რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მან ქართველ კოლეგებთან "სამხრეთ ოსეთის" რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი განიხილა..
"მოკლედ განვიხილეთ“, - უთხრა კარასინმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო Tass-ს. ვისთან და რა ფორმატში გამართა კარასინმა შეხვედრები, ჯერჯერობით უცნობია.
კარასინმა ასევე თქვა, რომ კონტაქტები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო და ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გრძელდება.
"ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ტელეფონით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში“, - დასძინა მან.
კარასინი ასევე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს - "იმედი ვიქონიოთ, რომ ამ თემაზე ვიმუშავებ“, - ამბობს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობის შესვლის შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტის პოსტზე მას მალე ალან გაგლოევი შეცვლის. "საპრეზიდენტო არჩევნებში" მან ბიბილოვს მოუგო, თუმცა ამ დროისთვის მარიონეტული პრეზიდენტის როლი ჯერ კვლავ ბიბილოვს აქვს.
ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა იყოს ხელისუფლებსიადმი რომ შევქმნატ ძლიერი სამხედრო მანქანა, პატარა მაგრამ როგორც კერკეტი კააკლი, შეიარაღებული უახლესი ტექნოლოგიური შეიარაღებით და ამის გაკეთება ამერიკელების გარეშე შეუძლებელია. სხვაგვარად ვიქნებით მუდამ მოტყუებული და გაგვიბედავენ იმას რაც მოესურვებათ. თუ ვინმეს გონია რაომ არგაღეზიანების პოლიტიკით რაიმეს დაგვიბრუნებენ ესაა უდიდესი შეცდოამ. ანაგრიშს უწევენ მხოლოდ ძლიერებს, ეს უდნა გავიგოთ და ილუზიებში ყოფნას მოვეშვათ. უკრაინის ამბებმა ყველაფერი ცხადი გახადა, მტერი უნდა გაანადგურო ბრძოლის ველზე თუ გინდა რომ მიაღწიო მიზანს.
არ უნდა გავაღიზიანოთ