გაუჩინარებულთა მონაცემთა ბაზის გაერთიანებაზე გენეტიკური ნიმუშებით, თუმცა მრავალი ცხედარი დაკრძალეს იდენტიფიცირების გარეშე, რადგან მორგები გადატვირთულია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაკარგულთა ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გამაოგნებელი რიცხვი, წარმოაჩენს დაკარგულთა და მათი ოჯახების პრევენციის, ძიებისა და იდენტიფიკაციის მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობას.

ასევე აღნიშნა და აღიარა მექსიკის მიერ მიღწეული "მნიშვნელოვანი პროგრესი“ ზოგიერთ სფეროში, მათ შორის დაღუპულთა იდენტიფიცირებასა და დაკარგულთა ოჯახების ტკივილის შემსუბუქების მექანიზმებში. წყარო

მოამზადა კესო კვარაცხელიამ